"მან სან კანი" გურჯაანში28-29 აპრილს, 15 საათზე, გურჯაანის კულტურის ცენტრში, საჯარო სკოლებს შორის, მხიარულთა და საზრიანთა გუნდების ჩემპიონატი გაიმართება . იუმორში 9 საჯარო სკოლის გუნდი შეეჯიბრება. მათ გამოსვლას 5 წევრიანი ჟიური შეაფასებს, რომელიც 1, მე-2 და მე-3 ადგილზე გასულ გუნდებს გამოავლენს.
გამარჯვებულ სკოლებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაწესებული საჩუქრები გადაეცემა.
„ მან სან კანი“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ყოველ წელს ტარდება.
 
პრემიერა ველისციხის სახალხო თეატრის სცენაზეველისციხის სახალხო თეატრის სცენაზე სპექტაკლი „ძველებური ვოდევილის“ პრემიერა გაიმართა. ვოდევილი, რეჟისორმა ლაშა გოგნიაშვილმა მოყვარული მსახიობების მონაწილეობით დადგა. პიესის და სცენარის ავტორი ვასილ ნიკოლაძე, ხოლო სამხატვრო ხელმძღვანელი ომარ კაკაბაძეა. მორიგ წარმოდგენას თეატრალური დასი კვირას, 3 მაისს გამართავს.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებამინდა გამოვეხმაურო, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დღეს განვითარებულ მოვლენებს. აღვნიშნავ, რომ ეს იყო წინასწარ დადგმული სცენარი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ ორგანიზებული „შოუ“, რამაც გამოიწვია სამუშაო პროცესის შეფერხება. ჩემს სამუშაო კაბინეტში “ნაციონალური მოძრაობის წევრების შემოჭრით მოქალაქეთა მიღების პროცესი ჩაიშალა, მათმა თანმხლებმა პირებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჩემს თანაშემწეს. რის გამოც იძულებული გავხდი გამომეძახებინა პოლიცია.
გამგეობაში შექმნილი ვითარების გამო ბოდიშს ვუხდი მოქალაქეებს ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კორუფციული საქმიანობის შემსწავლელი კომისიის წევრებს მოვუწოდებ თავი შეიკავან მსგავსი ქმედებებისგან და საკუთარო საქმიანობა ისე წარმართონ, რომ ხელი არ შეგვიშალონ და მოგვცენ თავისუფლად მუშაობის საშულება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი
გია გერგიძე
 
 გამგეობის თანამშრომლების საჩუქარი სოციალურად დაუცველ ოჯახებსდღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ რამდენიმე სოცილურად დაუცველ ოჯახს, გამგეობის თანამშრომლების ინიციატივით შეგროვებული თანხით შეძენილი საკვები პროდუქტები და ფულადი თანხა გადაეცა. ამ ოჯახებს დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე და გამგეობის თანამშრომლები ესტუმრნენ, აღდგომა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. გამგებელმა მათი პრობლემებიც მოისმინა და შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებასაც დაჰპირდა.
 
15 აპრილს გურჯაანის კულტურის ცენტრში კონცერტი გაიმართა15 აპრილს, გურჯაანის კულტურის ცენტრში კონცერტი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივ შემსრულებლებთან და ჯგუფებთან ერთად, მოწვეული მოცეკვავეთა ჯგუფი "paranormal crew" და მუსიკალური ბენდი "5 Beat " მონაწილეობდნენ.
ახალგაზრდებისთვის მიძღვნილ ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა შშმ პირებს აღდგომა მიულოცესგურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე, გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ყვირალაშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნატო მამუკაშვილი, გამგეობის თანამშრომლებთან ერთად, შშმ პირთა დღის ცენტრს „life line“ -ის და ორგანიზაცია „ხელი ხელს“-ის ბენეფიციარებს ესტუმრნენ და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.
 
9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული ადამიანები გურჯაანშიც გაიხსენეს1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა. დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გერგიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა, თანამშრომლებთან ერთად, სოფელ კარდენახში 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
9 აპრილის მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევის დროს დაღუპულები დღეს, სკოლის მოსწავლეებმა და ახალგაზრდებმაც გაიხსენეს. კარდენახის „საბა წმინდის“ ტაძარში კი მამა ამირანმა, მათი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.
 
შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო პირველად შეიკრიბაგურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილი შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე საბჭო პირველად შეიკრიბა. შეხვედრაზე საბჭოს საქმიანობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. სათათბირო ორგანოს მიზანია შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის, სხვადასხვა ღონისძიებებში მათი ჩართულობის ხელშეწყობა და ადაპტირებული გარემოს შექმნა. საბჭო საქართველოს განკარგულების საფუძველზე გამგებლის ბრძანებით მარტში შეიქმნა. საბჭოს წევრები თვეში ერთხელ შეიკრიბებიან, გაწეულ საქმიანობას შეაჯამებენ და სამომავლო ღონისძიებებს დასახავენ.
 
 გურჯაანის "ალაზანი" - ყვარლის "დურუჯი" 6 : 0.გურჯაანის საფეხბურთო გუნდმა „ალაზანმა“ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგის მორიგი მატჩი ყვარლის „დურუჯთან“ გამართა და 6:0 დაამარცხა. შეხვედრა ალაზნელების უპირატესობით დაიწყო და საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვეს. მოგების შემდეგ გურჯაანის გუნდი სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს ინარჩუნებს.
მატჩის წინ კიდევ ერთი სიახლე გახდა ცნობილი. სს „ვი თი ბი“ ბანკი, გუნდთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მიმდინარე წელს ფეხბურთელების ეკიპირებას უზრუნველყოფს. ბანკის წარმომადგენელმა ახალი ფორმები ფეხბურთელებს მატჩის წინ თავად გადასცა.
თამაშს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
ბაკურციხეში სასაფლაოს გზის რეაბილიტაცია დაიწყოსოფელ ბაკურციხეში ე.წ. „ტექნიკუმის“ უბნის მაცხოვრებლებს მრავალწლიანი პრობლემა მოუგვარდებათ. „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ დაფინანსებით სასაფლაოსკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება. ამ ეტაპზე მოასფალტდება გზის 310 მეტრიანი მონაკვეთი და მოეწყობა სანიაღვრე არხი, რისთვისაც 87 000 ლარი დაიხარჯება
სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „გზამშენი 2005“ ასრულებს და ხელშეკრულების პირობების თანახმად ის მაისში დასრულდება.
ამჟამად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტის ფონდის“ დაფინანსებით 3 მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს და მიმდინარე წელს კიდევ 14 - ის განხორციელება იგეგმება.