გურჯაანში დასუფთავების აქცია მოეწყოგურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდამარემ ვანო ბერიძიშვილმა და გამგებლის მოადგილემ ალეკო ყვირალაშვილმა გამგეობის თანამშრომლებთან ერთად აქციაში „დავასუფთავოთ საქართველო“ მიიღეს მონაწილეობა. მათ ქ.გურჯაანში „ობელისკების“ ტერიტორია დაასუფთავეს.
დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია 19-21 სექტემბერს მსოფლიოს 134 ქვეყანაში ტარდება. საქართველო მსოფლიო კამპანიას 2010 წელს შეუერთდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაც ყოველ წელს უერთდება აქციას.
 
გურჯაანელი მკლავჭიდელი ალექსანდრე ზავრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა 15- 22 სექტემბერს ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში, ვეჯინელი ალექსანდრე ზავრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან გადამწყვეტი გამარჯვება აზერბაიჯანელ მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონთან მოიპოვა . ალექსანდრე ზავრაშვილმა 2014 წლის მაისში, ბაქოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა, ფინალური შეხვედრა სწორედ იმავე აზერბაიჯანელ სპორტსმენთან, მსაჯების არაობიექტურობის გამო წააგო.
 
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე ქ. გურჯაანის N1 საჯარო სკოლას ეწვია და მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. გია გერგიძემ მოსწავლეებს სკოლის წლების ნაყოფიერად გამოყებნება ურჩია, რაც შემდგომ მათი წარმატებების საწინდარი იქნება. გამგებელმა ახალი ხელისუფლების მიერ განათლების სისტემაში განხორციელებულ ცვლილებზეც ისიაუბრა .
 
15 სექტემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი იწყება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გერგიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ახლად რეაბილიტირებული ვაზისუბნის, მუკუზნის და ჭანდრის საბავშო ბაღები დაათვალიერა. გამგებელი ადგილზე გაეცნო თუ როგორი მომზადებულები ხვდებიან საბავშვო ბაღები ახალ სასწავლო წელს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელის განცხადებით: „წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის საბავშვო ბაღს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. რა თქმა უნდა ბაღების სრული რეაბილიტაცია დიდ თანხებს მოითხოვდა და გამოყოფილი თანხა საბავშვო ბაღებში ინფრასტრუქტურული საჭიროებების მიხედვით დაიხარჯა. ვფიქრობ, რომ ბევრი რამე გაკეთდა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი, თუმც დღეისთვის საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობა ნორმალურია.“
 
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა უხუცეს კალაურელ ნიკოლოზ ქევხიშვილს 100 წლის იუბილე მიულოცეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გერგიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კალაურელ ნიკოლოზ ქევხიშვილს 100 წლის იუბილე მიულოცეს. იუბილარს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა საჩუქრად სიმბოლური თანხა გადასცეს, ხოლო სოფლის ადმინისტრაციამ უხუცესი ხმლით დაასაჩუქრა.
ნიკალა პაპამ სტუმრეთან საკუთარი ბავშვობა, სტუდენტობა, მეორე მსოფლიო ომში გადატანილი ისტორიები და საქართველოდან გადასახლების პერიოდის ამბები გაიხსენა. ნილოლოზ ქევხიშვილი კალაურში ყველაზე უხუცესია, ის თავს მხნედ გრძნობს და სურს საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება შთამომავლობას გაუზიაროს. მას ორი შვილი, სამი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი ჰყავს.
 
პრემიერ-მინისტრმა ველისციხეში ახალი ღვინის ქარხანა გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ ველისციხეში ახალი ღვინის ქარხანა „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“ გახსნა. საწარმოს გახსნას საქართველოს სოფლის მეურნეობის და ფინანსთა მინისტრები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრემიერმა კომპანიას წარმატებები უსურვა და სტუმრებთან ერთად ქარხანა დაათვალიერა.
ველისციხის ღვინის ქარხნის მშენებლობა აგრო კრედიტის ფარგლებში მარტის თვეში დაიწყო და დღეისთვის უკვე აწარმოებს ყურძნის ჩაბარებას. ქარხანა ევროპული სტანდარტების დანადგარებით არის აღჭურვილი, სადაც 100 - მდე ადამიანი დასაქმდება. კომპანიამ იაფი კრედიტის ფარგლებში სახელმწიფოსგან 600 ათასი დოლარის სუბსიდია მიიღო.
წელს ველისციხის ახალი ქარხანა 5 ათას ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ჩაბარებას გეგმავს.
 
სოფელ კაჭრეთში ახალი წყლის ჭაბურღილი ჩაირთოგურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებალი გია გერგიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი სოფელ კაჭრეთში ახალი წყლის ჭაბურღილის ჩართვის პროცეს დაესწრნენ.
ახალი ჭაბურღილის მოწყობა რეგიონებში განსახორციელებელე პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, რისთვისაც 89 990 ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ჭაბურღილი, დაიდგა 2 -16 ტონიანი ავზი, დამონტაჟდა ტუმბო და მოეწყო ახალი შიდა საუბნო ქსელი. ახალი ჭაბურღილიდან წყალს დაახლოვებით 200 ოჯახი მიიღებს.
წყალი ქსელში დასუფთავების შემდეგ გაეშვება.
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „გეოკორმა“ შეასრულა.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო "საქართველოს სოლიდარობის ფონდის"ინიციატივას შერთდნენგურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო შეურთდნენ ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ინიციატივას. მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს ყველა თანამშრომელმა გამოთქვა სურვილი „საქართველოს სოლიდარობის ფონდის “ ანგარიშზე, საკუთარი ხელფასიდან ყოველთვიურად გადარიცხოს გარკვეულ თანხა, რომელიც სოციალურად დაუცველ და ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურების გადაუდებელი საჭიროების მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს მოხმარდება .
 
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალების ნარჩენებისგან დასუფთავების აქციას შეუერთდა, რომელიც ქალაქ გურჯაანსა და ყველა სოფელში ერთდროულად გაიმართა.
 
გურჯაანის ბავშვთა და მოზარდთა ქორეოგრაფიული ანსამბლი "ცერული I"ჩეხეთსა და პოლონეთში გამართულ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალიდან გამარჯვებული დაბრუნდა.