გურჯაანში ღია მმართველობა საქართველოს ფარგლებში საჯარო შეხვედრა გაიმართადღეს გურჯაანის მუინიციპალიტეტში, სოფელ შაშიანის საზოგადოებრივ ცენტრში, ღია მმართველობა საქართველოს ფარგლებში საჯარო სამსახურის ბიუროს და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. მას ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, რომლის მთავარი მიზანიც იყო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა სახელმწიფო და თვითმმართველობის საქმიანობასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
 
გურჯაანის ჩემპიონატი მკლავჭიდში
დღეს, 14 მარტს, ჩემპიონატი მკლავჭიდში, „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა კომპლექსური სპარტაკიადის“ ფარგლებში გაიმართა.
შეჯიბრში 23 სკოლა მონაწილეობდა.
გუნდური პირველი ადგილი გურჯაანის №1 საჯარო სკოლამ დაიკავა. 3 -მა მოსწავლემ პირველობა არავის დაუთმო და 50-55-60 კგ. წონით კატეგორიებში გამარჯვება მოიპოვეს.
 
ბაკურციხის კულტურის სახლის რეაბილიტაცია იგეგმება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ემზარ ჯიქურაშვილი, არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად, ბაკურციხეში, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
სპეციალისტებმა, სოფელ ბაკურციხის კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის საჭირო სამუშაოებზე იმსჯელეს. შენობის ახალი სიცოცხლე მრავალფუნქციური და კულტურულად დატვირთული იქნება, რაც მას რაიონული მასშტაბის მნიშვნელობას მიანიჭებს.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსი მოინახულა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ემზარ ჯიქურაშვილმა, არქიტექტურის, ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩის 48 ნომერში მდებაზე ავარიული კორპუსი მოინახულა. ბინა დაზიანებულია, არსებობს შენობის ჩამონგრევის საფრთხე.
მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მდგომარეობას „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“ შეისწავლის.
 
გურჯაანის სამუსიკო სკოლაში გამართულ კონცერტს  მუნიციპალიტეტის გამგებელი დაესწრო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ემზარ ჯიქურაშვილი, კულტურის, განათლებისა და სოციალური სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გურჯაანის სამუსიკო სკოლაში გამართულ საგაზაფხულო კონცერტს დაესწრო.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაჭრეთის სამუსიკო სკოლის კონცერტს დაესწრო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ემზარ ჯიქურაშვილი, კულტურის, განათლებისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, კაჭრეთის სამუსიკო სკოლის კონცერტს დაესწრო. ღონისძიებაზე, ასევე, იმყოფებოდნენ სოფლის რწმუნებული და დეპუტატი.
საგაზაფხულო კონცერტი „საჩუქარი დედას“ გაზაფხულს და ქალთა დღესასწაულებს მიეძღვნა. მასში, გოგონათა და ვაჟთა გუნდებთან ერთად, სამუსიკო სკოლის პედაგოგებიც მონაწილეობდნენ.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კაჭრეთის ბაგა-ბაღი „მზიანეთი“ მოინახულა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ემზარ ჯიქურაშვილი, კაჭრეთის საბავშვო ბაგა-ბაღ „მზიანეთს“ ესტუმრა და დაათვალიერა.
„მზიანეთში“ 4 ჯუფია და 70 ბავშვი ირიცხება. თითოეულ ჯგუფს საკუთარი ლოგო, ჰიმნი და სლოგანი აქვს. ბაღის შენობის პირველი სართულია ათვისებული. მეორე კი, შეკეთებას საჭიროებს. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში კაჭრეთის მოსახლეობამ პრიორიტეტულად მიიჩნია მისი რეაბილიტაცია.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა საქართველოს ჩემპიონებს მკლავჭიდში გამარჯვება მიულოცა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ემზარ ჯიქურაშვილმა, მკლავჭიდში საქართველოს ჩემპიონები მიიწვია და გამარჯვება მიულოცა.
10 მარტს, თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე, გურჯაანელმა ახალგაზრდებმა გაიმარჯვება მოიპოვეს. 17 წლის ალექსანდრე ზავრაშვილი, სოფელ ვეჯინიდან და მისი თანატოლი, ზაურ ზავრაშვილი ქალაქ გურჯაანიდან, საქართველოს ნაკრების პირველი ნომრები არიან.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში საერთო კრებები დასრულდაგურჯაანის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის საერთო კრებები, რომელიც პრიორიტეტების შერჩევის მიზნით ტარდებოდა დასრულდა. საბავშვო ბაღების, ამბულატორიების, წყლის სისტემების, სათავე ნაგებობების, საუბნო და სავარგულებში მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, გარე განათების და სანიაღვრე არხების მოწყობა ეს ის საკითხებია, რომელიც მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად შეარჩია.
 
დღეს გურჯაანში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ბოლო საერთო კრებები გაიმართადღეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის “ ფარგლებში სოფლის საერთო კრებები გაიმართა სოფელ ჩუმლაყში, კალაურში, კახიფარში, ვაჩნაძიანსა და შაშიანში. კრებებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ემზარ ჯიქურაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ზარდიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ