გურჯაანში მოსწავლეთა პირველობა ფრენბურთში გაიმართა10-11 აპრილს, გურჯაანში, სკოლებს შორის კომპლექსური სპარტაკიადის ფარგლებში, ფრენბურთში მოსწავლეთა პირველობა გაიმართა. ტურნირში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის 21 საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდი იღებდა. ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს კაჭრეთის, ბაკურციხის, გურჯაანის და ველისციხის ზონალურ ტურებში გამარჯვებული გუნდები დაუპირისპირდნენ.
 
გურჯაანში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ადგლობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფელ კარდენახში, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
1989 წლის 9 ნაპრილს დაღუპული ადამიანები კარდენახის სკოლის მოსწავლეებმაც გაიხსენეს.
სოფელ კარდენახის „საბაწმინდას“ ტაძრის მოძღვარმა, მამა ამირანმა, გმირების სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.
აპრილის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა.
 
კომპოზიტორ ნოდარ ნიკოლაიშვილის საიუბილეო საღამო გურჯაანში7 აპრილს, გურჯაანის კულტურის სახლში, კომპოზიტორ ნოდარ ნიკოლაიშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის მხარეში, ირაკლი შიოლაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ემზარ ჯიქურაშვილი ესწრებოდნენ.
 
გამწვანების აქცია „მწვანე მომავალი“ გურჯაანში
დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, საქართველოს პრემიერ- მინისტრის მიერ ინიცირებულ აქციას „მწვანე მომავალი“ შეუერთდა.
აქცია მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაიმართა. ქალაქის ტერიტორიაზე და ყველა სოფელში, წინასწარ შერჩეულ ადგილას ხეები დაირგო.
აქციაში „მწვანე მომავალი“, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ემზარ ჯიქურაშვილმა, გამგეობის, ტერიტორიული ერთეულების აპარატის , „ააიპ“-ბის თანამრომლებმა და მოხალისეებმა მიიღეს მონაწილეობა.
იფანის, ნეკერჩხლის, მუხის, აკაციის და თრიმლის 3500 ნერგი უკვე დარგულია.
 
„ფიროსმანი“ ველისციხის სახალხო თეატრის სცენაზე
4 აპრილს, ველისციხის სახალხო თეატრის სცენაზე წარმოდგენილ სპექტაკლ „ფიროსმანს“, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ემზარ ჯიქურაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
„ფიროსმანი“ ველისციხის თეატრის სცენაზე ველისციხის ვასო გოძიაშვილის სახელობის სახალხო თეატრალურმა დასმა წარმოადგინა.
 
აქცია „მწვანე მომავალი“ გურჯაანშიგურჯაანის მუნიციპალიტეტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ აქციას „მწვანე მომავალი“ შაბათს შეუერთდება.
გამწვანების აქცია , ხვალ, 5 აპრილს, 10 საათზე მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ერთდროულად დაიწყება. აქციაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის გამგეობის, ტერიტორიული ერთეულების აპარატის, „ააიპ“ -ბის თანამშრომლები მიიღებენ.
 
სტუმრად საზოგადოებრივ კოლეჯ  „აისში“
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ემზარ ჯიქურაშვილი, კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯ „აისს“ ესტუმრა და დაათვალიერა.
კაჭრეთის პროფესიული კოლეჯი განთავსებულია სპეციალურ კომპლექსში, რომელსაც 12 ჰა ტერიტორია უკავია. აქ ოთხი ძირითადი ნაგებობაა: სასწავლო, საყოფაცხოვრებო, საერთო საცხოვრებლის კორპუსები და ღვინის სახლი.
 
გამგებელმა კაჭრეთის „საზოგადოებრივი ცენტრის“ მშენებლობა დაათვალიერა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ემზარ ჯიქურაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კაჭრეთის „საზოგადოებრივი ცენტრის“ მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერა.
სოფელ კაჭრეთის „საზოგადოებრივი ცენტრის“ მშენებლობას, იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჰორიზონტი“ ახორციელებს.
„საზოგადოებრივი ცენტრების განვითარების პროექტის“ მიზანია ცენტრალური ხელისუფლების და მუნიციპალური სერვისები სოფლის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახადოს.
 
პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია გურჯაანშიდღეს, გურჯაანის სამუსიკო სკოლაში, პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სპოტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნუგზარ კანდელაკმა და პროექტის კურატორმა შორენა შიუკაშვილმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს სახელმძღვანელო „აირჩიე პროფესია“ და ვებ-გვერდი www. myprofession.ge გააცნეს.
 
გამგებელმა ბაკურციხის ყოფილი ტექნიკუმის ბიბლიოთეკა მოინახულა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ემზარ ჯიქურაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და ბაკურციხის „წმინდა გიორგის სახელობის“ ეკლესიის მოძღვართან ერთად, სოფელ ბაკურციხის ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის ბიბლიოთეკა მოინახულა.
შენობა სავალალო მდგომარეობაშია, ინგრევა. შესაბამისად, იქ დაცულ უნიკალურ წიგნებს განადგურების საფრთხე ემუქრება.