სანიაღვრის მოსაწყობი სამუშაოები კულტურისა და დასვენების პარკშიგურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა,ემზარ ჯიქურაშვილმა, ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტ ზაზა რაქვიაშვილთან ერთად, კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ღვარსადენის მოწყობისთვის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
 
გამგებელმა ფალიაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ემზარ ჯიქურაშვილმა, ქ. გურჯაანის რწმუნებულთან ერთად ფალიაშვილის ქუჩაზე ღვარსადენის მოსაწყობად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
მოსახლეობის მომართვის შემდეგ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კაპიტალური ღვარსადენის მოსაწყობად 23 573 ლარი გამოიყო.
ტენდერში გამარჯვებული შპს „ბაკა +“ გახდა, რომელთანაც ხელშეკრულება 20 899 ლარზე გაფორმდა. სამუშაოები მაისის ბოლომდე დასრულდება.
 
გურჯაანში 2000 კვიპაროსის ხე დაირგო
გურჯაანის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქციები გრძელდება.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ემზარ ჯიქურაშვილმა, ქ. გურჯაანის რწმუნებულთან, გამგეობისა და „ააიპ“-ების თანამშრომლებთან ერთად კოსტავას ქუჩისა და ახალი სასაფლაოს მიმდებარე ტარიტორიაზე კვიპაროსის ხეები დარგო.
2000 ძირი კვიპაროსის ხე მუნიციპალიტეტს ყვარლის სანერგე მეურნეობამ საჩუქრად გადასცა.
ნერგები მუნიციპალიტეტის მასშტაბით გადანაწილდა.
 
გურჯაანში ტრადიციული გალობისა და ქართული ხალხური სიმღერების სკოლა გაიხსნება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ააიპ „მრავალჟამიერში“ ტრადიციული გალობისა და ქართული ხალხური სიმღერების სკოლა ფუძნდება. ააიპის ხელმძღვანელები მუნიციპალიტეტის გამგებელს, ემზარ ჯიქურაშვილს შეხვდნენ და სკოლის სამომავლო პერსპექტივაზე ისაუბრეს.
სკოლა 3 წლიანი იქნება და დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ უფასოდ შეისწავლონ ქართული ენა, ხალხური საკრავები, ფოლკლორის ისტორია, გალობა და ხალხური სიმღერა.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის კომლექსური სპარტაკიადა დასრულდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის კომპლექსური სპარტაკიადა, რომელიც სპორტის 5 სახეობაში, ფრენბურთში, მკლავჭიდში, ჭადრაკში, კალათბურთსა და მინი ფეხბურთში გაიმართა, დღეს ფეხბურთის ტურნირით დასრულდა.
 
გამგებელი იოსებ ნონეშვილის მუზეუმს ესტუმრა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ემზარ ჯიქურაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ კარდენახში, იოსებ ნონეშვილის მუზეუმს ესტუმრა და დაათვალიერა.
მუზეუმის საექსპოზიციო ნაწილი კარგ მდგომარეობაშია, ხოლო მარნის სახურავი, აივანი და საკონფერენციო დარბაზი რეაბილიტაციას საჭიროებს.
 
გამგებელმა ყოფილი პურის საცხობი ქარხნის ტერიტორია მოინახულა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ემზარ ჯიქურაშვილმა, მოადგილე გიორგი ჩეკურიშვილთან ერთად, გურჯაანის ყოფილი პურის საცხობი ქარხნის ტერიტორია მოინახულა.
ადგილობრივმა მოსახლეობამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას წერილით მიმართა და სკვერის მოწყობა ითხოვა.
9 აპრილის 31 ნომერში, ყოფილი საცხობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამჟამად, მხოლოდ საქვაბის საკვამლე მილია შემორჩენილი.
გამგებლის გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე მოხდება ტერიტორიის დასუფთავება, ხოლო შემდეგ დაიწყება მუშაობა, რომ ამ ადგილს მოსახლეობისთვის სასურველი ფუნქცია მიენიჭოს.
 
„მოქალაქეთა თანადგომის“ ბენეფიციარებს სააღდგომო საჩუქრები გადაეცათ
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოციალურად დაუცველ პირთა მომსახურების ორგანიზაცია „მოქალაქეთა თანადგომას“ ესტუმრნენ და ბენეფიციარებს სააღდგომო საჩუქრები გადასცეს.
 
განთავსების ადგილებია:

• ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 103-ე კილომეტრზე პკ-0+270, ბილბორდის ფართი 27კვმ _ ცალმხრივი, ბილბორდის საწყისი ფასი _ 54 ლარი, საწყისი წლიური საიჯარო ქირა _ 270 ლარი, სულ – 324 ლარი. ბიჯი _ 10%.

• თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 102-ე კილომეტრზე, პკ _ 0+800. ბილბორდის ფართი 18კვმ _ ორმხრივი, ბილბორდის საწყისი ფასი _ 72 ლარი, საწყისი წლიური ქირა _ 360 ლარი. სულ – 432 ლარი. ბიჯი _ 10%.

• თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 83-ე კილომეტრზე, პკ _ 0+600, (სოფელი კაჭრეთი). ბილბორდის ფართი 18კვმ _ ორმხრივი, ბილბორდის საწყისი ფასი _ 72 ლარი, საწყისი წლიური საიჯარო ქირა 360 ლარი. სულ – 432 ლარი. ბიჯი _ 10%.
 
15 აპრილი გურჯაანში
დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, „პაპას ბაღში“ სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობა ახალგაზრდა შემსრულებლებმა მიიღეს. გაიმართა ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
15 აპრილს სიყვარულის დღე საქართველოში 13-ე წელიწადია აღინიშნება.