საშობაო ნობათი სოციალურად დაუცველ ოჯახებს (საშობაო ალილოზე შეგროვებული ნობათი გურჯაანში მცხოვრებ უმწეო, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს და შშმ ბენეფიციარებს გადაეცათ. მათ საჩუქრები გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა და თანამშრომლებმა ოჯახებში მიუტანეს და შობა მიულოცეს.
 
საშობაო ალილო გურჯაანშიგურჯაანში საშობაო მსვლელობა მოეწყო. "ალილო" სამების საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და მასში სასულიერო პირები, მრევლი და ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობდა. ალილოს მონაწილეებმა საშობაო გალობით ქალაქის რამდენიმე ქუჩა მოიარეს და მოსახლეობას ქრისტეს შობა მიულოცეს. გზადაგზა მათ საშობაო ნობათით ასაჩუქრებდნენ.
მეალილოები გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასთანაც შეჩერდნენ, სადაც მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დახვდნენ და საჩუქრები გადასცეს. საშობაო ალილო სამების საკათედრო ტაძართან დასრულდა. შეგროვებული ნობათი გურჯაანში მცხოვრებ გაჭირვებულ ოჯახებს გადაეცემათ.
 
საახალწლო ღონისძიებები გურჯაანში გრძელდება. 3 იანვრიდან - 14 იანვრის ჩათვლით, 13 საათზე, კულტურის ცენტრში საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი ტარდება. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს თოვლის პაპა მასპინძლობს. პატარებისთვის წარმოდგენაც იმართება და მათ გართობაზე ჯამბაზი და ზღაპრის გმირები ზრუნავენ.
საახალწლო წარმოდგენებს მართავს გურჯაანის თოჯინების თეატრიც. სპექტაკლი „წითელქუდა და მისი მეგობრები“ ყოველ დღე, 12 საათზე იწყება.
საახალწლო ღონისძიებები 14 იანვარს დასრულდება.
 
გურჯაანში საშობაო ალილო მოეწყობახვალ, 7 იანვარს ქალაქ გურჯაანში საშობაო მსვლელობა მოეწყობა. ალილო სამების საკათედრო ტაძრიდან 12 საათზე დაიწყება. ალილოს მონაწილეები წმ.ნინოს, გურამიშვილის და ნონეშვილის ქუჩებს მოივლიან და მოსახლეობას ქრისტეს შობას მიულოცავენ. სადღესასწაულო მსველოლება სამების საკათედრო ტაძართან დასრულდება. მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ალილოს მონაწილეებს საშოაბაო საჩუქრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც გადასცემენ. შეგროვილი შემოწირულობა გურჯაანში მცხოვრებ გაჭირვებულ ოჯახებს გადაეცემათ.
 
საახალწლო საჩუქრები სოციალურად დაუცველ ოჯახებსდღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გურჯაანში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრნენ, საახალწლო საჩუქრები მიუტანეს და ახალი წელი მიულოცეს.
მათ დღეს სოფელ გურჯაანში მცხოვრები 22 წლის, სიმსივნით დაავადებული, მერი ნადირაშვილიც მოინახულეს და 1 წლის ბარბარეს, ადგილობრივი თვითმართველობის თანამშრომლებისგან, საჩუქრად საწოლი, ოჯახს კი სკამები გადასცეს.
საახალწლო ნატვრა ქალაქ გურჯაანში მცხოვრებ 4 წლის ნიკოლოზსაც აუსრულდა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას სათამაშო მანაქანა და ტელევიზორი აჩუქა. ოჯახს გადაუხდელობის გამო დენი არ ჰქონდა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამაზეც იზრუნა და პატარა ნიკოლოზი ექვსთვიანი უშუქობის შემდეგ ახალ წელს დედასთან ერთად განათებულ სახლში შეხვდება.
საახალწლო ნობათი და საჩუქრები დღეს გურჯაანში მცხოვრებმა 15-მა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა მიიღო.
 
გამგებელმა აფხაზეთიდან დევნილებს ახალი წელი მიულოცაგურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ბაკურციხეში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს ეწვია. გამგებელმა მათ დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა და გამგეობისგან თითოეულ ოჯახს საახალწლო ნობათი გადასცა. ბაკურციხეში დღეისთვის 45 ოჯახი ცხოვრობს.
საახალწლო საჩუქარი მათთან ერთად მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ყველა დევნილმა ოჯახმა მიიღო.
 
გამგეობის საახალწლო საჩუქრები შშმ ბენეფიციარებს ( დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვანო ბერიძიშვილმა და მისმა მოადგილემ, ზვიად ყვირალაშვილმა შშმ დღის ცენტრის „LIFE LINE“-ის, ორგანიზაცია „ხელი ხელის“ და სათნოების სახლის ბენეფიციარებს დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო სასურსათო კალათა გადასცეს. მათ ბენებიციარების მიერ შექმნილი ნამუშევრებიც დაათვალიერეს და მათი ყოველდღიური ცხოვრების წესს და რეჟიმს გაეცნენ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საახალწლო ნობათი 200 - ზე მეტ ბენეფიციარს გადსცა.
 
განცხადება გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპის (გასაუბრების )გრაფიკი

# სახელი, გვარი
2014 წლის 28 დეკემბერი, კვირა 10:00 1 ამირანი ალთუნაშვილი
2 გიორგი ამისულაშვილი
3 დიმიტრი არევაძე
4 ირაკლი არსენიშვილი
 
ზეგაანელი მიხეილ ბერიაშვილი წოლჭიმში საქართველოს თასის გამარჯვებული გახდა21 დეკემბერს, ქალაქ თელავში, წოლჭიმში გიორგი რეხვიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქართველოს თასის გათამაშებაზე გურჯაანის რაიონის სოფელ ზეგაანში მცხოვრებმა მიხეილ ბერიაშვილმა პირველი ადგილი დაიკავა. მან 67.5 წონით კატეგორიაში იასპარეზა და 130 კგ დაძლია.ტურნირი საქართველოს ,,პაუერლიფთინგის” ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
 
ინოლა გურგულიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამოგურჯაანის სამუსიკო სკოლაში ინოლა გურგულიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო „პირველად იყო სიმღერა“ გაიმართა. ღონისძიებაში სამუსიკო სკოლის მოსწავლეები პედაგოგები და მოწვეული შემსრულებლები, ნათია ქოროღლიშვილი და ამალია სურმავა მონაწილეობდნენ. საღამოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.