გურჯაანმა ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს „ექო-თოფუზი"-ის უმასპინძლა, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღეს, ფესტივალის ფარგლებში, ქალაქის ქუჩებში მოეწყო " ბარაბან- შოუ", შემდეგ კი, კულტურის ცენტრის დარბაზში, ანიმაციური ფილმების ჩვენება გაიმართა. მაყურებელმა ის ანიმციური რგოლიც იხილა, რომელიც გურჯაანელმა ბავშვებმა გუშინ, ანიმაციის „ვორქშოფ“-ზე შექმნეს. ეს ბავშვები, საერთაშორისო ფესტივალის „ექო-თოფუზის“ დასკვნით ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ოქტომბერში, ბათუმში გაიმართება.
 
დღეს გურჯაანის სამუსიკო სკოლაში ღონისძიება - „სცენაზე მხოლოდ ვაჟები“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა გურჯაანის, საგარეჯოს, ყვარლის, ლაგოდეხის და სიღნაღის სამუსიკო სკოლების ვაჟმა მოსწავლეებმა მიიღეს.

კონცერტს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ეკა ცისკარაშვილი თანამშრომლებთან ერთად დაესწრნენ.

სამუსიკო სკოლების გაერთიანების ხელმძღვანელის რუსუდან ჩიტაურის განცხადებით, ასეთი მუსიკალური მეგობრული შეხვედრა-კონცერტი ტრადიცულ სახეს მიიღებს.
 
დღეს, გურჯაანის კულტურის ცენტრში ფესტივალის ფარგლებში, სამხატრო სკოლის მოსწავლეებისთვის, ანიმაციის „ ვორქშოფი“ გაიმართა. ბავშვები გაეცნენ ეტაპებს, თუ როგორ იქმნება ანიმაციური ფილმი და თავადაც შექმნეს პატარა ანიმაცია. ხვალ კი, „ექო-თოფუზის“ ფარგლებში, 14 :00 საათზე , ქალაქის ქუჩებში " ბარაბან- შოუ" მოეწყობა, რომლის შემდეგაც,კულტურის ცენტრის დარბაზში, ანიმაციური კინოჩვენება გაიმართება.

გურჯაანში ფესტივალი „ექო-თოფუზი“, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით იმართება.
 
დღეს გურჯაანში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დიდების მემორიალის ტერიტორიაზე გაიმართა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გვირგვინებით შეამკეს უცნობი ჯარისკაცის საფლავი და დიდების მემორიალი.

 
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, მოადგილესთან ნიკოლოზ გეთიაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან ვანო ბერიძიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ვეჯინში ღვინის მარნის და საოჯახო ტიპის სასტუმროს „ შატო ხარიტონას“ გახსნას დაესწრო.

 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ და ა(ა)იპ გურჯაანის სამუზეუმო და საბიბლიოთეკო გაერთიანებამ დიდების მემორიალზე განთავსებული ჯიხურები, რომელიც მოსახლობამ დააზიანა, აღადგინა.

დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, მოადგილესთან სიმონ ქოჩორაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ვანო ბერიძიშვილთან ერთად სამუშაოები ადგილზე მოინახულა.
 
დღეს, გურჯაანის სპორტკომპლექსში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, საჯარო სკოლებს შორის „ მხიარული სტარტები“ გაიმართა.

ტურნირში ხუთმა საჯარო სკოლის გუნდმა მიიღო მონაწილეობა - ქ.გურჯაანის #1 საჯარო სკოლა "პირველები", ქ.გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლა "გიმნაზია," ქ. გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლა "ჩემპიონები," სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლა "Ge school" და სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლა "ორბი."

ფინალი სოფელ ჩუმლაყის და სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლებს შორის გაიმართა.

„მხიარული სტარტების“ გამარჯვებული სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის გუნდი "Ge school" გახდა, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული თასი გადაეცა
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და ორგანიზაცია "საქართველოს წითელი ჯვრის" თანამშრომლობით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ველისციხესა და ვაჩნაძიანში მოსახლეობისთვის უფასო სამედაცინო გამოკვლევები ჩატარდა.
პაციენტებს შემდეგი სახის გამოკვლები ჩაუტარდათ: მუცლის ღრუს და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევა, კარდიოლოგიური გამოკვლევა და ლაბორატორიული ანალიზი (სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა).

 
დღეს, გურჯაანში, კურორტ „ ახტალაზე“ "აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის" ექიმებმა მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაცია და კვლევები ჩაუტარეს. აქციის ფარგლებში პაციენტებს გაეწიათ მაღალკვალიფიციური ექიმი კარდიოლოგების კონსუტაცია და საჭიროების შესაბამისად ჩაუტარდათ კარდიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევები, როგორებიცაა-ელექტროკარდიოგრაფია, ეხოკარდიოსკოპია, ლაბორატორიული ანალიზი - გლუკოზა, ქოლესტერინი.
 
მინი ფეხბურთში სასკოლო ტურნირის გამარჯვებული ქ.გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლა გახდა. ტურნირის ფინალი, 4 მაისს, ქალაქ გურჯააში, ახტალის მინი სტადიონზე გაიმართა. ფინალში ერთმანეთს სოფელ ბაკურციხის და ქალაქ გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლის გუნდები შეხვდნენ. თამაშის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და პენლების სერიაში გამარჯვება ქალაქ გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლამ მოიპოვა.