ზეგაანის და მუკუზნის მოსახლეობამ პრიორიტეტები შეარჩია დღეს, სოფლის საერთო კრებაზე "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პრიორიტეტები ზეგაანის და მუკუზნის მოსახლეობამ შეარჩია.
წელს სოფელ ზეგაანში, პროგრამის ფარგლებში 14 553 ლარი დაიხარჯება. მოსახლეობამ მთავარ მოსაგვარებელ პრობლემებად ე.წ. სასაფლაოს გზაზე სანიაღვრე არხის გაკეთება, საბავშვო ბაღში სამზარეულოს რეაბილიტაცია და შიდა უბნებში გარე განათების მოწყობა დაასახელა.
მუკუზნელებმა სოფლისთვის გამოყოფილი 25 642 ლარით, ასევე საბავშვო ბაღის სამზარეულოს რეაბილიტაცია და გარე განათების მოწყობა გადაწყვიტეს.
 
უფასო სასადილოს ბენეფიციართა რიცხვი 180- მდე გაიზარდაგურჯაანის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოს ბენეფიციართა რიცხვი 180- მდე გაიზარდა. მიმდინარე წლის მარტიდან ააიპ „თანადგომას“, რომელიც სოციალურად დაუცველი ადამიანთა კვებას უზრუნველყოფ დაფინანსება გაიზარდა.
დღეისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსული ყველა განცხადება, რომლითაც მოქალქეები უფასო სადილით სარგებლობას ითხოვდნენ დაკმაყოფილებულია. წელს ააიპ „თანადგომა“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 148 000 ლარით დაფინანსდა.
 
სოფლის საერთო კრება კალაურსა და შაშიანში დღეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, სოფლის საერთო კრებები კალაურსა და შაშიანში გაიმართა. მას გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი გამგებლის მოადგილესთან, დიმიტრი კალატოზიშვილთან ერთად დაესწრო. მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და ის პრიორიტეტები შეარჩია, რომლის მოგვარებაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სურს.
სოფელ კალაურის მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად, სოფლის ორივე საბავშვო ბაღში, წყლის რეზერვუარის დამონტაჟება და შენობის ნაწილის რეაბილიტაცია შეარჩია, ასევე სოფლისთვის გამოყოფილი თანხით სოფლის ამბულატორიაში ორი ოთახის მოწყობა დაიგეგმა.
 
წელს„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტში 1  095 561 ლარი დაიხარჯებაგურჯაანის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორცილებელი პროექტების გამოვლენის მიზნით მოსალეობასთან შეხვედრები დაიწყო.
დღეს პრიორიტეტები, სოფლის საერთო კრებებზე, სოფელ ვაჩნაძეანისა და კახიფარის მოსახლეობამ შეარჩია. შეხვედრას მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლეთან ერთად დაესწრნენ.
მსჯელობის შემდეგ, ორივე სოფლის მოსახლეობამ, პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხებით, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია დაასახელა.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფელ ვაჩნაძეანისთვის გამოყოფილი 38 517 ლარით, საბავშვო ბაღში მოეწყობა სამზარეულო და სურსათის შესანახე ოთახი, მეორე პრიორიტეტად კი სოფლის ამბულატორიის დაზიანებული სახურავის შეკეთება შეირჩა. სოფელ კახიფარისთვის გამოყოფილი 5656 ლარი კი, საბავშვო ბაღში - ბავშვთა ოთახის, სამზარეულოს რემონტს და ინვენტარის შეძენას მოხმარდება.
მოსალეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელები აღნიშნულ საბავშვო ბაღებში და ამბულატორიაში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.
წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის 1 095 561 ლარია გამოყოფილი.
სოფლის საერთო კრებები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება და 23 მარტს დასრულდება.
 
 
30 წლიანი უწყლოობის შემდეგ სოფელ კარდენახში რვა უბანს წყალმომარაგება აღუდგებაგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში კარდენახსა და ჭანდარში წყლის ახალი ჭაბურღილები მოეწყო, რომელიც დღეიდან ქსელში ჩაერთვება.
სოფელ კარდენახში ჭაბურღილი და წყლის შიდა საუბნო ქსელი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, რისთვისაც 125 000 ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა სამი 16 ტონიანი რეზერვუარი, საიდანაც, 30 წლიანი უწყლოობის შემდეგ, 150-მდე ოჯახი წყალს მიიღებს.
ახალი ჭაბურღილი მოეწყო სოფელ ჭანდარშიც, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 000 ლარით დაფინანსდა. მოეწყო შიდა საუბნო ქსელი და დამონტაჟდა 25 ტონიანი რეზერვიური. ჭაბურღილის ქსელში ჩართვის შემდეგ 50-მდე ოჯახს წყალმომარაგება აღუდგება.
დღეს შესრულებული სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გერგიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა.
აღსანისნავია, რომ 2015 წელს რეგიონებში განსახოციელებელი პროექტების ფონდიდან სოფელ კარდენახში კიდევ ორი, ახალი ჭაბურღილი მოეწყობა, ხოლო სოფელ ჭანდარში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის სათავე ნაგებობას.
 
მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებაში ცვლილები შევიდამიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ახალი მექანიზმით განხორციელდება. დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა, სიახლეები გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებს, სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებს და საკრებულოს დეპუტატებს გააცნეს.
ცვლილებების მიხედვით, გასული წლებისგან განსხვავებით, მთავრობის განკარგულებით თანხა მუნიციპალიტეტისთვის გამოიყოფა, რომელსაც ადგილობრივი თვითმართველობის ორგანო სოფლებში განსახორციელებელი პროექტებისთვის გადaანაწილებს. რაც შეეხება პრიორიტეტებს, გასული წლების მსგავსად, მათი შერჩევა სოფლის მოსახლეობის მიერ საერთო კრებაზე მოხდება. სოფლების კრებებზე შედგენილი ოქმებს კი მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარადგენენ, რათა მოხდეს პროექტის დაფინანსება.
 
"დანერგე მომავალი" - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახალ პროექტს იწყებს სასოფლო-სამეურნეო მიწების ათვისების მიზნით, ა(ა)იპ ,,სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ ახალ პროექტს „დანერგე მომავალი“ იწყებს. პროექტი ორ კომპონენტს, ბაღების გაშენებას და სანერგე მეურნეობების შექმნას მოიცავს. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს თანადაფინანსების მისაღებად სააგენტოში განაცხადების წარდგენა მარტიდან შეეძლებათ.
დაფინანსების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარადგინოს სანერგე მეურნეობის შექმნის დეტალური პროექტი სააგენტოში (პროექტის წარმოდგენა უნდა განხორციელდეს სააგენტოს მიერ შემუშავებული სტანდარტის მიხედვით), თანმდევ დოკუმენტაციასთან ერთად, რის შემდგომაც სააგენტო განიხილავს პროექტს და პროექტის პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში წარუდგენს დასამტკიცებლად „თანადაფინანსების კომიტეტს“. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში სააგენტო განახორციელებს სანერგე მეურნეობის დაფინანსებას;
დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ :
Âåñ:
1.84 Mb
Çàãðóçîê:
0
 
გურჯაანელმა მოჭიდავემ ბექა ნადაშვილმა საქართველოს ჩემპანატზე მესამე ადგილი დაიკავაგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებმა, 16 წლის ბექა ნადაშვილმა 20-21 თებერვალს თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის, მესამე ადგილი დაიკავა. მან 100 კგ წონით კატეგორიაში იასპარაზა.
ბექა ნადაშვილი გურჯაანის რევაზ მინდორაშვილის სახელობის სკოლაში ვარჯიშობს. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა სპორტსმენი გასულ წელს ზედიზედ სამი ტურნირის ჩემპიონი გახდა.
 
მარტში სოფელ ბაკურციხის კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყებაწელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში კულტურის სახლის რეაბილიტაცია განხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 1 მლნ 945 000 ლარი დაიხარჯება. პროექტი „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ და ადგილობრივი ბიუჯეტის 15 % -იანი თანადაფინანსებით განხორციელდება.
პროექტის ფარგლებში გაკეთდება საკონცერტო, საექსპოზიციო, სპორტული და საკონფერენციო დარბაზები. იგეგმება სამრევლო სკოლის გახსნა, სადაც მოსწავლეები შეისწავლიან მართლმადიდებლური ეკლესიის და რელიგიის ისტორიას, მედავითნეობას, გალობას, ხატწერას, მინანქრის ხელოვნებას, ხალხურ რეწვას, ჭედვას და ა.შ.
ბაკურციხის კულტურის სახლი 1982 წელს გაიხსნა , თუმც ის 20 წელზე მეტია აღარ ფუნქციონირებს. დღეს შენობა გაპარტახებულია.
პროექტი ადგილობრივი თვითმართველობის და ბაკურციხის „წმინდა გიორგის სახელობის“ ტაძრის მოძღვრის, მამა გიორგის ინიციატივით ხორციელდება.