სპექტაკლი "კაცია-ადამიანი?!" გურჯაანის კულტურის ცენტრშიდღეს, გურჯაანის კულტურის ცენტრის სცენაზე ინტეგრირებულმა თეატრმა „აზდაკის ბაღი“ წარმოდგენა - „კაცია-ადამიანი?!“ გამართა.
თეატრალური დასი გურჯაანს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მოწვევით ესტუმრა.
 
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გურჯაანშიდღეს, გურჯაანში, კურორტ "ახტალას" ტერიტორიაზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა საერთაშორისო დღე აღინიშნა.
მოწვეულმა ანიმატორების ჯგუფმა, პატარებისთვის გასართობი შოუ-პროგრამა წარმოადგინა, ასევე მოეწყო სხვადასხვა გასართობი ზონა. გაიმართა სახეზე მოხატვა, სამაგიდო თამაშები, შეჯიბრებები, ასფალტზე ხატვა, საპნის ბუშტების და ფერების შოუ.
 
გურჯაანის კულტურის ცენტრში, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცი “ საპრემიერო ჩვენება გაიმართაგურჯაანის კულტურის ცენტრში, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცი “ საპრემიერო ჩვენება გაიმართა.

ფილმი მაყურებელს თავად რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ წარუდგინა და ისაუბრა იმის შესახებ თუ როგორ იქმნებოდა ფილმი, 3 წლის განმავლობაში, ხალხის დახმარებით.

ფილმში მთავარ როლს, რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს ფილმის სიუჟეტი კი, 1920-იანი წლების საქართველოს უკავშირდება, როდესაც ჩვენს ქვეყანაში საბჭოთა არმია შემოიჭრა, ხოლო მთავრობის გადაწყვეტილებით სახაზინო ქონება და სამუზეუმო განძი შეიკრიბა და მათ ემიგრაციაში საფრანგეთში წასვლა მოუწიათ. სამუზეუმო განძის შეკრება კი ექვთიმე თაყაიშვილს დაავალეს და მის მცველად დანიშნეს.
 
გურჯაანმა ცურვაში კახეთის ღია პირველობას უმასპინძლა. ჩემპიონატი 12 წლამდე ასაკის გოგონებსა და ვაჟებს შორის ცურვის ოთხივე სახეობაში გაიმართა. შეჯიბრი გურჯაანის სპორტკომპლექსში ჩატარდა, რომელშიც მთელი საქართველოდან 380 -მდე მოცურავემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის გურჯაანის აუზის სპორტული ჯგუბის ბავშვებმაც. ღია პირველობა სინქრონული ცურვით გაიხსნა.
“ პირველად კახეთში, გურჯაანმა უმასპინძლა ღია პირველობას ცურვაში! მოასპარეზეები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან იყვნენ. გურჯაანის სპორტკომპლექსის აუზმა დიდი მოწონება დაიმსახურა და სამომავლო გეგმებსაც ჩაეყარა საფუძველი.
 
ველისციხის სანიაღვრე არხი გაიწმინდასოფელ ველისციხეში #1 საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ბალასტისა და მყარი ნარჩენებისგან სანიაღვრე არხი გაიწმინდა. ნალექის დროს სანიაღვრე არხიდან წყალი გადმოდიოდა, იტბორებოდა გზის სავალი ნაწილი და მოსახლეობის ეზოები.
 
გურჯაანს, ქართული ფოლკლორის გასაცნობად, გურჯაანის სამუსიკო სკოლისა და ანსამბლ“გურჯაანის“ მოსწავლეების შესაფასებლად და მასტერკლასის ჩასატარებლად, მიუნჰენის თანამედროვე მუსიკალური ჯგუფი ესტუმრა.

გერმანელმა მუსიკოსებმა დღე, ძველი ქართული მუსიკალური საკრავების ექსპოზიციების დაათვალიერებით დაიწყეს, ასევე მოისმინეს ქართული ფოლკლორი, ილია დათუაშვილის ხელმძღვანელობით და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის მოსწავლეების კლასიკური მუსიკის რეპერტუარი, რუსუდან ჩიტაურის ხელმძღვანელობით.

ვიზიტის მიზანს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში კლასიკური მუსიკის განვითარების ხელშეწყობა, გურჯაანელი მოსწავლეების საერთაშორისო პროექტებში ჩართვა და შერჩევის საფუძველზე, გერმანიაში, მათი კვალიფიკაციის ამაღლება წარმოადგენს.

„ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვეთვის, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. ასეთი პროექტები იძლევა საშუალებას აღმოვაჩინოთ ნიჭიერი ბავშვები და ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას და წარმატებას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა ნაყოფიერი იქნება და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.“ -განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.
 
გურჯაანელი სპორტსმენების წარმატება და ხუთი ოქროს მედალი31 მარტს, თბილისში გამართულ საქართველოს კლუბებს შორის კიკ-ბოქსინგის ღია რინგში ხუთმა გურჯაანელმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა და ოქროს მედლები მოიპოვეს. ლაშა ფრიდონაშვილმა (75 კგ. ), საბა ოდლომიშვილმა (45 კგ), ნიკა სამხარაძემ (50 კგ), გიგი ღვინიაშვილმა (25 კგ) და ნიკა უტიაშვილმა (30 კგ) სხვადასხვა წონით კატეგორიებში იასპარაზეს და პირველი ადგილების მფლობელები გახდნენ.
 
"ჩუმად, რეპეტიციაა"31 მარტს, გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრში "მოძრაობის თეატრმა" გამართა სპექტაკლი "ჩუმად, რეპეტიციაა!".
ერთმოქმედებიანი სპექტაკლი ასახავს კულისებს მიღმა არსებულ რეალობას. სპექტაკლი სხვადასხვა მცირე ნოველებისგან შედგებოდა. ესენია:
�„მშვენიერი დილა“
�„სინემა“
�„სტუმარ-მასპინძელი“
�„შირლი ბეისი“
�„მხატვარი“
�„ბოჰემური რაფსოდია“
რეჟისორი: კახა ბაკურაძე
 
გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრში მომღერალ ზურა კობეშავიძის 70 წლის აღსანიშნავი საიუბილეო კონცერტი გაიმართა. შესრულდა სიმღერები მისი ძველი და ახალი რეპერტუარიდან.
მომღერლი კონცერტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარებს.
 
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, თანამშრომლებს, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები წარუდგინა.

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური უფროსი - მაია ჯაფარაშვილი;

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი - ლევან
წინაწალაშვილი;

 შიდა აუდიტის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების უფროსი - მაგდა მაჭავარიანი;

 შიდა აუდიტის სამსახურის კონტროლის განყოფილების უფროსი - ალექსანდრე შავგულიძე;

 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი - სოფიო ქუმსიაშვილ;

 ეკონომიკის სამსახურის საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსი - ნინო ნინოშვილი;

 კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კულტურის და განათლების განყოფილების უფროსი - თამარ ფურცელაძე;

 ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების უფროსი - რამაზ ქიტიაშვილი ;

 იურიდიული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი - თეონა ელიზბარაშვილი.