2015 წელს  გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 17 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდება2015 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 17 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდება.
ამ ეტაპისთვის ტენდერი გამოცხადებულია ქალაქ გურჯაანში ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციაზე, რომლის ფარგლებშიც დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარი და მოეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა, პროექტის სახარჯთაღრიცხვი ღირებულება 427 600 ლარია. უახლოეს დღეებში კი ტენდერი გამოცხადდება სოფელ ბაკურციხეში შიდა საუბნო გზის ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოებისთვის, რომლის ღირებულებაც 90 000 ლარია, ასევე სოფელ ახაშენში შიდა საუბნო გზის მოასფალტების და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაობზე, აღნიშნული პროექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება კი 335 483 ლარია.
ქალაქ გურჯაანის მე-3 საბავშვო ბაღის რებილიტაცია; სოფელ მუკუზანში, ზემო კაჭრეთსა და ჭანდარში სასმელი წყლის შიდა საუბნო ქსელების, სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია და ცენტრალური მაგისტრალის მოწყობა; სოფელ გურჯაანში, ვაზისუბანში, ზეგაანში, კარდენახსა და ჯიმითში ახალი ჭაბურღილების მოწყობა; სოფელ გურჯანში, კოლაგსა და ახაშენში შიდა საუბნო გზების მოასფალტება, აღნიშნულ 14 პროექტზე ტენდერი გამოცხადებულია საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების მომზადებისთვის.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება გვინდა გამოვეხმაუროთ 9 თებერვალს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მომხდარ ინციდენტს, სადაც საკრებულოს წევრებმა ლევან ხაზიურმა და ზაქარია ქაჩლიშვილმა დაუდევრად გააჟღერეს არასერიოზული ფრაზა თითქოს პრემიები იყო ნაკურთხი იმ ვარაუდით,რომ არასერიოზულობა გამოცნობილი იქნებოდა, რაც დეპუტატისთვის შეუფერებელ ქმედებად უნდა ჩაითვალოს.
გვინდა ბოდიში მოვუხადოთ,როგორც ჩვენს კოლეგებს ასევე მოქალაქეებს გაუგებრობისთვის და განვმარტოთ, რომ დეპუტატის მხრიდან საკრებულოს სხდომაზე რელიგიური საკითხების უადგილო გაჟღერება მიუღებელია, როგორც ჩვენთვის ასევე საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლისთვის.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო
5-02/1423579045_1.jpg[/thumb]
 
ბაკურციხე-გურჯაანი-ლაგოდეხის  შემოვლითი გზის პროექტის პრეზენტაცია გურჯაანში. მიმდინარე წელს ბაკურციხე - გურჯაანი - ლაგოდეხის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყება. დღეს პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს. პროექტს, რომელიც რამდენიმე კილომეტრიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს მსოფლიო ბანკი დააფინანსებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის სოციალური უსაფრთხოების კონსულტანტის, მარიამ ბეგიაშვილის განმარტებით : „ მსოფლიო ბანკის მიერ ეს პროექტი მაღალი საჭიროების გამო შეირჩა. საავტომობილო გზა, რომლითაც დღეს სარგებლობენ ადამიანები, ძალიან გადატვირთულია, შემოვლითი გზით კი მოხდება ცენტრალური მაგისტრალის განტვირთვა. აღნიშნული გზის პროექტი დახლოებით 20 წლის წინ გაკეთდა, მაგრამ დასრულება ვერ მოხერხდა.“ მისივე ინფორმაციით, გარკვეულ ადგილებში შემოვლითი გზა კერძო ნაკვეთებზე გაივლის , რომელთა მფლობელებზეც განსახლების პრინციპებიდან გამომდინარე, საბაზრო ღირებულების შესაბამისად გაიცემა კომპენსაცია.
 
13 წლის კალაურელი ძიუდოისტის   წარმატება საერთაშორისო ტურნირზეგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მცხოვრებმა, 13 წლის ნოდარ ქევხიშვილმა, 1 თებერვალს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამართულ ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე, პირველი ადგილი დაიკავა.
ტურნირში მასთან ერთად 12 ქვეყანიდან 1000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.
ნოდარ ქევხიშვილმა 73 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა. ის მხოლოდ 1 წელია რაც ვარჯიშობს და 3 საერთაშორისო ტურნირის, საქართველოს თასის პრიზიორი და სხვადასხვა რეგიონული ტურნირის გამარჯვებულია.
ახალგაზრდა სპორტსმენს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ყვირალაშვილი შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და მხარდაჭერას დაჰპირდა.
 
სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება იწყებახვალიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტში ნიადაგის ხვნის სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება დაიწყება. დღეს ბარათები, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს გადაეცათ, რომლის მიღებასაც მცირემიწიანი ფერმერები ხვალიდან შეძლებენ.
„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი “ 1 თებერვალს დაიწყება და 1 დეკემბერს დასრულდება.
წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში ამ პროექტით დაახლოებით 19 000 ბენეფიციარი ისარგებლებს, რომელსაც 0,25 ჰა დან 1,25 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი გააჩნია.
პროექტის მოსარგებლეებს კი, რომელთაც მრავალწლიანი კულტურების ნარგავები გააჩნიათ, „აგრო ბარათზე“ ქულები 1 მარტიდან დაერიცხებათ.
„მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ მესამე წელია ხორციელდება.
 
დასუფთავების აქცია  "კახეთი სუფთა რეგიონი" 4 თებერვალს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კახეთის გუბერნატორის ინიციატივით დასუფთავების მასშტაბური აქცია - „კახეთი სუფთა რეგიონი" გაიმართება.

აქცია ქალაქ გურჯაანში და მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება. მასში მონაწილეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საჯარო დაწესებულებებსა და კერძო სექტორში მომუშავე ადამიანები მოეწყობა.

მიიღეთ მონაწილეობა აქციაში და ერთად დავასუფთავოთ გურჯაანი!
 
ველისციხეში  ე.წ. „დამარჩინეს“ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს სოფელ ველისციხეში ე.წ. „დამარჩინეს“ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. უკვე სრულდება შენობის გადახურვის სამუშაოები, ასევე მოხდება საყრდენი კედლების გამაგრება და აღდგება შესასვლელი კიბე და აივნი.
8 ოჯახს 10 წელზე მეტია გაუსაძლის პირობებში უწევდა ცხოვრება. ადგილობრივები ამბობენ, რომ წვიმის დროს სახლში ისევე წვიმდა, როგორც გარეთ და ყოველი დღის გათენების ეშინოდათ.
მიმდინარე სამუშაოები დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გერგიძემ და ველისციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნათია გიორგაძემ ადგილზე დაათვალიერეს და მობინადრეებს შეხვდნენ. ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელობა მათ, შესაძლებლობების ფარგლებში, სხვა პირველადი საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებასაც დაჰპირდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.
 
გურჯაანში  კიდევ სამ ეკლესიას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსიგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის „სამების“ ეკლესიას (VI ს.) ,ქალაქ გურჯანში „ტატიას საყდარს“ (შუა საუკუნეები) და სოფელ ახაშენში მდებარე „ყვავის საყდარს“ (VIII- IX სს) კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
გამგეობის ძეგლთა დაცვის უფროსი სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის განცხადებით „გამგეობამ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დოკუმენტური მასალა გადასცა და დააყენა შუამდგომლობა სამი ეკლესიისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე. მათი გადაწყვეტილებით, 2014 წლის დეკემბერში აღნიშნულ ეკლესიებს მიენიჭა ძეგლის სტატუსი, რომლის შემდეგაც მათზე გავრცელდება შესაბამისი სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც უზრუნველყოფს ძეგლების უსაფრთხოებას.“
გურეჯაანის მუნიციპალიტტში 400- მდე ეკლესია-მონასტერია, რომელთაგანაც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 109 - ს აქვს.
 
ქალაქის ქუჩებში ტექნიკური მარილი დილიდან იყრებაპირველი თოვლი მოვიდა გურჯაანში. მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური ქალაქის ქუჩებში დილიდან ყრის ტექნიკურ მარილს. უკვე გაწმენდილია თაყაიშვილის, კოსტავას, ნონეშვილის ქუჩები. გზის გაწმენდის სამუშაოები გრძელდება და ქალაქის ყველა ცენტრალურ გზაზე დაიყრება ტექნიკური მარილი.
 
საშობაო ნობათი სოციალურად დაუცველ ოჯახებს (საშობაო ალილოზე შეგროვებული ნობათი გურჯაანში მცხოვრებ უმწეო, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს და შშმ ბენეფიციარებს გადაეცათ. მათ საჩუქრები გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა და თანამშრომლებმა ოჯახებში მიუტანეს და შობა მიულოცეს.