ბიზნესფორუმი ფერმერებისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის მცირე დარბაზში, პროექტის "MOLI კახეთის" მხარდაჭერით, ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის ბიზნესფორუმი გაიმართა. პროექტი შვეიცარიის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება, რომელის მიზანია მეცხოველეობის სექტორის განვითარება. აღნიშნული ფორუმი ადგილობრივ სამთავრობო სტრუქტურებსა და თვითმმართველობას შორის კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობას ემსახურება. შესაბამისად, ფორუმზე დამსწრეებმა მესაქონლეობის სექტორში არსებულ პრობლემებზე, მისი დაძლევის გზებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. ბიზნესფორუმს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
 
წარჩინებულ სტუდენტთა დაჯილდოების მიზნით კონკურსი გამოცხადდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ წარჩინებული პირველკურსელი სტუდენტების გამოვლენის მიზნით, გამოცხადდა კონკურსი.
საბუთების მიღება იწარმოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში, 13 დეკემბრიდან 29 დეკემბრამდე.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ აუქციონს

აუქციონის დაწყება - დამთავრება 15.11.2016წ. 13:00 - 30.11.2016წ. 15:00


ა) ელექტრონულ აუქციონზე, პრივატიზების მიზნით, განმეორებით გამოტანილია
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შემდეგი ქონება


1. ქ. გურჯაანში, ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე 780,0კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი _ 51.01.51.067. საწყისი საპრივატიზებო ფასი _ 5 616 (ხუთი ათას ექვსას თექვსმეტი) ლარი. `ბე~ საწყისი ფასის 30% _ 1 685 (ერთი ათას ექვსას ხუთი) ლარი. სავაჭრო ბიჯი 5% _ 281 (ორას ოთხმოცდა ერთი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. გურჯაანის გარეუბანში. ფართი თავისუფალია.
 
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ
ა უ ქ ც ი ო ნ ს



აუქციონის დაწყება - დამთავრება 26.08.2016წ. 16:00 - 09.09.2016წ. 15:00


ელექტრონულ აუქციონზე, იჯარით გაცემის მიზნით გამოტანილია მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობებიდან არასაცხოვრებელი ფართები:


1. სოფელ ვეჯინის ყოფილი ადმინისტრაციული ერთეულის შენობა-ნაგებობიდან 25,0კვმ
არასაცხოვრებელი ფართი. შენობის საკადასტრო კოდი _ 51.12.65.003. წლიური საიჯარო ქირა
- 63 (სამოცდა სამი) ლარი. სავაჭრო ბიჯი 5% _ 4 (ოთხი) ლარი, `ბე~ - საწყისი ფასის 30% - 19
(ცხრამეტი) ლარი. საიჯარო ვადა _ 3 წელი.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ
ა უ ქ ც ი ო ნ ს


აუქციონის დაწყება - დამთავრება 17.08.2016წ. 12:00 - 01.09.2016წ. 15:00


ელექტრონულ აუქციონზე, პრივატიზების მიზნით, განმეორებით გამოტანილია
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შემდეგი ქონება

ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართები:

1. ქ. გურჯაანში 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე 103,3კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი _ 51.01.56.181. საწყისი საპრივატიზებო ფასი _ 2066 (ორი ათას სამოცდა ექვსი) ლარი. `ბე~ საწყისი ფასის 30% _ 620 (ექვსას ოცი) ლარი. სავაჭრო ბიჯი 5% _ 103 (ას სამი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. გურჯაანის გარეუბანში, ხევის გასწვრივ. ფართი თავისუფალია.
 
სოფელ ველისციხეში გზის მოასფალტება მიმდინარეობს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში, სოფელ ველისციხეში 780 მეტრი სიგრძის გზის მოასფალტება მიმდინარეობს. გზა იწყება თბილისი-თელავის ცენტრალური მაგისტრალიდან და სოფლის მთავარ შიდა გზამდე გრძელდება. სამუშაოებს შ.პ.ს "გზამშენი 2005" ასრულებს. პროექტის ღირებულება 233154 ლარია. სამუშაოები 5 სექტემბრამდე დასრულდება.
 
World Vision-ის წარმომადგენლებმა გურჯაანის თვითმმართველობის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision-ის ინიციატივითა და დახმარებით, კახეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში უნდა შემუშავდეს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი. ამ სამ მუნიციპალიტეტს შორის არის გურჯაანი.
ამ საკითხთან დაკავშირებით, 11 აგვისტოს, აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, შეხვდრა გამართეს გურჯაანის მუნიციპლიტეტის გამგეობისა და ა(ა)იპ-ების წარმომადგენლებთან. გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე დასრულდება ამ დოკუმენტის შემუშავება და დაიწყება მასში გაწერილი პრიორიტეტებისა და ამოცანების პრაქტიკული განხორციელება.
 
• გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა განსაზღვრულია 10 წევრით, მათ შორის 5 წევრი შერჩეულ იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეებისაგან, ხოლო 5 წევრი - ორგანიზაციული ნიშნით წარდგენილი პირებისაგან .
• საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ:
ა)მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს (არანაკლებ 10 კაცის შემადგენლობით);
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს.
• საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის მსურველებს უფლება აქვთ მუნიციპალიტეტის გამგებელს საბჭოს წევრად რეგისტრაციის შესახებ განცხადებით მიმართონ საბჭოს დაკომპლექტების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში;

 
ერთად გადავწეროთ ვეფხისტყაოსანიგურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი იქმნება. ყველა მსურველს შეუძლია ნაწარმოებიდან ერთი სტროფი გადაწეროს ფურცელზე.
‪#‎ერთად‬ ‪#‎გადავწეროთ‬ ‪#‎ვეფხისტყაოსანი‬