„World Vision“ - ის საჩუქრები საბავშვო ბაღებს.დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის 5 საბავშვო ბაღს - შაშიანის, ვაზისუბნის, ვაჩნაძიანის, კალაურის N1 და N2 საბავშვო ბაღებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „World Vision“-მა საჭირო ინვენტარი გადასცა. საბავშვო ბაღებს, აღსაზრდელების რაოდენობის გათვალისწინებით, მაგიდები და სკამები გადაეცათ, რომელიც სტანდარტების შესაბამისად ბავშვთა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვითაა შერჩეული. ასევე, ყველა ჯგუფს გადაეცა გამყოფი თაროები. საბავშვო ბაღებს საჩუქრები სამხარეო განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ნანა ათუაშვილმა, მუნიციპალიტეტის მერთან არჩილ ხანდამაშვილთან, მერის მოადგილე ნიკოლოზ გეთიაშვილთან და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ხემძღვანელ ლელა თევდორაშვილთან ერთად გადასცა.
 
16 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით კახეთში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, „ფასდაკლებების კვირეული'' იმართება. კვირეულს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანებაც უერთება და 16 დან 1 აპრილის ჩათვლით მუნიციპალიტეტში არსებული 5 მუზეუმი ვიზიტორებისტვის უფასო იქნება.

 ნატო ვაჩნაძის სახელობის მუზეუმი (სოფელი გურჯაანი);

 იოსებ ნონეშვილის სახელობის მუზეუმი (სოფელი კარდენახი);

 ივ.ბერიტაშვილის სახელობის მუზეუმი (სოფელი ვეჯინი);

 გიორგი მაისურაძის ისტორიის მუზეუმი (სოფელი ვაჩნაძიანი) ;

 საბრძოლო დიდების მემორიალური მუზეუმი (ქალაქი გურჯაანი);

მუზეუმები დამთვალიერებლებისთვის ღიაა ყოველდღე 10:00 -დან 17: 00 საათამდე, გარდა ორსაბათისა.
 
გურჯაანის საცურაო აუზი სრული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას. ფუნქციონირებს როგორც დიდი ასევე პატარა აუზი, რომელიც 4-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებს მოემსახურება. 1 თვიანი სააბონენტო გადასახადი (8 ვიზიტი) 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 40 ლარს შეადგენს, ხოლო 16 წლიდან ზევით 60 ლარია. სპორტკომპლექსის საცუარო აუზი მსურველებს სთავაზობს ულიმიტო მომსახურებას, რომლის ღირებულება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით 100 და 150 ლარია. სპორტკომპლექსში ასევე, მოქმედებს სპორტული ჯგუფიც .

 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელებმა, ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ, მერიის თანამშრომლებთან და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. მარიამ დოლიძემ და გიორგი გობრონიძემ აუდიტორიას ინფორმაცია მიაწოდეს უვიზო მიმოსვლის წესებზე, ასევე ისაუბრეს იმ რისკებზე, რომელიც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენებასთან.
 
9 მარტს, კახეთის რეგიონში, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია 30მ/წმ სიჩქარის ქარი, რომელიც გაგრძელდება 10 მარტის დილამდე.
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის #779 ბრძანებით დადგენილი წესისა და კრიტერიუმების შესაბამისად ახორციელებს სტიქიით დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების -ეკომიგრანტების განსახლებას.
აღნიშნული ბრძანების შესაბამისად, სამინისტრო განიხილავს იმ ოჯახების განსახლების საკითხს, რომლებმაც მიმართეს სამინისტროს "საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე" განაცხადით.
ზემოხსენებული განაცხადის შევსება, შესაძლებელი იყო მხოლოდ სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ტერიტორიულ ორგანოებსა (ქუთაისი, ზუგდიდი) და აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.
ამასთან დაკავშირებით გვინდა გაცნობოთ, რომ 2017 წელს სამინისტროსა და სსიპ "იუსტიციის სახლს" შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, შესაძლებელი გახდა აღნიშნული განცხადების შევსება ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ნებისმიერ იუსტიციის სახლში. ამასთან ერთად, იუსტიციის სახლებში შესაძლებელი გახდა, ეკომიგრანტი მოქალაქეების მიერ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სახელზე ნებისმიერი სახის განცხადების ჩაბარებაც.
აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, სახელმწიფო პროგრამა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა ეკომიგრანტი ოჯახებისთვის.
 
ქალაქ გურჯაანში, ტურისტულად მნიშვნელოვან და რეკრეაციულ ადგილებში 48 ცალი დახურული ტიპი ნაგვის კონტეინერის განთავსდა. 11 ცალი 1100 ლიტრიანი ლითონის კონტეინერის შესყიდვა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2017 წელს მოხდა, რისთვისაც 11 800 ლარი დაიხარჯა, 37 კი მუნიციპალიტეტს მსოფლიო ბანკმა საჩუქრად გადასცა.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფლებში ბაღების გაზიფიცირებას განახორციელებს. 20 საბავშვო ბაღში გაზის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადდა და 6 მარტს დასრულდება. მუნიციპალიტეტში სულ 37 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებაა, საიდანაც დღეისთის მხოლოდ 15-ია გაზიფიცირებული.
 
დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ვეჯინსა და ძირკოკში არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველომ“ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა. ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ნიკოლოზ ინაშვილმა აუდიტორიას მყარი ნარჩენების მართვის, მისი დახაროსხება/ სეპარაციის, კომპოსტირების და გადამუშავების აუცილებლობის შესახებ მიაწოდა ინფორმცაცია.
 
დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გურჯაანი - თელავის (30 კმ) შემოვლითი გზის პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის საჯარო განხილვა მოაწყვეს. პროექტის მიხედვით შემოვლითი გზა სოფელ ახაშენში დაიწყება და თელავში დასრულდება.