დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლას, ცნობილმა ქართველმა ტანმოვარჯიშემ ქეთი ხატიაშვილმა საჩუქრები გადასცა. მან საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო პროექტში „ხართ თუ არა მე-6 კლასელზე ჭკვიანი “ მიიღო მონაწილეობა და მოგებული თანხით მიკროსკოპი, პორტატული პერსონალური კომპიუტერი, სპორტული ინვენტარი და სხვა საჭირო ნივთები შეიძინა და ჩალაუბნის საჯარო სკოლას გადასცა.

ბავშვებს საჩუქრები ქეთი ხატიაშვილმა პროექტის ავტორებთან ერთად თავად ჩამოუტანა, რომლის გადაცემასაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახლგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ეკა ცისკარაშვილი და გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დალი მინდიაშვილი დაესწრნენ.

„ დიდი მადლობა ქეთი ხატიაშვილს ასეთი საჩუქრებისთვის. მადლობა იმისთვისაც, რომ სწორედ ეს სკოლა შეარჩია. ვნახეთ როგორი გახარებულები არიან ბავშვები. ჩალაუბნის საჯარო სკოლამ მიიღო სწორედ ის ინვენტარი რაც მათ სჭირდებოდათ და ბავშვებს აუცილებლად გამოადგებათ. “ განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ საჯარო სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაშის „ რა? სად? როდის?“ საგაზაფხულო, მე-12 სერიის ფინალური ტური გაიმართა.
ფინალში 5 გუნდი მონაწილეობდა, რომლებმაც 4 ტურის შემდეგ 17 გუნდს შორის საუკეთესო ქულები დააგროვეს. საგაზაფხულო, მე-12 სერიის გამარჯვებული და სპეციალური პრიზის „ბროლის ბუ“-ს მფლობელი ქ.გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლის გუნდი "კრეაწივი" გახდა. გამარჯვებული გუნდის წევრებს საჩუქრად გურჯაანის სპორტკომპლექსის საცარუო აუზის აბონემენტები, წიგნები და სერტიფიკატები გადაეცათ. გუნდის კაპიტანს - ნიკა ქურთიაშვილს კი გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა საჩუქრად ბაქოს ორკაციანი საგზური გადასცა.


 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მუნიციპალიტეტის მერი ამჯერად სოფელ ველისციხის მოსახლოობას შეხვედა. მერმა მათ იმ პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წელს ველისციხეში მოხდება. შეხვედრაზე სოფელში არსებულ პრობლემებზეც და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
 
დღეს, გურჯაანში, დავით ყიფიანის სახელობის სტადიონზე ფეხბურთში „მოყვარულთა თასი - 2018 " -ის შიდა მუნიციპალური ტურნირის ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს გუნდები „ბეკო“ და „ველისციხე“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა „ ბეკოს“ გამარჯვებით 3:1 დასრულდა. გამარჯვებული გუნდი „ მოყვარულთა თასის“ რეგიონულ შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას.

"მოყვარულთა თასი - 2018"-ის შიდა მუნიციპალური ტურნირი გურჯაანის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
 
გურჯაანში, დიდების მემორიალზე საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.
წარმოდგენილი იყო დამოუკიდებლობის თემაზე მუზეუმებში დაცული ექსპონატები, რომლითაც გაცოცხლდა საქართველოს ისტორია 1918 წლიდან დღემდე.
მოეწყო ხალხური რეწვის ნამუშევრების და ნახატების გამოფენა. ადგილობრივმა მეწარმეებმა საკუთარი პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა მოაწყვეს.

გაცოცხლებული იყვნენ ეროვნული გმირები - ნოე რამიშვილი , ნოე ჟორდანია, ექვთიმე თაყაიშვილი და კოტე აფხაზი. შესრულდა დამოუკიდებლობის აქტის ხელმოწერის ინსცენირება.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ცხენოსნებმა და მოფარიკავეებმა.

ღია ცის ქვეშ გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა ლაშა ღლონტმა და მისმა მეგობრებმა , ფოლკლორულმა ანსამბლებმა „ხარებამ“ და „გურჯაანმა“ , ასევე ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ცერულმა “ მიიღეს.

ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონობის ტიტულის მქონე გურჯაანელი სპორტსმენები, რომლებსაც ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში „ქალთა ოთახმა“ ფუქციონირება დაიწყო. „ქალთა ოთახი“ ეს არის ახალი მუნიციპალური სერვისი, რომელიც მოქალაქეებს სთავაზობს საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას, თავისუფალ, ღია სივრცეს დასვენებისა და სოციალური აქტივობისთვის. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების გაძლიერებას, გააქტიურებას და მათ ჩართულობას მუნიციპალიტეტის საქმიანობაში.

ქალთა ოთახი“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე განთავსდა და ის ვიზიტორებს სთავავაზობს ისარგებლონ:
 
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმართველობის ადმინისტარციული შენობის დარბაზში, საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, თემაზე „ ვგმობთ ძალადობას!" საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. საბჭოს წევრი, ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის კოორდინატორი ლია ხუროშვილი, აუდიტორიას, ოჯახში ძალადობის, ნაადრევი ქორწინების, ბულინგის და ქალთა უფლებების შესახებ ესაუბრა. შეხვედრას სოფლებში მერის წარმომადგენლები და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის მარიამ სირბილაშვილის განცხადებით საბჭოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი ამ კუთხით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა და მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
 
დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსთან ლადო მუსალბიშვილთან ერთად სოფელ ბაკურციხეში „სამადაანთ“ უბნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

პროექტი ორ ეტაპად განხორცილდება, რომლის ფარგლებშიც მოასფალტდება 650 მეტრამდე გზა და მოეწყობა სანიაღვრე არხი. ამ ეტაპისთვის მიწის ვაკისის მოსწორების სამუშაოები მიმდინარეობს.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ
ა უ ქ ც ი ო ნ ს N2

აუქციონის დაწყება - დამთავრება 21.05.2018წ. 17:00 - 19.06.2018წ. 15:00

1) ელექტრონულ აუქციონზე, პრივატიზების მიზნით, გამოტანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, შენობა-ნაგებობები:

ა) სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე შენობა-ნაგებობა, ყოფილი კულტურის სახლი - ს.კ. 51.02.58.104, შენობის ფართი - 2901,3კვმ, მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 7333,0კვმ.
- ქონების საწყისი საპრივატიზებო ფასი - 102 589 (ას ორი ათას ხუთას ოთხმოცდა ცხრა) ლარი. (შენობის ღირებულება - 51 698,0 (ორმოცდა თერთმეტი ათას ექვსას ოთხმოცდა თვრამეტი) ლარი, მიწის ღირებულება - 50 891,0 (ორმოცდა ათი ათას რვაას ოთხმოცდა თერთმეტი) ლარი.)
- „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 20%-ს - 20 518 (ოცი ათას ხუთას თვრამეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 5 130 (ხუთი ათას ას ოცდა ათი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა ამორტიზებულია, დაზიანებულია სახურავი, ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი, რის გამოც დაზიანებულია სამივე სართული. შენობას არ გააჩნია კარ-ფანჯარა.
 
"მოდი ღამე მუზეუმი"-ს პროექტის ფარგლებში, 19 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა მუზეუმი 10:00 საათიდან 01:00 საათამდე დამთვალიერებს უფასოდ მოემსახურა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და ა(ა)იპ "საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების" ორგანიზებით, ეს დღე განსაკუთრებულად აღინიშნა სოფელ კარდენახში, იოსებ ნონეშვილის მუზეუმში. ღია ცის ქვეშ გაიმართა ფოლკლორული ანსამბლი "ხარება"-ს კონცერტი, კოცონთან მოეწყო პოეზიის საღამო, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა და ეხილათ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქვევრის ღვინო, მიერთვათ ჩაი და ეთამაშათ სამაგიდო თამაშები.
იოსებ ნონეშვილის მუზეუმში გამართულ ღონისძიებას სხვა სტუმრებთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი ოჯახთან ერთად ესწრებოდა.