საოპერო მუსიკის კონცერტი - პრეზენტაცია გურჯაანში
დღეს გურჯაანის სამუსიკო სკოლაში მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოპრანოს, ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტის, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორის, ღირსების ორდენის კავალერის, მედეა ამირანაშვილისადმი მიძღვნილი კონცერტი-პრეზენტაცია გაიმართა.
კონცერტში კონსერვატორიის სტუდენტები და ოპერის მომღერალი, მრავალი კონკურსის ლაურეატი მარინა ფარულავა მონაწილეობდნენ.
 
გურჯაანის სამუსიკო სკოლაში წლიური საანგარიშო კონცერტი გაიმართა
გურჯაანის სამუსიკო სკოლაში წლიური საანგარიშო კონცერტი გაიმართა, რომელშიც გაერთიანებაში შემავალი სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა წლის საუკეთესო ნომრები წარმოადგინეს.
კონცერტს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ
 
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
თელავის უნივერსიტეტში პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ელგუჯა გიორგაძე, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები და ადგილობრივი ბიზნესმენები ესწრებოდნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის პრეზენტაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩხეიძე უძღვებოდნენ.
 
გამგეობაში შექმნილმა კომისიამ სეტყვით მიყენებული ზარალი დაითვალაგურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, ადგილზე დაათვალიერა 16 ივნისს მოსული სეტყვის შედეგად დაზარალებული სოფლები.
კომისიის მონაცემებით დაისეტყვა მუნიციპალიტეტის 10 სოფელი და ქ. გურჯაანი: კალაური (120 ჰ), შაშიანი (170 ჰ.) , მუკუზანი (80 ჰ), ახაშენი (310 ჰ), ჩუმლაყი (220 ჰ) , სოფ.გურჯაანი (121 ჰ), ჭანდარი (110 ჰ), ძირკოკი (96 ჰ ), ვეჯინი (27 ჰ), კოლაგი (3 ჰ) და ქალაქი გურჯაანი (57 ჰ), სულ 1313 ჰექტარი მიწის ფართობი.
სხვადასხვა პროცენტით (10%-80%) დაზიანდა ვენახები, მრავალწლიანი ნარგავები და ერთწლიანი კულტურები. გამგეობა მონაცემებს განსახილველად სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადაგზავნის.
 
გურჯაანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რებილიტაცია მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში სვეტიცხოვლის (გვიანი შუა საუკუნეები) და კვირაცხოვლის (გვიანი შუა საუკუნეები), ეკლესიების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.
ამავე ფონდის დაფინასებით გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფხოველის „ლომისას“ (ადრეულ შუა საუკუნეები) სოფელ ვაჩნაძიანის გომართის წმ. გიორგის ( შუა საუკუნეები), ჭანდრის ღვთისმშობლის (გვიანი შუა საუკუნეები) და ჯიმითის ღვთისმშობლის (გვიანი შუა საუკუნეები) სახელობის ეკლესიების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
 
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე გურჯაანში„პაპას ბაღში“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
მოეწყო დღის ცენტრის „LIFE LINE”-ის ბენეფიციარების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა- გაყიდვა. ასევე, ადგილობრივი ძალებით გაიმართა კონცერტი.
14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. 1995 წელს, ამ დღეს მიიღეს საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“.

 
საჯარო განხილვა წყლის რესურსების და მყარი ნარჩენების მართვვის  კანონპროექტებზედღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოეწყო საჯარო განხილვა წყლის რესურსების და მყარი ნარჩენების მართვის კანონპროექტების შესახებ.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებმა კანონპროექტები გამგეობის თანამშრომლებს და ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებს გააცნეს.
 
პრემიერ-მინისტრმა ჩუმლაყში ხილის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხილის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა.
საწარმო იაფი 3 % -იანი აგროკრედიტის ფარგლებში მიღებული სესხით აშენდა, რომელიც შპს „ქართული ხილის კომპანიას“ ეკუთვნის.
ხილის გადამამუშავებელი საწარმო 2 ჰექტარზეა გაშენებული და ორი ნაწილისგან შედგება.
საწარმო აღჭურვილია იტალიური დამახარისხებელი დანადგარებით, რისი საშუალებითაც მოხდება გლეხებისგან მიღებული ხილის გადარჩევა და გასუფთავება. იქვე ფუნქციონირებს 400 ტონიანი სამაცივრე მეურნეობა, სადაც კომპანია ხილს შეინახავს და შემდგომ ექსპორტზე გაიტანს.
საწარმოში 50- მდე ადამიანი დასაქმდება.
 
ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში  პატარა ნაგვის ურნები დამონტაჟდაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში პატარა ნაგვის ურნები დაიდგა. 170 ნაგვის ურნა ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე საჭიროიბის მიხედვით გადანაწილდა.
ნაგვის ურნების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 000 ლარი გამოიყო. ტენდერში შპს „ელიტ-ჯორჯიამ“გაიმარჯვა, რომელთანაც 26 889 ლარზე გაფორმდა ხელშეკრულება.
 
გურჯაანში   კახეთის ღია პირველობა ქართულ ჭიდაობაში გაიმართა7 ივნისს, გურჯაანში კახეთის ღია პირველობა ქართულ ჭიდაობაში გაიმართა. შეჯიბრი 7 წონით კატეგორიაში ჩატარდა, რომელშიც 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ტურნირში ორმა გურჯაანელმა მოჭიდავემ მოიპოვა გამარჯვება. 60 კგ. წონით კატეგორიაში კალაურელი ბადრი ბასოშვილი გახდა მეორე ადგილის მფლობელი, ხოლო 81 კგ წონით კატეგორიაში, ასევე კალაურელმა თენგიზ პაპოშვილმა მოიპოვა მეორე ადგილი.