გურჯაანის მუნიციპალიტეტი 2018 წლის 17 იანვრის #5 დადგენილება » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 


2018 წლის 17 იანვრის #5 დადგენილება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2018 წლის 17 იანვარი

ქ. გურჯაანი

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №49 დადგენილებაში
ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისადა 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №49 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (www.matsne.gov.ge,11.12.2017, 010250020.35.166.016346) შევიდეს ცვლილებები და დებულების პირველი მუხლინ მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.“


მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.



საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ გია შაოშვილი




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი