გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში ჭაბურღილი მოეწყობა, რომელიც წყლით 6 უბანს მოამარაგებს. პროექტი რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორცილედება. ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებულია ტენდერი, რომელიც 8 ივნისს დასრულედება. სატენდერო თანხა 122 887 ლარს შეადგენს.
ახალი ჭაბურღილის ამოქმედება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფლის წყალმომარაგებას.
 
ჩუმლაყის მე-2 საბავშვო ბაღს"აგრომოტორსმა"საჩუქრები გადასცაგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის #2 საბავშვო ბაღმა კომპანია „აგრომოტორსისგან“ საჩუქრები მიიღო.
კომპანიის წარმომადგენლები საბავშვო ბაღს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან -არჩილ ხანდამაშლილთან, მერის მოადგილესთან - ნიკოლოზ გეთიაშვილთან და სოფ. ჩუმლაყის მაჟორიტარ დეპუტატთან - გია შაოშვილთან ერთად ესტუმრნენ და პატარებს საჩუქრები თავად მიუტანეს, რომლითაც მოეწყო სათამაშო ზონა.
 
 შეხვედრა ფერმერებთან სოფელ ჩუმლაყშიგურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი მოადგილესთან ერთად, დღეს, სოფელ ჩუმლაყში ფერმერებს შეხვდა და გარგარის და ატმის რეალიზაციით დაინტერესდა.
არჩილ ხანდამაშვილმა და ნიკოლოზ გეთიაშვილმა ფერმერებთან მოსავლის მასშტაბურობაზე და რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იწყება. 2018 წელს შემდეგი მასშტაბური პროექტებია დაგეგმილი -

ესენია:

✅ სოფელ ბაკურციხეში შიდა სასოფლო გზის მოასფალტება (სამადაანთ უბანი);

✅ სოფელ კარდენახში სასაფლაოს გზის მოასფალტება და ცენტრალური გზიდან საუბნო გზებზე ჩასასვლელებში ბეტონის საფარის მოწყობა;

✅ სოფელ ვეჯინში ჰესის უბნის გზის მოასფალტება;

✅ სოფელ ჩუმლაყში "კოშკის" სასაფლაოს გზის რეაბილიტაცია;

✅ სოფელ ახაშენში სკოლისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია;

✅ სოფელ ველისციხეში ორი ახალი ჭაბურღილის მოწყობა;

✅ სოფელ გურჯაანში "ქვემო წითელ უბანში" ჭაბურღილის მოწყობა;

✅ სოფელ ველისციხეში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია;

✅ სოფელ მუკუზანში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია;

✅ ქალაქ გურჯაანში ფურცელაძის ჩიხში არსებული სანიაღვრე-საკანალიზაციო კოლექტორის რეაბილიტაცია;

✅ სოფელ ზეგაანში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია;

✅ სოფელ კოლაგში ახალი ჭაბურღილის მოწყობა;

✅ სოფელ არაშენდაში ახალი ჭაბურღილის მოწყობა;

✅ სოფელ ჭერემში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია;

ეს მხოლოდ ნაწილია პროექტების, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში იგეგმება.
 
გურჯაანის მერი კაჭრეთის სამუსიკო სკოლის საიუბილეო კონცერტს დაესწრგურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი სოფელ კაჭრეთის სამუსიკო სკოლაში გამართულ სკოლის დაარსებიდან 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონცერტს დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობა სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მიიღეს.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელთან - ეკა ცისკარაშვილთან და კულტურის და განათლების განყოფილების უფროსთან - თამარ ფურცელაძესთან ერთად, გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკაში მწერალ ლევან გოთუას შემოქმედებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა, ქალთა მიმართ ძალადობის, მათი უფლებების, ბულინგის, ნაადრევი ქორწინების და ოჯახში ძალადობის თემებზე, სოფლებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყეს.
გენდერული თანსწორობის საბჭოს თავმჯდომარემ - მარიამ სირბილაშვილმა, ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის ხელმძღვანელმა - ლია ხუროშვილმა და საბჭოს მდივანმა, მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოცილურ საკითხთა სამსახური უფროსმა სპეციალისტმა გენდერულ საკითხებში - ელზა პაპოშვილმა შეხვედრები გამართეს სოფელ ვაჩნაძიანში, კალაურსა და შაშიანში, რომელსაც სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების თანამშრომლები, საჯარო სკოლის პედაგოგები, უფროსკლასელები და მშობლები ესწრებოდნენ. მოეწყო ბულინგის თემაზე ფილმის ჩვენება და გაიმართა დისკუსია.
 
 ანსამბლ "გურჯაანის" კონცერტიდღეს, გურჯაანის კულტურის ცენტრში ქართული ეროვნული ქორეოგრაფიული ანსამბლ "გურჯაანის" წლის საანგარიშო კონცერტი გამართა, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ეკა ცისკარაშვილი, კულტურის და განათლების განყოფილების ხელმძღვანელთან - თამარ ფურცელაძესთან ერთად დაესწრო.
 
 გურჯაანის მერიამ ტურიზმის განვითარეის სამოქმედო გეგმა შეიმუშავაგურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ გერმანელ ექსპერტს - პეტერ შულცეს უმასპინძლა და საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განყოფილებასთან ერთად, გურჯაანის ტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.

გერმანელმა ექსპერტმა შეისწავლა მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი, მოინახულა ისტორიული და კულტურული ძეგლები და დაათვალიერა სოფლები.

სამ კვირიანი ანალიზის საფუძველზე, ექსპერტის განცხადებით გურჯაანს დიდი პოტენციალი გააჩნია, როგორც ღვინის ტურიზმის, ასევე ეკოტურიზმის, აგროტურიზმის, არქეოლოგიური, სათავგადასავლო და ექსტრემალური ტურიზმის მიმართულებით.



 
სპექტაკლი "კაცია-ადამიანი?!" გურჯაანის კულტურის ცენტრშიდღეს, გურჯაანის კულტურის ცენტრის სცენაზე ინტეგრირებულმა თეატრმა „აზდაკის ბაღი“ წარმოდგენა - „კაცია-ადამიანი?!“ გამართა.
თეატრალური დასი გურჯაანს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მოწვევით ესტუმრა.