გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28
2018 წლის 5 მარტი
ქ. გურჯაანი


გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური
დახმარების 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

,, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამა თანდართული სახით.
მუხლი 2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსება მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში.
მუხლი 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2018 წლის სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ” გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №4 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge 22/01/2018, 010250050.35.166.016371).
მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


გურჯაანის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი

დეტალები იხილეთ ატვირთულ ფაილზე:

Âåñ:
275.5 Kb
Çàãðóçîê:
0




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი