შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმი

შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმი დაარსდა 2006 წელს. იგი მდებარეობს ქალაქ გურჯაანში. მუზეუმში დაცულია 2700-ზე მეტი ექსპონატი XV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით. ექსპოზიციაში წარმოდგენილია შალიკაშვილების სახელოვანი გვარის ისტორია და მასთან დაკავშირებული საინტერესო ფოტო და საარქივო მასალები. აქვეა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებათა ამსახველი დოკუმენტური საარქივო ფოტო მასალა.
შენობის პირველ სართულზე განთავსებულია ძველი კახური მარანი, სადაც მოწყობილია ეთნოგრაფიული კუთხე.
წინასწარი გაფრთხილების შემთხვევაში შესაძლებელია სუფრის გაწყობა და ღვინის დაჭაშნიკება.





სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი