მუზეუმები

საბრძოლო დიდების მემორიალური მუზეუმი


საბრძოლო დიდების მემორიალური მუზეუმი მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა უკვდავსაყოფად 1978 წლის 9 მაისს გაიხსნა. ის მდებარეობს ქ. გურჯაანში. მემორიალს ამშვენებს ჯარისკაცის მამის მონუმენტი, რომელიც ეკუთვნის ცნობილ მოქანდაკეს, მერაბ ბერძენიშვილს. ეს ძეგლი შეიქმნა ფილმ ,,ჯარისკაცის მამის” მიხედვით. კომპლექსში შედის: ქვის ხუთი ბურჯი (ისინი ნაშენებია სვანური კოშკის სტილში და აღნიშნავს ომის 5 წელიწადს); მარადისობის კედელი, რომელზეც ამოტვიფრულია 4000 შინმოუსვლელი ჯარისკაცის სახელი და საგამოფენო დარბაზი, სადაც გამოფენილია სამამულო ომში ქართველი ხალხის გმირული თავდადების ამსახველი საინტერესო ტილოები.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი