ვაჩნაძეანის გიორგი მაისურაძის სახელობის სოფლის ისტორიის მუზეუმი დაარსდა 1966 წელს. იგი განთავსებულია თავადისეულ სასახლეში. შენობა აგებულია 1889 წელს, ლევან ჯანდიერის მიერ.
 
იოსებ ნონეშვილის მუზეუმს არსებობის 25 წლის ისტორია გააჩნია. იგი მდებარეობს სოფელ კარდენახში. მუზეუმში დაცულია პოეტის არქივი, პირადი ნივთები, ხელნაწერები, ფოტომასალა, სამახსოვრო საჩუქრები და ა. შ.
 
შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული მუზეუმი დაარსდა 2006 წელს. იგი მდებარეობს ქალაქ გურჯაანში. მუზეუმში დაცულია 2700-ზე მეტი ექსპონატი XV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით.
 
ნატო ვაჩნაძის სახელობის სახლ-მუზეუმი.


საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ნატო ვაჩნაძის სახელობის სახლ-მუზეუმი გაიხსნა 1981 წელს.
 
აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის მუზეუმი


გამოჩენილი ფიზიოლოგის - აკადემიკოს ივ. ბერიტაშვილის მუზეუმი სოფელ ვეჯინში 1985 წელს გაიხსნა. ივანე ბერიტაშვილი იყო ქართული ფიზიოლოგიის ფუძემდებელი, სეჩენოვისა და პავლოვის პრემიების ლაურეატი.
 
საბრძოლო დიდების მემორიალური მუზეუმი


საბრძოლო დიდების მემორიალური მუზეუმი მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა უკვდავსაყოფად 1978 წლის 9 მაისს გაიხსნა. ის მდებარეობს ქ. გურჯაანში. მემორიალს ამშვენებს ჯარისკაცის მამის მონუმენტი, რომელიც ეკუთვნის ცნობილ მოქანდაკეს, მერაბ ბერძენიშვილს.
 
კურორტი ახტალა


ახტალა საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია. იგი მდებარეობს კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში. თბილისიდან დაშორებულია 100 კმ.-ით. კურორტ ახტალის ფსევდოვულკანური ტალახის საბადო მდებარეობს ზღვის დონიდან 412 მ. სიმაღლეზე.
ახტალა ხასიათდება სუბტროპიკული მშრალი ჰავით, რომლის ძირითად მაჩვენებლად ითვლება სითბო და ტენიანობის დეფიციტი.
კურორტზე სამკურნალო ტალახს უწოდებენ ახტალას. ზოგჯერ ადგილობრივი მცხოვრებნი ვეძას ეძახიან. ამ სახელწოდებაში იგულისხმება მლაშე წყალი და მას ტალახის მლაშე გემო ამართლებს.
კურორტის სახელის (ახტალა) წარმოშობასთან დაკავშირებით მრავალი ვერსია არსებობს: ისტორიკოსი მ. ჯავახიშვილი განმარტავს, რომ ,,ახტალა~ ქართული სიტყვიდან წარმოდგება და ,,ამონთხეულს~ ნიშნავს, თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც. ვარაუდობენ, რომ ,,ახტალა~ თათრული სიტყვებიდან წარმოდგება: „აგ“ ნიშნავს თეთრს და ,,ტალა~ _ მოედანს.