ვაჩნაძეანის გიორგი მაისურაძის სახელობის სოფლის ისტორიის მუზეუმი

ვაჩნაძეანის გიორგი მაისურაძის სახელობის სოფლის ისტორიის მუზეუმი დაარსდა 1966 წელს. იგი განთავსებულია თავადისეულ სასახლეში. შენობა აგებულია 1889 წელს, ლევან ჯანდიერის მიერ.
მუზეუმში წარმოდგენილია სოფელ ვაჩნაძეანის არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ისტორიის ამსახველი გამოფენა. მასში დაცულია XIX საუკუნის ქართული სოფლისათვის დამახასიათებელი საინტერესო ექსპონატები.
ერთი დარბაზი მთლიანად განეკუთვნება სოფლის აწმყოს.
მუზეუმს გარს აკრავს ლამაზი ეზო, სადაც სტუმარს შეუძლია შეიგრძნოს ბუნების მშვენიერება.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი