სოფლის საერთო კრება - კოლაგსა და ბაკურციხეში."სოფლის მხარდაჭერის პროგრამის " ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სოფლის საერთო კრებები გრძელდება. 17 მარტს მოსახლეობა კოლაგსა და ბაკურციხეში შეიკრიბა. შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და გამგებლის მოადგილე დიმიტრი კალატოზიშვილი დასწრნენ. საერთო კრებებზე სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტებიც განსაზღვრეს.
 
გამგებელი ვეჯინის საბავშვო ბაღში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვანო ბერიძიშვილთან და თვითმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ვეჯინის საბავშვო ბაღში მივიდა და არსებული მდგომარეობა ადგილზე დაათვალიერა. აღნიშნული ბაღის რეაბილიტაცია, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, წელს "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განხორციელდება.
გასულ წელს, ამავე პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის ნაწილით, შენობის ნახევარს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ხოლო დარჩენილი ნაწილი კვლავ მძიმე მდგომრეობაშია. შესაკეთებელია შენობის სახურავი, საიდანაც წყალი ჩამოდის, ორი საბავშვო ჯგუფისთვის მოსაწყობია სველი წერტილები, ბაღის შენობაში არ მოდის წყალი, მწყობრიდან არის გამოსული მაცივარი და ა.შ. .
აღნიშნული პრობლემების მოგვარება წელს "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში იგეგმება.
დღეისთვის საბავშვო ბაღში სამი ჯგუფი ფუნქციონირებს და 90- მდე ბავშვი დადის.
 
სოფლის საერთო კრება ძირკოკსა და ვეჯინში."სოფლის მხარდეჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდები. სოფლის საერთო კრებები სოფლებში - ძირკოკსა და ვეჯინში გაიმართა. შეხვედრებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე და საკრებულოს თავმჯდიმარე ვანო ბერიძიშვილი დაესწრნენ. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას სოფელში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.
 
ალექსანდრე ყვირალაშვილი გამარჯვებულ მოკრივეებს შეხვდა.დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ყვირალაშვილი კრივში საქართველოს ჩემპიონატზე გამარჯვებულ გურჯაანელ სპორტსმენებს, ოთარ ჩითაძეს, მალხაზ ნადირაშვილს და თორნიკე მთივლიშვილს შეხვდა. ალექსანდრე ყვირალაშვილის განაცხადებით, ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ, გურჯაანელი მოკრივეები საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრები გახდნენ და აპრილში დაგეგმილ შეკრებაზე არიან მიწვეულნი.
შეგახსენებთ, რომ 9-13 მარტს გურჯაანში გამართულ კრივში საქართველოს ჩემპიონატზე ჭაბუკთა შორის ოთარ ჩითაძემ (52 კგ.), მალხაზ ნადირაშვილმა (80+ კგ.) და თორნიკე მთივლიშვილმა (46 კგ.) მესამე ადგილი დაიკავეს და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. http://gurjaani.ge/news/389--.html
 
ქალაქ გურჯაანში მეორე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობსქალაქ გურჯაანში № 2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გერგიძემ დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში მოხდება შენობის სრული რეაბილიტაცია და №2 საბავშვო ბაღი მუნიციპალიტეტში პირველი იქნება, რომელიც ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 179 000 ლარით დაფინანსდა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ბურჯი“ ასრულებს. ხელშეკრულების პირობების თანახმად ახალ სასწავლო წელს 100- მდე ბავშვი ახალ საბავშვო ბაღში გააგრძელებს სააღმზრდელო პროცესს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს , „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების“ ფონდის დაფინანსებით, ქალაქ გურჯაანის № 3 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციაც მოხდება.
 
დღეს მოსახლეობა ჭანდარსა და სოფელ გურჯაანში შეიკრიბადღეს მოსახლეობა სოფელ ჭანდარსა და სოფელ გურჯაანში შეიკრიბა .
ორივე სოფლის მოსახლეობამ "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორცილებლი პრიორიტეტული პროექტები შეარჩია.
ჭანდრელებმა ყველაზე მთავარ საკითხად სოფლის ამბულატორიის რეაბილიტაცია და საბავშვო ბაღში, სამზერეულოს მოწყობა დაასახელეს. სოფელ ჭანდრისთვის, პროგრამის ფარგლებში 38 415 ლარია გამოყოფილი. ეს თანხა სწორედ დასახელებულ პროეექტებს მოხმარდება.
ოთხ უბანში გარე განათების მოწყობა, სოფლის ორივე საბავშვო ბაღში ოთახების რეაბილიტაცია, რამდენიმე უბანში წყლის მაგისტრალის და ქსელის მოწყობა - ეს ის პროექტებია რომელზეც, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფლისთვის გამოყოფილი 72 300 ლარი გადანაწილდება.
დღევანდელ შეხვედრებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე მოადგილესთან დიმიტრი კალატოზიშვილთან ერთად დაესწრო. გამგებელმა მოსახლეობას პირადად გააცნო ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც წელს ადგილბრივი ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ამ სოფლებში განხორციელდება.
 
 პრიორიტეტები ჩუმლაყის და ყიტაანის მოსახლეობამაც შეარჩიადღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩუმლაყსა და ყიტაანში სოფლის საერთო კრებებს დაესწრო.
ყიტაანის მოსახლეობამ "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის " ფარგლებში განსახორცილებელ პროექტად, არსებული ჭაბურღილის და ქსელის რეაბილიტაცია შეარჩია. მეორე პრიორიტეტად კი, სხვა სოფლების მსგავსად, საბავშვო ბაღში სამზარეულოს რეაბილიტაცია დაასახელა. სოფლისთვის გამოყოფილი 12 933 ლარი სწორედ ამ პრობლემების მოგვარებას მოხმარდება.
სოფელ ჩუმლაყის მოსახლეობამ კი სოფლისთვის გამოყოფილი 65 759 ლარით, ერთ უბანში სანიაღვრე არხის მოწყობა, სასაფლაოს შემოღობვა, საბავშვო ბაღში სამზარეულოს რეაბილიტაცია და ტექნიკის შეძენა გადაწყვიტა.
შეკრებილმა მოსახლეობამ ერთ-ერთ პრიორიტეტად სკოლის უბანში ახალი ჭაბურრილის მოწყობაც დაასახელა, რომელიც სკოლას და რამდენიმე უბანს წყლით მოამარაგებს. როგორც შეხვედრაზე აიღნიშნა, პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით, პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდება, მაგრამ მათ გამგებელი დაჰპირდა, რომ ეს პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება და ზაფხულისთვის სოფელს ახალი ჭაბურღილი ექნება.
 
 საქართველოს ჩემპიონატს კრივში გურჯაანმა უმასპინძლასაქართველოს ჩემპიონატი კრივში ჭაბუკთა შორის, რომელსაც 5 დღე გურჯაანი მასპინძლობდა დასრულდა. ჩემპიონატზე სამმა გურჯაანელმა მოკრივემ ბრიონჯაოს მედალი მოიპოვა.
თორნიკე მთივლიშვილმა 46 კგ. წონით კატეგორიში, ოთარ ჭიტაძემ 52 კგ. წონით კატეგორიში და +80 კგ. წონაში მალხაზ ნადირაშვილმა მესამე ადგილი დაიკავეს და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. ახალგაზრდა სპორტსმენებს მედლები და დიპლომები, ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელებმა გადასცეს.
უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდა მოკრივეებმა საქართველოს ჩემპიონატზე პირველად იასპარეზეს.
 
 სოფლის საერთო კრება ახაშენსა და ჭერემში."სოფლის მხარდაჭერის პროგრამის " ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სოფლის საერთო კრებები გრძელდება. დღეს მოსახლეობა ახაშენსა და ჭერემში შეიკრიბა. საერთო კრებებზე სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტებიც განსაზღვრეს.
სოფელ ახაშენში პროგრამისთვის გამოყოფილი 47 387 ლარით რამდენიმე უბანს წყალმომარაგების პრობლემა მოეხსნება და მოიხრეშება გზა.
სოფელ ჭერემისთვის გამოყოფილი 5 334 ლარი, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ასევე წყალმომარაგების გაუმჯობესებას მოხმარდება.
დღეს გამართულ კრებებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი დაესწრნენ.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მოსახლეობას სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც წელს ამ სოფლებში განხორციელდება.
 
 ვაზისუბანში და ველისციხეში სოფლის საერთო კრება გაიმართა დღეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის საერთო კრებები გაიმართა ვაზისუბანსა და ველისციხეში. სოფელ ვაზისუბანში, მიმდინარე წელს, პროგრამის ფარგლებში 71 836 ლარი დაიხარჯება. მოსახლეობამ აღნიშნული თანხით რამდენიმე უბანში სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრა და საბავშვო ბაღში წყლის რეზერვუარის დამონტაჟება გადაწყვიტა.
წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, სპორტული დარბაზის აშენება, საბავშვო ბაღის შენობის დასრულება, რომელიც გასულ წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გაკეთდა, საუბნო გზების რეაბილიტაცია - ეს ის პრობლემებია რომელთა გადაჭრაც ველისციხის მოსახლეობამ საერთო კრებაზე მოითხოვა. აზრთა სხვადასახვაობის გამო, ძირითადი პრიორიტეტის შერჩევა დღეს ვერ მოხერხდა და მათ მეორედ მოუწევთ შეკრება. სოფელ ველისციხისთვის 96 082 ლარია გამოყოფილი.
სოფლის საერთო კრებას მუნიციპალიტეტის გამგებელი გივი გერგიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილიც დაესწრნენ.
წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში 1 095 561 ლარია გამოყოფილი. სოფლის საერთო კრებები 9 მარტს დაიწყო და 23 მარტს დასრულდება.