გურჯაანის მუნიციპალიტეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტი » გვერდი 45
 
მუნიციპალიტეტის გამგეობა მოსახლეობას წყლით ამარაგებსგურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა სოფელ გურჯაანში იმ უბნების მოსახლეობას, რომელთაც ძლიერი გვალვის გამო მაგისტრალებით წყალი ვერ მიეწოდება ცისტერნებით ამარაგებს.
იგივე აქცია პარალელურად ზემო კაჭრეთშიც მიმდინარეობს.
დღესვე იგეგმება სოფელ მუკუზნის, კარდენახის და ველისციხის მოსახლეობის წყლით მომარაგება.
არსებული პრობლემები ძლიერმა გვალვამ გამოიწვია, რის გამოც რამდენიმე სოფლის წყლის სათავე ნაგებობაში დაშრა წყალი. დღეისათვის სოფლები ძირითადად არსებული ჭაბურღილებით მარაგდება, მაგრამ არსებობს უბნები სადაც მაგისტრალებით წყლით მომარაგება ვერ ხორციელდება და მოსახლეობა წყლის გარეშეა დარჩენილი.
 
სოფლის მეურნეობის მინისტრი და კახეთის მხარის გუბერნატორი გურჯაანელ ფერმერებს შეხვდნენსოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გურჯაანელ ფერმერებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ატმის რეალიზაციასთან დაკავშირებით ისაუბრეს, სადაც ფერმერებმა აღნიშნეს, რომ წელს ატმის რეალიზაცია გასულ წლებთან შედარებით გაადვილებულია და ფასიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილილი.
შეხვედრის შემდეგ ოთარ დანელიამ და ირაკლი შიოლაშვილმა ადგილობრივი ფერმერის ნიკოლოზ გეთიაშვილის ატმის ბაღი დაათვალიერეს.


 
პროექტი „წიგნი ყველა სოფელს“ გურჯაანში14 აგვისტოს, 13 საათზე გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკას პროექტის „წიგნი ყველა სოფელს“ ფარგლებში „მოსიარულე ბიბლიოთეკა“ ესტუმრება. პროექტის ფარგლებში გურჯაანის ცენტრალურ, სოფელ ვეჯინის და ვაჩნაძიანის ბიბლიოთეკებს წიგნები გადაეცემათ.
პროექტი „წიგნი ყველა სოფელს“ არასამთავრობო, სახელმწიფო, საქართველოს საპატრიარქოს, კერძო სექტორის, ორგანიზაცია „სტუდენტური ერთიანობის“ და „წიგნის მეგობრობის “ ინიციატივით იმართება. პროექტის ფარგლებში შეგროვდა წიგნები, რომელიც საქართველოს რეგიონების ცენტრალურ და სოფლის ბიბლიოთეკებს გადაეცემათ. პროექტი რეგიონებსა და სოფლებში წიგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
პროექტი „წიგნი ყველა სოფელს“ 14 აგვისტოს კახეთიდან იწყება.
 
ვაჩნაძიანის გომართის ეკლესიას (XII-XIII სს) რეაბილიტაცია ჩაუტარდა.ვაჩნაძიანის გომართის ეკლესიას (XII-XIII სს) რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ის არის არქიტექტურული კომპლექსი რომელშიც შედის დარბაზული ტიპის ეკლესია, გალავანი, სატრაპეზო და კარიბჭე.
ეკლესია ძალიან იყო დაზიანებილი და არსებობდა დანგრევის საფრთხე.
2013 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შუამდგომლობით ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და საქველმოქმედო ფონდ “ქართუს“ დაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ვაჩნაძიანის გომართს პირვანდელი სახე დაუბრუნდა.
 
გურჯაანში აგვისტოს ომში დაღუპული  გმირები ალექსი ნატროშვილი და სოსო ღვინიაშვილი  გაიხსენესდღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გერგიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და მათი საფლავები გვირგვინებით შეამკეს.
2008 წლის აგვისტოს ომშო ორი გურჯაანელი ახალგაზრდა, ვაჩნაძიანელი ალექსი ნატროშვილი და მახარაძელი სოსო ღვინიაშვილი გმირულად დაიღუპნენ.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტში 2014 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ყველა სოფელში ერთ-ერთ პრიორიტეტად საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია დასახელდა.
ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია ვაჩნაძიანის , შაშიანის, ს.გურჯაანის, კოლაგის, კარდენახის, მელაანის და კაჭრეთის საბავშვო ბაღებში, სხვა სოფლებში კი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
საბავშო ბაღების რეაბილიტაციისთვის წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სულ დაახლოვებით 500 000 ლარი დაიხარჯება.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა საბავშვო ბაღში დასრულდება.
 
ანსამბლი "ხარება" ესტონეთში საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე მიემგზავრება8-10 აგვისტოს გურჯაანის ანსამბლი „ხარება“ ესტონეთში, ტალინში გასამართ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალ „voru folk“-ზე გაემგზავრება.
ფესტივალში მონაწილეობას 29 ქვეყნის ფოლკლორული ანსამბლები მიიღებენ.
 
სოფელ ვაზისუბანში ე.წ. "სანაგირეს"გზის რეაბილიტაცია დაიწყოსოფელ ვაზისუბანში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ე.წ. „სანაგირეს“ გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტის ფარგლებში მოიხრეშება 7 კმ-იანი სიგრძის გზა, გაკეთდება სანიაღვრე არხები და რამდენიმე ადგილზე მოეწყობა ხიდ-ბოგირები. აღნიშნული გზა სოფელს სანაგირეს მონასტერთან აკავშირებს, რომელიც (X-XI სს) ეროვნული მნიშვნელობის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
 
სოფელ ჩუმლაყში ახალი ჭაბურღილი მოეწყოსოფელ ჩუმლაყში სასმელი წყლის შიდა საუბნო ქსელის და ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები სრულდება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდად ხორციელდება, რისთვისაც 84 049 ლარი დაიხარჯება.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი ჭაბურღილი, 1065 მეტრზე გაკეთდა სასმელი წყლის ახალი ქსელი და დამონტაჟდება 2 ( ჯამში 40 ტონამდე) რეზერვუარი . არსებული რეზერვუარებიდან წყალს 2000-მდე მოსახლე მიიღებს. სამუშაოებს ი/მ გურამ მამუკაშვილი ასრულებს.
წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ექვს სოფელში მოეწყობა ახალი ჭაბურღილი, რისთვისაც ჯამში დაახლოვებით 500 000 ლარი დაიხარჯება.
 
სოფელ ჭანდარში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობსგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში “ ხორციელდება. საბავშო ბაღის რეაბილიტაციისთვის 6 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ი/მ „გიორგი გოგინაშვილი“ ასრულებს.
წელს სოფელ ჭანდარში „სოფლის მხარდაჩერის პროგრამის ფარგლებში“ , ასევე რამდენიმე უბანში მოეწყო გარე განათება და სანიაღვრე არხები. სოფლის სასაფლაოზე მოეწყობა საპირფარეშო.
წელს პროგრამის ფარგლებში სოფელ ჭანრდისთვის 38 597 ლარი გამოიყო.
პრიორიტეტები სოფლის საერთო კრებაზე თავად მოსახლეობამ შეარჩიე.