ეკონომიკურ-ბუნებრივი რესურსები

კურორტი ახტალა


ახტალა საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია. იგი მდებარეობს კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში. თბილისიდან დაშორებულია 100 კმ.-ით. კურორტ ახტალის ფსევდოვულკანური ტალახის საბადო მდებარეობს ზღვის დონიდან 412 მ. სიმაღლეზე.
ახტალა ხასიათდება სუბტროპიკული მშრალი ჰავით, რომლის ძირითად მაჩვენებლად ითვლება სითბო და ტენიანობის დეფიციტი.
კურორტზე სამკურნალო ტალახს უწოდებენ ახტალას. ზოგჯერ ადგილობრივი მცხოვრებნი ვეძას ეძახიან. ამ სახელწოდებაში იგულისხმება მლაშე წყალი და მას ტალახის მლაშე გემო ამართლებს.
კურორტის სახელის (ახტალა) წარმოშობასთან დაკავშირებით მრავალი ვერსია არსებობს: ისტორიკოსი მ. ჯავახიშვილი განმარტავს, რომ ,,ახტალა~ ქართული სიტყვიდან წარმოდგება და ,,ამონთხეულს~ ნიშნავს, თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც. ვარაუდობენ, რომ ,,ახტალა~ თათრული სიტყვებიდან წარმოდგება: ,,აგ~ ნიშნავს თეთრს და ,,ტალა~ _ მოედანს.
ახტალის ტალახის ტაფობის გაჩენას უკავშირდება კიდევ ერთი თქმულება:Pიქ, სადაც ახტალაა, ყოფილა კალო. ფერისცვალების დღეს ხუცესს კალოობა ჰქონდა და ძნას ლეწავდა. ამ დროს ქრისტეს გამოუვლია, დაუწყევლია ურწმუნო ხუცესი დღესასწაულზე მუშაობისათვის. ამ წყევლაზე კალოს პირი დაუღია და ტალახი ამოუნთხევია. ხუცესთან სტუმრად ყოფილა ბავშვიანი ქალი, რომლისთვისაც ხუცეს უთქვამს, რომ წასულიყო და უკან არ მიეხედა, მაგრამ ქალს გრგვინვის ხმაზე მიუხედავს უკან და იმავე წუთში ქვად ქცეულა ბავშვიანად. ამ ხუცესის კარმიდამო და კალო ახტალად ქცეულა.
1924 წელს ტალახის უნიკალური თვისებების გამო ტალახის სამკურნალო კოტეჯები მოეწყო, ხოლო 1931_1935წწ-ში კი სანატორიუმი და კეთილმოწყობილი პოლიკლინიკა აშენდა. გარადა ამისა, რამდენიმე ჰექტარზე გაშენდა დასასვენებელი პარკი.
ახტალის ტალახის სამკურნალო მიზნით გამოყენებას პირველად ყურადღება მიაქცია ექიმმა ალექსი მესხიშვილმა, ავადმყოფების გაგზვნა კი დაიწყო სიღნაღის მაზრის ექიმმა ლისიცევმა.

ახტალის ტალახის სამკურნალო თვისებები
ახტალის ტალახით მკურნალობა ნაჩვენებია შემდეგი დაავადებებისათვის:
• ძვალ-სახსროვანი დაავადებები
• ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემა
• გინეკოლოგიური დაავადებები
• ართრიტები
• დერმატოლოგიური დაავადებები
• პერიგასტრიტი, პერიქოლეცისტიტი
• უროლოგიური დაავადებები და ა. შ.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი