მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში სოფელ ჯიმითში სამუშაოების განხორციელება დაიწყო

2017 წლის 16 ოქტომბერს, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში სამუშაოების განხორციელება დაიწყო
სისტემური რეგისტრაციების საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მეორე ეტაპია, რომლის ფარგლებში წინასწარ შერჩეულ გეორგაფიულ არეალებში სრულად დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები.

საპილოტო პროექტით უფასოდაა გათვალისწინებული მიწის რეგისტრაცია და რეგისტრაცისთვის საჭირო ყველა მომსახურება: უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება და აღრიცხვა, საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება, საკადასტრო მონაცემების ცვლილება, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაზუსტება, ნოტარიუსის მიერ მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

გურჯაანის რაიონის სოფელი ჯიმითის აზომვითი სამუშაოების დასრულების სავარაუდო თარიღია 2017 წლის 30 ნოემბერი. ამ პერიოდის განმავლობაში - 2017 წლის 17 ოქტომრიდან 2017 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდულად ჩატარდება დასრულებული ბლოკების საჯარო გაცნობა.

აზომვითი სამუშაოები ამ ეტაპისთვის უკვე დასრულდა 34-ე ბლოკში, რომლის შედეგებიც 2017 წლის 20 ოქტომბერს საჯარო გაცნობის მიზნით გამოქვეყნდა სოფელ ჯიმითის გამგეობაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ გვერდზე და 34-ე ბლოკის საჯარო გაცნობა გაგრძელდება 10 დღის განმავლობაში. აღნიშნული პერიოდის მანძილზე დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ შედეგებს და გადაამოწმონ მონაცემები. თუ დაინტერესებული პირი არ ეთანხმება გამოქვეყნებულ ინფორმაციას, მას უფლება აქვს, 10 დღის განმავლობაში განცხადებით მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

საპილოტო პროექტის ფარგლებში რეგისტრაცია არ ზღუდავს მოქალაქეებს ინდივიდუალურად, განცხადებით მიმართონ საჯარო რეესტრს და ნაკვეთები თავად დაირეგისტრირონ.
მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში სოფელ ჯიმითში სამუშაოების განხორციელება დაიწყო
მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში სოფელ ჯიმითში სამუშაოების განხორციელება დაიწყო
მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში სოფელ ჯიმითში სამუშაოების განხორციელება დაიწყო




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი