400 წელი ფერეიდანშიგურჯაანის მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებით ცენტრში გაიმართა ღონისძიება "400 წელი ფერეიდანში". ღონისძიებაში აღნიშნული ცენტრის აღსაზრდელებმა მიიღეს მონაწილეობა.
მოსწავლეებმა საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია ირანის პროვინცია ფერეიდანში ქართველების ყოფა-ცხოვრებისა და მათი გადასახლების ისტორიის შესახებ.
ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი და ამავე სამსახურის სპეციალისტები დაესწრნენ.
 
შაბათს 31 ოქტომბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, ამომრჩევლებს ერთი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოების ანგარიშს წარუდგენენ. ამომრჩველთან შეხვედრა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში ჩატარდება. შეხვერდა 11 საათზე დაიწყება.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქალი საჯარო მოხელეების ინიციატივით, ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა.
ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად საჯარო მოხელეებმა იმსჯელეს იმ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ენიჭებათ უფლებამოსილება, ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ ოჯახში ძალადობის პრევენციის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის პროცესში.
 
23 ოქტომბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით იწყება ინტელექტუალური თამაში "რა სად როდის" საშემოდგომო სერია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლების გუნდები. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს, გადაეცემათ სხვადასხვა ფასიანი საჩუქრები, ხოლო პირველ ადგილზე გასულს - ბროლის ბუ. აგრეთვე გამოვლინდება და დაჯილდოვდება საუკეთესო მოაზროვნე ბიჭი და მოაზროვნე გოგო.
 
სოფელ ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის კრივის სკოლის მოსწავლეებმა თორნიკე მთვილიშვილმა(48 კგ. წონითი კატეგორია), ლაშა ქუმსიაშვილმა(52 კგ. წონითი კატეგორია) და გიორგი სიმონიშვილმა(60 კგ. წონითი კატეგორია) 16, 17 და 18 ოქტომბერს, ქალაქ თბილისის ღია პირველობაზე საპრიზო ადგილები მოიპოვეს. ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ 2000-2001 წლებში დაბადებული ჭაბუკები.
მოკრივეებს შორის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
თორნიკე მთვილიშვილი - I ადგილი
ლაშა ქუმსიაშვილი - I ადგილი
გიორგი სიმონიშვილი - II ადგილი
 
საკრებულოს წევრები მუნიციპალიტეტის სოფლებს ესტურნენ
საკრებულოს წევრები მუნიციპალიტეტის სოფლებს ესტურნენ
გურჯაანის მუნიციპლაიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარის ინიციატივით, საკრებულოს დეპუტატები ადგილზე გაეცნენ მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს.
საკრებულოს წევრებმა მოინახულეს, სოფელ ჩუმლაყის ამბულატორია, საბავშვო ბაღი და მინი სპორტული მოედანი, სოფელ ზეგაანში მიმდინარე გზის რეაბილიტაციის და დასრულებული საბავშვო ბაღის, სოფელ ველისციხეში რეაბილიტირებული N 1 საბავშვო ბაღის, სოფელ კალაურის ორივე რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის, მინი საფეხბურთო მოედნის და ამბულატორიის, სოფელ კახიფარისა და ვაჩნაძიანის საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის, სოფელ ვაჩნაძიანის კულტურის სახლის და ამბულატორიის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელებული პროექტები.
მომდევნო დღეებში, საკრებულოს დეპუტატები მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს ადგილზე გაეცნობიან.
 
გურჯაანში ორ საბავშვო ბაღს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდაქ. გურჯაანში #2 და #3 რეაბილიტირებული საბავშვო ბაღები გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი დაესწრნენ.
#2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 213177 ლარი დაიხარჯა, ხოლო #3 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის _ 199990 ლარი. #3 საბავშვო ბაღი რეგიონებში განსახორილებელი პროექტების ფარგლებში დაფინანსდა.
ორივე ბაღის ინფრასტრუტურა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.
 
"ელკანამ" კახეთში საგრანტო პროგრამა დაიწყობიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია "ელკანა" ახორციელებს პროექტს "საქართველოს ტურიზმის სექტორში ჩართული ღარიბი თემებისა და მიკრომეწარმეების შესაძლებლობების გაზრდა. პროექტის მიზანია კახეთსა და იმერეთში სამუშაო ადგილების შექმნა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღეს "ელკანას" წარმომადგენლებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტშ შეხვედრა გამართეს დაინტერესებულ მოქალაქეებთან.
აღნიშნული პროექტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ელ-ფოსტაზე: epc-kakheti@elkana.org.ge ან ტელეფონზე 599530319 599582010 ან 591195519
 
გივი ხუციშვილს აგროდაზღვევის ფარგლებში ზარალი აუნაზღაურესკახეთის რეგიონში ,,აგროდაზღვევის პროგრამაში“ ჩართული ბენეფიციარებისთვის მიმდინარე წლის ივნისში, სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის აუნაზღაურება დაიწყო.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის პროგრამის“ მენეჯერი ლევან მაღრაძე, სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" წარმომადგენელი ვახტანგ ებიტაშვილი და კახეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ დავით ხუციშვილს შეხვდნენ და სეტყვის შედეგად განადგურებული ატმის ნაკვეთები დაათვალიერეს.
წყალდიდობის შედეგად, სოფელ კალაურის მკვიდრს, დავით ხუციშვილის ატმის ბაღის 72% მთლიანად გაუნადგურდა და მიყენებულმა ზარალმა 16,500 ლარი შეადგინა. აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია ,,ალდაგი“ ფერმერს ზარალს სრულად აუნაზღაურებს. დავით ხუციშვილი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის პროგრამაში“ 2014 წლის 30 სექტემბერს ჩაერთო და 1,8 ჰა ფართობის ატმის ბაღი დააზღვია. სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 2,295 ლარი, საიდანაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ 2,160 ლარი დაფარა.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის პროგრამაში“ კახეთის რეგიონში 4 ათასზე მეტი ბენეფიციარი ჩაერთო, აქედან 1656 გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერია. მიმდინარე წლის ზაფხულში ჭარბი ნალექის შედეგად აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართული 72 ბენეციარი დაზარალდა. სადაზღვევო კომპანიების მიერ თითოეული მათგანის დაზიანებული სავარგულები შემოწმებულია და ზარალი 331 178 ლარ-ზე მეტს შეადგენს. პროგრამის ბენეფიციარებს ზარალის თანხა სრულად აუნაზღაურდებათ.
საქართველოს მასშტაბით „აგროდაზღვევის პროგრამის“ ფარგლებში გაცემულია 26,625 პოლისი. სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ შეადგინა 13,418,205 ლარი. დაზღვეულია 22,844.3 ჰა ფართობი სასოფლო-სამეურნეო სავარგული, ხოლო დაზღვეული მოსავლის ღირებულებამ ჯამში 186,676,471 ლარი შეადგინა.
ჭარბი ნალექისა და სეტყვის შედეგად დაზარალდა 8,008 ბენეფიციარი, ასანაზღაურებელი თანხა პირველადი შეფასებით 9.5 მილიონ ლარს შეადგენს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ზარალის შეფასება და თანხის ჩარიცხვა.
 
გურჯაანის საკალათბურთო გუნდი "ჰერეთის თასის" მფლობელი გახდა27 აგვისტოს ლაგიდეხში ჩატარდა ტრადიციული ტურნირი ქუჩის კალათბურთში(Streetball), ჰერეთის თასზე. ტურნირი ოლიმპიური სისტემით ჩატარდა და მასში 20 გუნდი მონაწილეობდა. ჰერეთის თასის მფლობელი და ტურნირის გამარჯვებული გურჯაანის საკალათბურთო გუნდი გახდა.
გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: შოთა მახარაშვილი, გიგა ლოლაძე, გიორგი ჯაჭვაძე და ლუკა გიორგაძე.