გურჯაანის მუნიციპალიტეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტი » გვერდი 47
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყლის სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის ქსელების სარეაბილიტაციო და ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორცილეებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება.
 
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გურჯაანში
ქ. გურჯაანში ლესელიძის, ერეკლე-II და ლეონიძის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ბორდიურების მოწყობა, რისი დამთავრების შემდეგაც დაიწყება ასფალტის საფარის დაგება.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. ლესელიძის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 56 700 ლარი, ლეონიძის ქუჩის მოასფალტებისთვის 68 000 ლარი და ერეკლე II - ქუჩის რეაბილიტაციისთვის 141 499 ლარი დაიხარჯება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „Fin-Estate“ ასრულებს.
 
ქ. გურჯაანში დუმბაძის ქუჩის სარეაბილიტაციაო სამუშაოები სრულდება
ქ. გურჯაანში დუმბაძის ქუჩის სარეაბილიტაციაო სამუშაოები სრულდება, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბორდიურების მოწყობა.
სამუშაოებს შპს „ლაგოდეხი ავტო-გზა“ ასრულებს, რისთვისაც 129 998 ლარი დაიხარჯება.
წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდადნ ქალაქ გურჯაანში 6 ქუჩა მოასფალტდება, რისთვისაც ჯამში 658 196 ლარი დაიხარჯება.
 
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
თელავის უნივერსიტეტში პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ელგუჯა გიორგაძე, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები და ადგილობრივი ბიზნესმენები ესწრებოდნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის პრეზენტაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩხეიძე უძღვებოდნენ.
 
გურჯაანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რებილიტაცია მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში სვეტიცხოვლის (გვიანი შუა საუკუნეები) და კვირაცხოვლის (გვიანი შუა საუკუნეები), ეკლესიების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.
ამავე ფონდის დაფინასებით გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფხოველის „ლომისას“ (ადრეულ შუა საუკუნეები) სოფელ ვაჩნაძიანის გომართის წმ. გიორგის ( შუა საუკუნეები), ჭანდრის ღვთისმშობლის (გვიანი შუა საუკუნეები) და ჯიმითის ღვთისმშობლის (გვიანი შუა საუკუნეები) სახელობის ეკლესიების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
 
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე გურჯაანში„პაპას ბაღში“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
მოეწყო დღის ცენტრის „LIFE LINE”-ის ბენეფიციარების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა- გაყიდვა. ასევე, ადგილობრივი ძალებით გაიმართა კონცერტი.
14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. 1995 წელს, ამ დღეს მიიღეს საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“.

 
საჯარო განხილვა წყლის რესურსების და მყარი ნარჩენების მართვვის  კანონპროექტებზედღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოეწყო საჯარო განხილვა წყლის რესურსების და მყარი ნარჩენების მართვის კანონპროექტების შესახებ.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებმა კანონპროექტები გამგეობის თანამშრომლებს და ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებს გააცნეს.
 
პრემიერ-მინისტრმა ჩუმლაყში ხილის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხილის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა.
საწარმო იაფი 3 % -იანი აგროკრედიტის ფარგლებში მიღებული სესხით აშენდა, რომელიც შპს „ქართული ხილის კომპანიას“ ეკუთვნის.
ხილის გადამამუშავებელი საწარმო 2 ჰექტარზეა გაშენებული და ორი ნაწილისგან შედგება.
საწარმო აღჭურვილია იტალიური დამახარისხებელი დანადგარებით, რისი საშუალებითაც მოხდება გლეხებისგან მიღებული ხილის გადარჩევა და გასუფთავება. იქვე ფუნქციონირებს 400 ტონიანი სამაცივრე მეურნეობა, სადაც კომპანია ხილს შეინახავს და შემდგომ ექსპორტზე გაიტანს.
საწარმოში 50- მდე ადამიანი დასაქმდება.
 
ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში  პატარა ნაგვის ურნები დამონტაჟდაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში პატარა ნაგვის ურნები დაიდგა. 170 ნაგვის ურნა ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე საჭიროიბის მიხედვით გადანაწილდა.
ნაგვის ურნების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 000 ლარი გამოიყო. ტენდერში შპს „ელიტ-ჯორჯიამ“გაიმარჯვა, რომელთანაც 26 889 ლარზე გაფორმდა ხელშეკრულება.
 
გურჯაანში   კახეთის ღია პირველობა ქართულ ჭიდაობაში გაიმართა7 ივნისს, გურჯაანში კახეთის ღია პირველობა ქართულ ჭიდაობაში გაიმართა. შეჯიბრი 7 წონით კატეგორიაში ჩატარდა, რომელშიც 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ტურნირში ორმა გურჯაანელმა მოჭიდავემ მოიპოვა გამარჯვება. 60 კგ. წონით კატეგორიაში კალაურელი ბადრი ბასოშვილი გახდა მეორე ადგილის მფლობელი, ხოლო 81 კგ წონით კატეგორიაში, ასევე კალაურელმა თენგიზ პაპოშვილმა მოიპოვა მეორე ადგილი.