მოხალისეობის პირველი რეგიონული ფორუმი - 20 ივნისითელავის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოხალისეობის პირველი ფორუმი გაიმართა, რომელშიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ეკა ცისკარაშვილმა, ამავე სამსახურის თანამშრომლებმა, მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს და ახალგაზრდული საჭოს წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.
ფორუმის მიზანი იყო საქართველოში მოხალისეობის გაძლიერება, პოლულარიზაცია და ხელშეწყობა.მასში 140 - მდე სტუმარმა მიიღო მონაწილეობა.
„მოხალისეობა მნიშვნელოვანია განვითარებისთვის, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მონაწილეობას იღებენ მსგავს პროექტებში. პირველ ეტაპზე ჩვენ დავიწყეთ ურთიერთობა გერმანიასთან. გვყავდა ექსპერტი, რომელიც ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში დაგვეხმარა, ამჟამად კი გვყავს სივრცითი მოწყობის ექსპერტი, რომელიც მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად. ვფიქრობ, ყველა მუნიციპალიტეტი უნდა ჩაერთოს და დაუკავშირდეს მოხალისეებს ქვეყნის შიგნით და საზღვრებს გარეთ, რათა განახორციელოს მსგავსი ტიპის სასარგებლო და შედეგზე ორიენტირებული პროექტები,” - აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, ეკა ცისკარაშვილმა.

 
გურჯაანის ბავშვთა საფეხბურთო გუნდი კახეთის რეგიონული ტურნირის მ2 თასის მფლობელია.
რეგიონულ ტურნირში გურჯაანის, თელავის, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის, სიღნაღის, საგარეჯოს და დედოფლისწყაროს 11-12 წლიანთა ასაკის ფეხბურთელთა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.
 
 სოფელ ველისციხის სამუსიკო სკოლის საანგარიშო კონცერტი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი სოფელ ველისციხის სამუსიკო სკოლის სასწავლო წლის საანგარიშო კონცერტს დაესწრო.
ღონისძიება სამუსიკო სკოლის საფორტეპიანო და ვოკალური განყოფილებების მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა.
არჩილ ხანდამაშვილმა მოსწავლეებს და პედაგოგებს მადლობა გადაუხადა შესანიშნავი ღონისძიებისთვის და სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა.
 
დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა სოფელ ვეჯინში ახლადაშენებული ამბულატორიის
შენობა, იქ მომუშავე ექიმებთან და მედპერსონალთან ერთად, დაათვალიერა.
ვეჯინის ამბულატორია ახალ შენობაში უახლოეს დღებში განთავსდება და ვეჯინელები კომფორტულ გარემოში შეძლებენ სამედიცინო მომსახურებს მიღებას.
ის სამშენებლო წუნები და ხარვეზები, რომლის გამოც აქამდე ახალ შენობაში გადმოსვლა ვერ მოხერხდა,
გამოსწორებულია. დღეს, ექიმებთან ერთად დავათვალიერე შენობა და დაიწყება გადმოსვლის პროცესი. პირველ რიგში მოხდება ინვენტარის გადმოტანა, მომავალ კვირაში დასრულდება ყველა ის პროცედურა რაც ახალ შენობაში გადმოსვლისთვისაა საჭირო და ვეჯინის მოსახლეობას ექნება საშუალება იდეალურ პირობებში მიიღოს სამედიცინო მომსახურება.“ - განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.
სოფელ ვეჯინის ამბულატორიის ახალი შენობა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდა, რისთვისაც 55 600 ლარი დაიხარჯა.
 
ქალთა ინტეგრირებული ტურნირი "შეცვალე სამყარო" თბილისში, "საქართველოს ღვთისშვილთა კავშირის" ორგანიზებით, ქალთა ინტეგრირებული ტურნირი სლოგანით - "შეცვალე სამყარო” ჩატარდა.
ტურნირში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ - მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, მერიის შშმ საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრები, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების თანამშრომლები, დღის ცენტ „Life Line“- ის პედაგოგები და ბენეფიციარები.
შეჯიბრი ბოულინგში გაიმართა, რომელშიც 10 გუნდი მონაწილეობდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გუნდმა 1 ადგილი დაიკავა.
გამარჯვებული გუნდის წევრები მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
 
ჭანდარში სტქიის შედეგად დაზიანებული გზა კაპიტალურად შეკეთდებადღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ნაპირდაცვის სამსახურის წარმომადგენელმა - თემურ მეტრეველმა, მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის და ძეგლთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელთან - ლადო მუსალბიშვილთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, სოფელ ჭანდარში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზა დაათვალიერეს და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.
 
სოფელ ზეგაანში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია განხორცილდება .
პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 1400 მეტრამდე სიგრძის გზა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონში განსახორცილებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.
სატენდერო თანხა 411 124 ლარს შეადგენდა. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს გამარჯვებული კომპანიის შერჩევა/შეფასება.

 
ვეჯინის საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, მერიის კულტურის და განათლების განყოფილების ხელმძღვანელთან - თამარ ფურცელძესთან და ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების უფროსთან - ლელა თევდორაშვილთან ერთად, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში, სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიება მსახიობის ცხოვრებას და შემოწმედებას მიეძღვნა და „ნატოობის“ დღის აღსანისნავად გაიმართა. მას გურჯაანში მერიის მოწვევით მყოფი გერმანელი ექსპერტი - კრისტიანე ვრაგეც ესწრებოდა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ აღსაზრდელებმა ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს და დოკუმენტური ფილმი იხელეს.
 
 შშმ პირთა ოჯახის წევრთა გაძლიერების პროექტის მეორე ეტაპიგურჯაანის მუნიციპალიტეტში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ოჯახის წევრების გაძლიერების პროექტის, რომელიც ორგანიზაცია „ხელი ხელს“ და შვეიცარიული ასოციაცია „Meet-Train Encourage / შეხვდი-ასწავლე-წაახალისე“-ს ინიციატივით ხორციელდება, მეორე ეტაპი დასრულდა.
დასკვნითი ღონისძიება გურჯაანის სპორტკომპლექსში ჩატარდა. მოეწყო შშმ პირების მიერ „ვორქ შოფების“ ფარგლებში შექმნილი ნამუშევრებისა და ფოტოგამოფენა. ღონისძიებას მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრები დაესწრნენ.
 
 სოფელ ჭერემის მოსახლეობას საკვები პროდუქტები გადაეცადღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელებმა სოფელ ჭერემის მოსახლეობას საკვები პროდუქტები გადასცეს.
16 ივნისს, გვიან ღამით მოსული სტიქიის შედეგად ცენტრთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა ჩამოიშალა, რის გამოც სოფელში მცხოვრები 15 - მდე ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. სოფელში არც მაღაზია არსებობს.
სოფელ ჭერემის ცენტრთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზის მოწყობის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და ხვალ, დღის ბოლოსთვის გაიხსნება, იქამდე კი მუნიციპალიტეტის მერიამ მოსახლეობის საჭირო საკვები პროდუქტით მომარაგება უზრუნველყო.