ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იქნება მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონება:


1. ქ. გურჯაანში სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე 75,0კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი _ 51.01.59.173. საწყისი საპრივატიზაციო ფასი _ 680 (ექვსას ოთხმოცი) ლარი; სავაჭრო ბიჯი 10% _ 68 (სამოცდა რვა) ლარი, `ბე~ _ 204 (ორას ოცდა ოთხი) ლარი.

2. სოფელ ახაშენში მდებარე _ 175კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.
საკადასტრო კოდი _ 51.08.58.007. საწყისი გასაყიდი ფასი _ 662 (ექვსას სამოცდა
ორი) ლარი; ვაჭრობის ბიჯი 10% _ 66 (სამოცდა ექვსი ლარი) `ბე~ _ 199 (ას
ოთხმოცდა ცხრამეტი) ლარი.

 
პროექტი “ჩემი საქართველო აქ არის“  გურჯაანში
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის „ჩემი საქართველო აქ არის“ ფარგლებში გურჯაანს ბაღდათის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ადგილობრივი ანსამბლები ესტუმრნენ.
სტუმრები კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“ დაბინავდნენ.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მათ დაათვალიერეს გურჯაანის ღირსშესანიშნავი ადგილები და კულტურის სახლში კონცერტი გამართეს.
მსგავსი ვიზიტით ბაღდათში უკვე იმყოფებოდა გურჯაანის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი მზია ნებიერიძე, ომარ მირიანაშვილის ცეკვის ანსამბლი „მანდილი“ და ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი ილია დათუაშვილის ხელმძღვანელობით.
 
გამგეობის საჩუქარი ბავშვებს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საბავშვო ბაღის სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელებს სასურსათო პაკეტები გადასცა.
 
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გურჯაანში1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებით „პაპას ბაღში“ კონცერტი გაიმართა.
ადგილობრივმა შემსრულებლებმა გურჯაანელებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.
ღონისძიების დასასრულს პატარებს ნაყინებით გაუმასპინძლდნენ.
 
„სტუდენტური დღეები 2014 ევროპული მომავლისათვის“   გურჯაანში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ემზარ ჯიქურაშვილი მოადგილეებთან, ზურაბ დანელიშვილთან და გიორგი ჩეკურიშვილთან ერთად ‘სტუდენტური დღეები 2014- ევროპული მომავლისთვის“ დაესწრო, რომელიც გურჯაანში გაიმართა.
კონცერტში 13 უმაღლესი სასწავლებელის გუნდმა მიიღო მონაწილეობა. სტუდენტებმა ფოლკლორული და თანამედროვე ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.
 
ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის კრივის სკოლას სპორტული ინვენტარი გადაეცა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ემზარ ჯიქურაშვილმა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნუგზარ კანდელაკმა ვეჯინის წმინდა გიორგი სახელობის კრივის სკოლას სპორტული ინვენტარი გადასცეს.

 
ემზარ ჯიქურაშვილი ფესტივალ „ჰარმონიის“ მონაწილეებს შეხვდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ემზარ ჯიქურაშვილმა სამუსიკო სკოლის მოსწავლეებს ანტალიაში მეოთხე საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსს „ჰარმონიაში“ წარმატებული გამოსვლა მიულოცა.
გურჯაანის სამუსიკო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე ნათია მირველაშვილმა ფორტეპიანოზე 4 კლასიკური ნაწარმოების შესრულების შემდეგ, თავის კატეგორიაში მეორე ადგილი მოიპოვა.
ფესტივალის მონაწილე ფოლკლორულმა დუეტმა ევა ნაცვლიშვილისა და გიორგი ბიწკინაშვილის მონაწილეობით ჟიურის განსაკუთრებული შეფასებები დაიმსახურა და ფესტივალის დახურვის პატივი მათ ხვდათ წილად.
 
გურჯაანში დეკანოზ გიორგი თევდორაშვილთან შეხვედრა გაიმართა
დღეს გურჯაანის სამუსიკო სკოლაში თბილისის ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის წინამძღვართან, დეკანოზ გიორგი თევდორაშვილთან შეხვედრა გაიმართა.
შემოქმედებით საღამოზე მონაწილეობას სამუსიკო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები იღებდნენ. მონაწილეებმა მამა გიორგის მიერ დაწერილი, ბევრისთვის უცნობი ლექსები წაიკითხეს, ასევე შესრულდა მუსიკოს მაია ჩუგოშვილის მიერ მამა გიორგის ლექსებზე დაწერლი ორი სიმღერის პრემიერა. მრევლმა მამა გიორგის გურჯაანში მოღვაწეობის პერიოდიც გაიხსენა.
 
ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი გურჯაანში
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ემზარ ჯიქურაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მეორე მსოლიო ომის გმირებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს.
გამარჯვების 69-ე წლისთავთან დაკავშირებით მათ საბრძოლო დიდების მემორიალი და ომში გარდაცვლილთა საფლავები ყვავილებით შეამკეს.
 
გურჯაანს ესტონელები სტუმრობდნენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ემზარ ჯიქურაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესტონეთის სამხრეთით მდებარე დასახლების, სეტომას მკვიდრთა დელეგაციას უმასპინძლა და მათ ქართული სუვენირები გადასცა.
სეტო ხალხი ესტონეთის განსაკუთრებული მოსახლეობაა, რომლებიც ინარჩუნებენ ტრადიციებს, პოლიფონიურ სიმღერას, რომელსაც UNESCO იცავს და არიან მართლმადიდებელი ქრისტიანები.
16 კაციანი დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: მომღერლების ქალთა და მამაკაცთა ჯგუფები, სეტომას ეკლესიის მოძღვარი, მამა ზაქარია და სეტო ხალხის მიერ არჩეული სეტომას ხელმძღვანელი.