რეგიონული და მუნიციპალური განვითარების მეორე პროექტი გურჯაანში ბესიკის, ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების რეაბილიტაციის ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვის ოქმი

რეგიონული და მუნიციპალური განვითარების მეორე პროექტი
გურჯაანში ბესიკის, ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების რეაბილიტაციის ქვე-პროექტის
ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვის ოქმი
10 ოქტომბერი, 2014
2014 წლის 10 ოქტომბერს გურჯაანში, მუსიკალური სკოლის შენობაში ჩატარდა გურჯაანში ბესიკის, ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების რეაბილიტაციის ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ:
ზაქრო ქაჩლიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელი, ალექსანდრე ყვირალაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეა, არჩილ გოგიაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი, დურმიშხან ამისულაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები: შალვა ბაჩუკაშვილი, რატი ჭყოიძე, ვალერი ყავალაშვილი;
ბესიკის, ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების მაცხოვრებლები: ვალერი ზარდიაშვილი, გოგიაშვილი ილია, ნიკო დოლაბერიძე, ჯიმშერ მამისაშვილი, ვლადიმერ სესიაშვილი, ვაჟა ჯანყულაშვილი, ნიკოლოზ ამისულაშვილი, თამაზ გზირიშვილი, ბერძენიშვილი, ვაჟა მაზანიშვილი, თემურ პეტრაუზაშვილი, ნიკო ნიბლაძე, ელგუჯა ტავლალაშვილი, მურთაზ გორხელაშვილი;
ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელები: ანა რუხაძე - გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, თამარ ქარდავა, ბენეფიციარებთან ურთიერთობის სპეციალისტი, გოგი სესიაშვილი, პროექტების მონიტორინგის სპეციალისტი.
შეხვედრა გახსნა თამარ ქარდავამ, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია იმერეთის რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი ქვე-პროექტების შესახებ.
ა. რუხაძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა. ა. რუხაძემ ისაუბრა ქვე-პროექტების ფარგლებში დაგეგმილ სამუშაოებზე, გარემოზე მათ შესაძლო ზეგავლენაზე და შემარბილებელ ღონისძებებზე, ასევე სამუშაოების განმახორციელებლების გარემოსდაცვით ვალდებულებებზე. ა. რუხაძემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საკონტაქტო პირების შესახებ, რომელთაც მოსახლეობა შეიძლება დაუკავშირდეს გარემოზე ზემოქმედების ან სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით საჩივრების არსებობის შემთხვევაში.


შეხვედრის მონაწილეების მიერ დასმული იქნა შემდეგი შეკითხვები:
შეკითხვები და შენიშვნები პასუხები და კომენტარები
ჭავჭავაძის ქუჩიდან სად მოხდება სანიაღვრე წყლების განტვირთვა? სანიაღვრე წყლები ჭავჭავაძის ქუჩიდან თვითდინებით მიედინება ქუჩის ბოლო მონაკვეთისაკენ და საბოლოოდ ჩაედინება ვეძირულას ხევში, რომელიც მდებარეობს 20-30 მეტრში ჭავჭავაძის ქუჩის ბოლო მონაკვეთიდან.

ბესიკის ქუჩაზე ეწყობა თუ არა წყალამრიდი კიუვეტები? დღეისათვის არის მძიმე მდგომარეობა, ხშირად ხდება გზის მარცხენა მხარეს მდებარე ეზოების დატბორვა. არის ანტისანიტარული მდგომარეობა, მტვერი, წვიმიან ამინდში - ტალახი. გ. სესიაშვილმა და დ. ამისულაშვილმა განმარტეს, რომ ბესიკის ქუჩის დასაწყისში გათვალისწინებულია სავალი ნაწილის აწევა სარაჯიშვილის ქუჩიდან წამოსული წყლის ნიაღვრის შემოვარდნის ასაცილებლად.
ქუჩის ბოლოს მოეწყობა წყალმიმღები ბეტონის ღარი ცხაურით და 400 მ სიგრძის გრუნტის კიუვეტი. საბოლოოდ სანიაღვრე წყლების ჩადინება მოხდება ახლომდებარე ხევში. ბესიკის ქუჩაზე საკანალიზაციო ქსელს მიუერთდება ქუჩის გასწვრივ მცხორები 70 ოჯახი. საკანალიზაციო ქსელი მიუერთდება არსებულ ცენტრალურ მუნიციპალურ კოლექტორს.

საპროექტო ქუჩების ორივე მხარეს (ჭავჭავაძის ქუჩაზე მხოლოდ მარცხენა მხარეს) გათვალისწინებულია ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობა. ეზოებში შესასვლელების წინ ბორდიურები ეწყობა დაწეული ან გადაბრუნებული სახით. ბორდიურების საშუალებით მოხდება ეზოების დაცვა სანიაღვრე წყლებისაგან.

ბარათაშვილის ქუჩაზე კანალიზაცია გაყვანილია, მაგრამ არ მუშაობს. გზის რეაბილიტაციის სამუშაოების დაწყების წინ უნდა მოხდეს მისი გაწმენდა ქუჩების რეაბილიტაცია დაიგეგმა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან კოორდინაციით, რომელმაც დაადასტურა, რომ ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია დასრულებულია, მილები ჩაწყობილია, იგეგმება ფალიაშვილის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია, რის შემდეგაც მილები დაერთდება საერთო სისტემაზე.
ჭავჭავაძის ქუჩაზე ჩაწყობილია კანალიზაციის მილები, მაგრამ არ მუშაობს, რადგან არ არის მიერთებული ცენტრალურ სისტემას, ამიტომ სანიაღვრე წყლები იჭრება ეზოებში
ჭავჭავაძის ქუჩა აწეულია, ჯერ უნდა მოხდეს ზედაპირის მოხსნა და ეზოების ნიშნულებთან გათანაბრება, რათა ეზოები დაცული იქნეს სანიაღვრე წყლებით დატბორვისაგან პროექტის თანახმად მიწის ვაკისის არსებული პარამეტრები რჩება უცვლელი. პროექტით გათვალისწინებულია ბორდიურის მოწყობა ჭავჭავაძის ქუჩის ორივე მხარეს, რაც დაიცავს ეზოებს სანიაღვრე წყლებისაგან.

ოქმი შეადგინა ანა რუხაძემ, მგფ-ის გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტმა.
10 ოქტომბერი, 2014.






სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი