სოფელ ჭანდარში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობსგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში “ ხორციელდება. საბავშო ბაღის რეაბილიტაციისთვის 6 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ი/მ „გიორგი გოგინაშვილი“ ასრულებს.
წელს სოფელ ჭანდარში „სოფლის მხარდაჩერის პროგრამის ფარგლებში“ , ასევე რამდენიმე უბანში მოეწყო გარე განათება და სანიაღვრე არხები. სოფლის სასაფლაოზე მოეწყობა საპირფარეშო.
წელს პროგრამის ფარგლებში სოფელ ჭანრდისთვის 38 597 ლარი გამოიყო.
პრიორიტეტები სოფლის საერთო კრებაზე თავად მოსახლეობამ შეარჩიე.
 
გურჯაანი-არაშენდის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა
გურჯაანი-არაშენდის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში 4 კმ-ზე დაიგო ასფალტის ახალი საფარი. მოეწყო მილხიდები და მოხდა ე.წ. „ლაკბის ხიდის“ აღდგენა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა რისთვისაც 906 557 ლარი გამოიყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „გზამშენი 2005“ შეასრულა.
აღნიშნული გზით ე.წ. „უკანა მხრის“ სოფლის მოსახლეობა სარგებლობს, რომლითაც ისინი ქალაქ გურჯაანს შემოკლებული გზით უკავშირდებიან.

 
სოფელ ზიარში არქეოლოგიური გათხრები იწყება მომავალი კვირიდან სოფელ ზიარში ქართველი არქეოლოგების ჯგუფი დაიწყებს მუშაობას, რომელსაც პროფესორი ნიკა თუშაბრამიშვილი უხელმძღვანელებს. არქეოლოგები სოფელ ზიარში მდებარე ქვის ხანის ადამიანის სადგომი-სახელოსნოს შეისწავლიან, რომელიც მეცნიერთა ვარაუდით დაახლოებით ნახევარი მილიონი წლით თარიღდება. არქეოლოგიური გათხრები დაახლოვებით 1 თვე გაგრძელდება.
აღნიშნული ტერიტორი არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, კიანზო ფიცხელაურის ხელმძღვანელობით გასული საუკუნის 60-იან წლებში ნაწილობრივ შეისწავლა, რომლის დროსაც აღმოჩნდა უნიკალური, ქვის ხანის იარაღები: ხელცულები, ნუკლეუსები, წვეტანები, საფხეკები და ა.შ.
ამ ეტაპზი იგეგმება ტერიტორიის სრული შესწავლა.

 
ფხოველის „ლომისას“  პირვანდელი სახე დაუბრუნდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხოველში ლომისის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ფხოველის „ლომისა“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ადრეულ შუა (VIII-IX ) საუკუნეებს მიეკუთვნება. ეკლესია დარბაზული ტიპისაა და ე.წ. „კიკოს“ ტყეში მდებარეობს. პროექტის ავტორი არქიტექტორი ნოდარ მინდორაშვილია. სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა.
მიმდინარე წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შუამდგომლობით, ფონდი "ქართუს" დაფინანსებით 7 ძეგლს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტს  ახალი  გამგებელი  ჰყავს. გურჯაანის მუნიციპალიტეტს ახალი გამგებელი ჰყავს. გია გერგიძე დღეიდან შეუდგა მუშაობას.
ის პირველი გამგებელია, რომელიც მოსახლეობამ პირდაპირი წესით აირჩია. თვითმმართველობის არჩევნებში გია გერიძემ, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი იყო 61,25 % მიიღო.
დღეს გამგებელი თანამშრომლებს შეხვდა და მათ სამსახურებრივ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
 
 გურჯაანში საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომა გურჯაანის საოლქო კომისიის თავჯდომარემ ნატალია ბეგაშვილმა გახსნა.
 
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში" სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციიელები სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში სამუშაოების ნაწილი დასრულებულია, ხოლო ნაწილზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს.
წელს "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 099 040 ლარი გამოიყო.
პრიორიტეტიები პროგრამის ფარგლებში გამართულ სოფლის საერთო კრებებზე თავად მოსახლეობამ შეარჩია.
 
ქალაქ გურჯაანში ლეონიძის ქუჩის მოასფალტება დასრულდაქალაქ გურჯაანში ლეონიძის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. დაიგო ასფალტის ახალი საფარი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბორდიურებს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, რისთვისაც 68 000 ლარი დაიხარჯა.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „Fin-Estate“ მა შეასრულა.
 
ქალაქ გურჯაანში საკანალიზაციო ქსელების რეაბილიტაცია მიმდინარეობსქალაქ გურჯაანში საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები ამ დროისთვის თაბუკაშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც ახალი საკანალიზაციო ქსელი კეთდება. აღნიშნულ უბანში საკანალიზაციო ქსელი ამ დრომდე არ არსებობდა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოებს შპს „კავკასენერგო“ აწარმოებს.
 
პროექტის" საოპერო ხელოვნების განვითარება მოზარდებში"პრეზენტაცია გურჯაანში
გურჯაანის სამუსიკო სკოლაში საოპარო მუსიკის კონცერტი გაიმართა. ღონისძიება პროექტის " საოპერო ხელოვნების განვითარება მოსწავლე-ახალგაზრდებში" ფარგლებში გაიმართა, რომლის ინიციატორიც იტალიაში მოღვაწე, გურჯაანელი ტენორი, ბექა გოგინაშვილია.