გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 2018 წლის 27 მარტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №33
2018 წლის 27 მარტი
ქ. გურჯაანი

,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.
,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №54 დადგენილებით დამტკიცებულ ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 27/12/201 010250040.35.166.016351) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. რეგლამენტის 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, მუხლი 38. ფრაქციის თანამდებობის პირები და საქმიანობის ორგანიზაცია
1. ფრაქციის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა.
2. ფრაქციის სხდომის პერიოდულობა, სხდომის ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.
3. ფრაქციის ხელმძღვანელია ფრაქციის თავმჯდომარე. ფრაქციის შიდა ორგანიზაციული მუშაობის საკითხები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.
4. ფრაქციის მიერ მიღებულ დოკუმენტებს ხელს აწერს ფრაქციის თავმჯდომარე.“

2. რეგლამენტის 36-ე მუხლი მე-121 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 121. ფრაქციის ხელმძღვანელია ფრაქციის თავმჯდომარე. ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, ხოლო ფრაქციის ცხრა ან ცხრაზე მეტი წევრის არსებობის შემთხვევაში ფრაქციის თავმჯდომარე უფლებამოსილია ჰყავდეს დამატებით ერთი მოადგილე. ფრაქციის შიდა ორგანიზაციული მუშაობის საკითხები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით’’.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე: ვანო ბერიძიშვილი




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი