აუქციონის დაწყება - დამთავრება 19.06.2017წ. 12:00 - 04.07.2017წ. 15:00

1) განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე, პრივატიზების მიზნით, გამოტანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული:

ა) შენობა-ნაგებობები:
ა-ა) სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე შენობა-ნაგებობის (ყოფილი კულტურის სახლი, მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 7333,0კვმ, შენობის ფართი - 2901,3კვმ. საკადასტრო კოდი - 51.02.58.104) საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს - 165 852 (ას სამოცდა ხუთი ათას რვაას ორმოცდა თორმეტი) ლარით. (შენობის ფასი - 121 854 (ას ოცდა ერთი ათას რვაას ორმოცდა თოთხმეტი) ლარი, მიწის ღირებულება - 43 998 (ორმოცდა სამი ათას ცხრაას ოთხმოცდა თვრამეტი) ლარი.) „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 49 756 (ორცდა ცხრა ათას შვიდას ორმოცდათექვსმეტი) ლარს. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 8 293 (რვა ათას ორას ოთხმოცდა ცამეტი) ლარს.
 
გურჯაანში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. მოეწყო დისკუსია და გამოფენა რომლის თემაც დამოუკიდებლობის დღე და "ვეფხისტყაოსანი" იყო. იდეა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, რომლის მიხედვითაც დამოუკიდებლობის დღესთან ერთად აღინიშნა შოთა რუსთაველის 850-ე საიუბილეო წელი. ღონისძიების ბოლოს ანსამბლ "ხარების" ბიჭუნათა ფოლკლორული გუნდის და კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლ "ჰანგების" მომღელებმა პატრიოტული სიმღერები შეასრულეს .

გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს!
 
13 მაისს, 10 საათიდან, ქ. გურჯაანში, მარჯანიშვილის 35-ში, კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ ალ. ალადაშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა და ორგანიზაცია „ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალი “ საქველმოქმედო აქციას გამართავენ. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ უფასოდ ჩაიტარონ ლაბორატორიული, დიაგნოსტიკური და ინსტრუმენტული გამოკვლევები. მიიღონ მეან-გინეკოლოგის, თერაპევტის, კარდეოლოგის, უროლოგის , ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის, ზოგადი ქირურგის, ყბა-სახის ქირურქგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის, მამოლოგის, სისხლძარღვთა ქირურგის, ოფთალმოლოგის, ტრავმატოლოგის, დერმატოლოგის, რევმატოლოგის, გასტროენტეროლოგის და პედიატრის კონსულტაცია.
პაციენტებს საჭიროების შემთხვევაში უფასოდ გადაეცემათ მედიკამენტები.
აქცია საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის მხარდაჭერით ტარდება.
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ
ა უ ქ ც ი ო ნ ს
________________________

აუქციონის დაწყება - დამთავრება 10.05.2017წ. 12:00 - 25.05.2017წ. 15:00

1) განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე, პრივატიზების მიზნით, გამოტანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული:

ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართები:

ა -ა) ქ. გურჯაანში, ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე 780,0კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი _ 51.01.51.067. საწყისი საპრივატიზებო ფასი _ 5 335 (ხუთი ათას სამას ოცდა თხუთმეტი) ლარი. `ბე~ საწყისი ფასის 30% _ 1 601 (ერთი ათას ექვსას ერთი) ლარი. სავაჭრო ბიჯი 5% _ 267 (ორას სამოცდა შვიდი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. გურჯაანის გარეუბანში. ფართი თავისუფალია.
 


მიმდინარე წლის 13-14 მაისს, 18:00 საათზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში გაიმართება დასახლების საერთო კრება.

კრება გაიმართება სოფელ ვაჩნაძიანის კლუბში.

კრებაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

1. სოფელ ვაჩნაძიანის საფეხბურთო მოედნის კეთილმოწყობის საკითხი;

2. საფეხბურთო მოედნის ტერიტორიის მიმდებარედ სკვერის მოწყობის საკითხი;

3. სოფლის ტერიტორიის სანაგვე ურნებით აღჭურვის საკითხი.

 
აღმოსავლეთის სალიანდაგო სამმართველოს ხელმძღვანელობა გაცნობებთ, რომ უკანასკნელ პერიოდში გახშირდა მატარებლების პირუტყვთან შეჯახების ფაქტები, რაც გამოწვეულია ლიანდაგებზე პირუტყვის გადარეკვისა და ლიანდაგების მიმდებარე ტერიტორიაზე პირუტყვის ძოვების წესების დარღვევით.
რკინიგზის გადასასვლელების მოწყობისა და მომსახურების ინსტრუქციის თანახმად შემოუღობავი რკინიგზის მიწის ვაკისიდან 300 მეტრზე ნებადართულია მხოლოდ დაბმული საქონლის ძოვება და გადარეკვა, ხოლო 2000 მეტრამდე დაშორებით რკინიგზის ლიანდაგიდან პირუტყვი უნდა იმყოფებოდეს ზედამხედველობის ქვეშ.
არნიშნული წესების დარღვევა რეგულირდება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათ კოდექსის მე-10 თავის 106-ე მუხლით
 
მიმდინარე წლის 25(14:00 სთ) , 27(14 სთ) და 28(14 სთ) აპრილს, გურჯაანში არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის, USAID-ის, და ICMA-ის ორგანიზებით, მყარი ნარჩენების მართვის გეგმის საჯარო განხილვა მოეწყობა. პროგრამა საქართველოს ორ რეგიონში კახეთსა და აჭარაში ხორციელდება.
პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს შესაბამის ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს, ადგილობრივ ბიზნესს, თემებსა და მუნიციპალიტეტებს ნარჩნების მართვის ინტეგრირებული სისტემის შემუშავებაში.
25 აპრილი, 14:00 სთ - შეხვედრა საჯარო სექტორთან
27 აპრილი, 14:00 სთ - შეხვედრა ბიზნეს სექტორთან
28 აპრილი, 14:00 სთ - შეხვედრა სამოქალაქო სექტორთან
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე: +995322434522 /23 /24
 
საუკუნის მკვლელობა შემოქმედებითი გაერთიანება "ეროვნული იმპერატივი", ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრი 21 აპრილს გურჯაანის კულტურის ცენტრის სცენაზე, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წლის ფარგლებში წარმოგიდგენთ სპექტაკლს და გამოფენას "საუკუნის მკვლელობა".
ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით ტარდება.
დასაწყისი 17:00 სთ.
დასწრება თავისუფალია!
 
,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლისმე-4 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, მდინარე „ფაფრის ხევის“ და მდინარე „ბაკურციხის ხევის“ მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის საშიშროების თავიდან ასაცილებლად, მდინარის კალაპოტიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღების მიზნით გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ინტერესთა გამოხატვას კომპანიის შესარჩევად, რომელიც უზრუნველყოფს გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდინარეთა კალაპოტებიდან ინერტული მასალის ჭარბი აკუმულაციის უბნების გაწმენდით სამუშაოების განხორციელებას გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული გეოსაინფორმაციო პაკეტის შესაბამისად.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ
ა უ ქ ც ი ო ნ ს
________________________

აუქციონის დაწყება - დამთავრება 20.03.2017წ. 15:00 - 04.04.2017წ. 15:00

1) განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე, პრივატიზების მიზნით, გამოტანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული:
ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართები:

_ ქ. გურჯაანში, ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე 780,0კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი _ 51.01.51.067. საწყისი საპრივატიზებო ფასი _ 5 335 (ხუთი ათას სამას ოცდა თხუთმეტი) ლარი. `ბე~ საწყისი ფასის 30% _ 1 601 (ერთი ათას ექვსას ერთი) ლარი. სავაჭრო ბიჯი 5% _ 267 (ორას სამოცდა შვიდი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. გურჯაანის გარეუბანში. ფართი თავისუფალია.