|
იოსებ ნონეშვილის მუზეუმს არსებობის 25 წლის ისტორია გააჩნია. იგი მდებარეობს სოფელ კარდენახში. მუზეუმში დაცულია პოეტის არქივი, პირადი ნივთები, ხელნაწერები, ფოტომასალა, სამახსოვრო საჩუქრები და ა. შ. მუზეუმს გააჩნია დარბაზი, სადაც ტარდება შემოქმედებითი ღონისძიებები. არსებობს ფირი, რომელზეც ჩაწერილია პოეტის მიერ წაკითხული ლექსები. მუზეუმს გარს აკრავს ულამაზესი ლანდშაპტი. ექსკურსიის ჩატარება შესაძლებელია ქართულ და რუსულ ენებზე, წინასწარ გაფრთხილების შემთხვევაში კი გერმანულ ენაზეც. Aსევე წინასწარი გაფრთხილების შემთხვევაში შესაძლებელია ტურისტული ჯგუფისათვის მსუბუქი საუზმის შეთავაზება (ალა-ფურშეტი) და შესანიშნავი კახური ღვინოების დაგემოვნება.
|