გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ემზარ ჯიქურაშვილის, 2014 წლის 19 თებერვლის მიმართვის საფუძველზე, ლევან სამხარაულის სახელობის „სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“, 9 აპრილის №48 -ში მდებარე ავარიული კორპუსი შეისწავლა.
ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე, შენობა-ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის დადგენის შემდეგ, გურჯაანის მუნიციპალიტეტმა მიიღო საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლებისა და სოციალური განვითარების სამსახურის სპეციალისტის, თამაზ მარკოზაშვილის ინიციატივით, მოხდა უცნობი კულტურული ძეგლის აღრიცხვა.
ეკლესიის ნაშთი, რომელიც, სოფელ ჩუმლაყიდან აღმოსავლეთით, 15კმ-ის დაშორებით მდებარეობს, აქამდე შესწავლილი არ ყოფილა. ახლანდელი მდგომარეობით, შემორჩენილია ტაძრის საკურთხევლის კედლები, რომლებიც, რიყის მსხვილი ქვებითაა ნაგები.
 
გურჯაანში ღია მმართველობა საქართველოს ფარგლებში საჯარო შეხვედრა გაიმართადღეს გურჯაანის მუინიციპალიტეტში, სოფელ შაშიანის საზოგადოებრივ ცენტრში, ღია მმართველობა საქართველოს ფარგლებში საჯარო სამსახურის ბიუროს და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. მას ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, რომლის მთავარი მიზანიც იყო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა სახელმწიფო და თვითმმართველობის საქმიანობასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
 
გურჯაანის ჩემპიონატი მკლავჭიდში
დღეს, 14 მარტს, ჩემპიონატი მკლავჭიდში, „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა კომპლექსური სპარტაკიადის“ ფარგლებში გაიმართა.
შეჯიბრში 23 სკოლა მონაწილეობდა.
გუნდური პირველი ადგილი გურჯაანის №1 საჯარო სკოლამ დაიკავა. 3 -მა მოსწავლემ პირველობა არავის დაუთმო და 50-55-60 კგ. წონით კატეგორიებში გამარჯვება მოიპოვეს.
 
ბაკურციხის კულტურის სახლის რეაბილიტაცია იგეგმება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ემზარ ჯიქურაშვილი, არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად, ბაკურციხეში, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
სპეციალისტებმა, სოფელ ბაკურციხის კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის საჭირო სამუშაოებზე იმსჯელეს. შენობის ახალი სიცოცხლე მრავალფუნქციური და კულტურულად დატვირთული იქნება, რაც მას რაიონული მასშტაბის მნიშვნელობას მიანიჭებს.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსი მოინახულა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ემზარ ჯიქურაშვილმა, არქიტექტურის, ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩის 48 ნომერში მდებაზე ავარიული კორპუსი მოინახულა. ბინა დაზიანებულია, არსებობს შენობის ჩამონგრევის საფრთხე.
მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მდგომარეობას „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“ შეისწავლის.
 
გურჯაანის სამუსიკო სკოლაში გამართულ კონცერტს  მუნიციპალიტეტის გამგებელი დაესწრო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ემზარ ჯიქურაშვილი, კულტურის, განათლებისა და სოციალური სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გურჯაანის სამუსიკო სკოლაში გამართულ საგაზაფხულო კონცერტს დაესწრო.
 
მკლავჭიდში საქართველოს ჩემპიონებს საჩუქრები გადასცეს დღეს 2014 წლის საქართველოს ჩემპიონებს მკლავჭიდში 17 წლის, გურჯაანელ ალექსანდრე ზავრაშვილს და 17 წლის, ვეჯინელ ზაურ ზავრაშვილს ადგილობრივმა ბიზნესმენებმა გამარჯვება მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. გიგლა გეთიაშვილმა ზაურ ზავრაშვილს საჩუქრად მუსიკალური ცენტრი გადასცა, ზაზა ლაზაშვილმა კი ალექსანდრე ზავრაშვილი მობილური ტელეფონით დაასაჩუქრა.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაჭრეთის სამუსიკო სკოლის კონცერტს დაესწრო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ემზარ ჯიქურაშვილი, კულტურის, განათლებისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, კაჭრეთის სამუსიკო სკოლის კონცერტს დაესწრო. ღონისძიებაზე, ასევე, იმყოფებოდნენ სოფლის რწმუნებული და დეპუტატი.
საგაზაფხულო კონცერტი „საჩუქარი დედას“ გაზაფხულს და ქალთა დღესასწაულებს მიეძღვნა. მასში, გოგონათა და ვაჟთა გუნდებთან ერთად, სამუსიკო სკოლის პედაგოგებიც მონაწილეობდნენ.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კაჭრეთის ბაგა-ბაღი „მზიანეთი“ მოინახულა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ემზარ ჯიქურაშვილი, კაჭრეთის საბავშვო ბაგა-ბაღ „მზიანეთს“ ესტუმრა და დაათვალიერა.
„მზიანეთში“ 4 ჯუფია და 70 ბავშვი ირიცხება. თითოეულ ჯგუფს საკუთარი ლოგო, ჰიმნი და სლოგანი აქვს. ბაღის შენობის პირველი სართულია ათვისებული. მეორე კი, შეკეთებას საჭიროებს. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში კაჭრეთის მოსახლეობამ პრიორიტეტულად მიიჩნია მისი რეაბილიტაცია.