მოსწავლეები კულტურული მემკვდირეობის დესპანები დღეს გურჯაანის სამუსიკო სკოლის დარბაზში კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის "მოსწავლეები კულტურული მემკვდირეობის დესპანები"-ის ფარგლებში მოსწავლეების მიერ მოძიებული ვიდეო, ფოტო და წერილობითი ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტში აქტიურად იყო ჩართული გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური. პრეზენტაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილე ალეკო ყვირალაშვილი, გურჯაანის საგანმათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დალი მინდიაშვილი და კახეთის რეგიონში აღნიშნული პროექტის კოორდინატორი დალი აბაშიძე დაესწრნენ.
 
გურჯაანში ძიუდოს ტურნირი ჩატარდა გურჯაანის სპორტკომპლექსში 2003–2005 წლებში დაბადებულ მოზარდებს შორის ძიუდოს ტურნირი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან წარმოდგენილი გუნდები იღებდნენ. შეჯიბრი ცხრა წონით კატეგორიაში გაიმართა. გამარჯვებულ სპორტსმენებს მედლები და დიპლომები გადაეცათ. ტურნირში 200-ზე მეტი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.
 
"ეტალონი" გურჯაანში ოციალ-საგანმანათლებლო მედია პროექტი "ეტალონი" გურჯაანს ესტუმრა და ეროვნული ინტელექტ ჩემპიონატი ჩაატარა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო 22-მა საჯარო სკოლამ და ეტალონი მოსწავლის სტატუსი ქალაქ გურჯაანის # 1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ ანი ზირაქაშვილმა მოიპოვა.
2016 წლის 21 მაისს ქალაქ თბილისში, სპორტის სასახლეში გაიმართება ფინალი, სადაც მთელი საქართველოს მასშტაბით გამარჯვებული ეტალონი ბავშვები შეეჯიბრებიან ერთმანეთს.
 
"რა? სად? როდის?" საშემოდგომო სერიის ფინალურ თამაშში ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა დღეს გურჯაანის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, ინტელექტუალური თამაშის "რა? სად? როდის?" საშემოდგომო სერიის ფინალური ტური ჩატარდა. მეორე საპრიზო ადგილი არაშენდის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე _ ბაკურციხის საჯარო სკოლამ.
ფინალური ტურის გამარჯვებული სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდი გახდა. გამარჯვბეულ გუნდს ბროლის ბუ გადაეცა.
საპრიზო ადგილების მფლობელ გუნდებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილემ და გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებმა, ფასიანი საჩუქრები გადასცეს.
 
რეგიონული ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში 21 ნოემბერს გურჯაანში, რეზო მინდორაშვილის სახელობის საჭიდაო დარბაზში გაიმართა რეგიონული ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, რომლის ორგანიზატორი და ინიციატორი იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური. გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები თორმეტ წონით კატეგორიაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ და დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ალეკო ყვირალაშვილმა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მთავარმა სპეციალისტმა იზა თერგიაშვილმა.
 
ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის დიდ დარბაზში, მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მოეწყო. მოქალაქეებს და საჯარო მოხელეებს ბიუჯეტის პარამეტრებსა და პრიორიტეტებზე ინფორმაცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა ნატო გონგაძემ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ გივი ამისულაშვილმა მიაწოდეს.
 
საშემოდგომი სპარტაკიადის ფინალი კალათბურთში დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და ხელშეწყობით, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდებს შორის შეჯიბრი გაიმართა კალათბურთში. დასკვნით ეტაპზე მონაწილეობდა რვა გუნდი. ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სოფ. ახაშნის და სოფ. ჩუმლაყის საჯარო სკოლების გუნდები. დაძაბულ თამაშში ახაშნის გუნდმა გაიმარჯვა. მესამე საპრიზო ადგილი სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებულებს მედლები, დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
 
ა ნ ო ნ ს იპარასკევს 20 ნოემბერს 16:00 საათზე. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის დიდ დარბაზში მოეწყობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა.
 
სპარტაკიადის პროგრამით გათვალისწინებული შეჯიბრი მკლავჭიდში13 ნოემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და ხელშეწყობით, გურჯაანში, "პაპას ბაღში" გაიმართა მოსწავლეთა სპარტაკიადის პროგრამით გათვალისწინებული შეჯიბრი მკლავჭიდში ხუთ წონით კატეგორიაში. გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით.
 
ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში არტეფაქტების გამოფენა მოეწყოდღეს ვეჯინის ივანე ბერიტაშვილის სახელობის მუზეუმის საგამოფენო ნაწილში ზიარ-ფხოველში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ქვის ხანის არტეფაქტების გამოფენა შედგა.
დღევანდელი გამოფენა სიმბოლურად გახსნა ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკა თუშაბრამიშვილმა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირინე დარჩია, საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარე აკადემიკოსი გურამ ბექაია და სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორი დავით ნადარეიშვილი.
არტეფაქტების გამოფენა-პრეზენტაციას გურჯაანის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.