შეხვედრა პრობაციონერებთან გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პრობაციონერებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ორი წარმატებული სპორტსმენი სამჭიდში მსოფლიო რეკორდსმენი გიორგი ბეროშვილი და მკლავჭიდში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი ალექსანდრე ზავრაშვილი დაესწრნენ. ნაჩვენებ იქნა გურჯაანის ადგილობრივი თვითმმართველობის დაკვეთით გადაღებული ფილმი "არის ასეთი ქვეყანა".
შეხვედრა დაასრულა კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა "ხარებამ", რომლის წევრებმაც პრობაციონერებისთვის ხალხური სიმღერები შეასრულეს.
 
გამგებლის მოადგილე ფოკასების ოჯახს ესტუმრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალეკო ყვირალაშვილი სოფელ ველისციხეში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ფოკასების ოჯახს ესტუმრა და ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა.
გამგებლის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაუდასტურა ფოკასების ოჯახს დახმარების მზადყოფნა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მზადყოფნას გამოთქვამს, ოჯახის სურვილით შერჩეული ახალი ბინის ქირის ხარჯი ყოველთვიურად დაფაროს 100-120 ლარის ფარგლებში.
შეგახსენებთ, 28 დეკემბერს ტელეკომპანია "გურჯაანის" საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტის შემდეგ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ერთად ფოკასებს ესტუმრა, ადგილზე გაეცნო მათ საცხოვრებელ პირობებს და დახმარება აღუთქვა.
 
 
2016 წელი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანის, ჩვენი მუნიციპალიტეტისა და სრულიად საქართველოს წარმატების წელი. ისევე როგორც 2015 წელს, 2016 წელსაც არ დავიშურებთ ენერგიას იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება უფრო უკეთესი გახდეს.
 
სასურსათო პაკეტები მუნიციპალიტეტისგან გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ალეკო ყვირალაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად ყვირალაშვილმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარემ ზაქარია ქაჩლიშვილმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებსა და სოფელ ბაკურციხეში მცხოვრებ დევნილებს სასურსათო პაკეტები გადასცეს.
ახალ წლამდე აღნიშნულ დახმარებას სულ 250 ბენეფიციარი მიიღებს, რომელთა შორის შშმ პირებიც არიან.
 
25 დეკემბერს გურჯაანის ცენტრლური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით, წარმატებულ ადამიანებთან შეხვედრა შედგა. შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალეკო ყვირალაშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ყვირალაშვილი დაესწრნენ.
 
 გურჯაანის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო 24 დეკემბერს გურჯაანის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ღონისძიებას გურჯაანელებთან ერთად მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლები დაესწრნენ.
საახალწლო ღონისძიებებს 30 დეკემბერს ჯგუფი "ბანის" სოლო კონცერტი დაასრულებს.
 
ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა კულტურის ცენტრში დღეს გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრში სამხატვრო სკოლის გურჯაანის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევართა გამოფენა მოეწყო.
მოსწავლეთა მიერ შესრულებულმა ნამუშევრებმა მოწვეულ სტუმართა დიდი მოწონება დაიმსახურა.
 
 ნარდის პირველობა გურჯაანშიგურჯაანში პირველად ნარდის პიორველობა ჩატარდა, რომლის ორგანიზატორიც საქართველოს ნარდის ფედერაციაა. შეჯიბრმა მოთამაშეების დიდი ინტერესი დაიმსახურა.
პირველ სამ საპრიზო ადგილზე გასული მოთამაშისთვის ფულადი ჯილდოებია გათვალისწინებული.
I ადგილი - 300 ლარი
II ადგილი - 200 ლარი
III ადგილი - 100 ლარი
გამარჯვებული მოთამაშე საქართველოს პირველობაზე იასპარეზებს.
 
გურჯაანის ახალგაზრდული საკრებულოს ფორმირება დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი, კანონი, თავისუფლების" წარმომადგენელმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა და ინფორმაცია მიაწოდა ახალგაზრდული საკრებულოს ინსტიტუტის შესახებ. მოსწავლეებმა შეავსეს ანკეტები, რის შემდეგაც დაიწყება გურჯაანის ახალგაზრდული საკრებულოს ფორმირების პროცესი. ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალეკო ყვირალაშვილი და გამგეობის სხვა თანამშრომლებიც დაესწრნენ. აღნიშნული პროექტი საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს