დედაენის დღე გურჯაანში
გურჯაანის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ დედაენის დღე აღნიშნა. სამკითხველო დარბაზში მუდმივი გამოფენა „დედა ენა ქართული“, ხოლო საბავშვო განყოფილებაში იგივე სახელწოდების პერიოდული გამოფენა გაიხსნა.
გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ერთი თვის განმავლობაში გამოფენილი იქნება ქართული ენის სადიდებელი ლიტერატურა.
 
გურჯაანში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ადგლობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფელ კარდენახში, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
1989 წლის 9 ნაპრილს დაღუპული ადამიანები კარდენახის სკოლის მოსწავლეებმაც გაიხსენეს.
სოფელ კარდენახის „საბაწმინდას“ ტაძრის მოძღვარმა, მამა ამირანმა, გმირების სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.
აპრილის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა.
 
გამწვანების აქცია „მწვანე მომავალი“ გურჯაანში
დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, საქართველოს პრემიერ- მინისტრის მიერ ინიცირებულ აქციას „მწვანე მომავალი“ შეუერთდა.
აქცია მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაიმართა. ქალაქის ტერიტორიაზე და ყველა სოფელში, წინასწარ შერჩეულ ადგილას ხეები დაირგო.
აქციაში „მწვანე მომავალი“, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ემზარ ჯიქურაშვილმა, გამგეობის, ტერიტორიული ერთეულების აპარატის , „ააიპ“-ბის თანამრომლებმა და მოხალისეებმა მიიღეს მონაწილეობა.
იფანის, ნეკერჩხლის, მუხის, აკაციის და თრიმლის 3500 ნერგი უკვე დარგულია.
 
„ფიროსმანი“ ველისციხის სახალხო თეატრის სცენაზე
4 აპრილს, ველისციხის სახალხო თეატრის სცენაზე წარმოდგენილ სპექტაკლ „ფიროსმანს“, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ემზარ ჯიქურაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
„ფიროსმანი“ ველისციხის თეატრის სცენაზე ველისციხის ვასო გოძიაშვილის სახელობის სახალხო თეატრალურმა დასმა წარმოადგინა.
 
აქცია „მწვანე მომავალი“ გურჯაანშიგურჯაანის მუნიციპალიტეტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ აქციას „მწვანე მომავალი“ შაბათს შეუერთდება.
გამწვანების აქცია , ხვალ, 5 აპრილს, 10 საათზე მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ერთდროულად დაიწყება. აქციაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის გამგეობის, ტერიტორიული ერთეულების აპარატის, „ააიპ“ -ბის თანამშრომლები მიიღებენ.
 
გამგებელმა კაჭრეთის „საზოგადოებრივი ცენტრის“ მშენებლობა დაათვალიერა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ემზარ ჯიქურაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კაჭრეთის „საზოგადოებრივი ცენტრის“ მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერა.
სოფელ კაჭრეთის „საზოგადოებრივი ცენტრის“ მშენებლობას, იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჰორიზონტი“ ახორციელებს.
„საზოგადოებრივი ცენტრების განვითარების პროექტის“ მიზანია ცენტრალური ხელისუფლების და მუნიციპალური სერვისები სოფლის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახადოს.
 
სპეციალური ნაგავმზიდი მანქანა უკვე გურჯაანშია
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ემზარ ჯიქურაშვილის ინიციატივით, გამგეობამ სპეციალური ნაგავმზიდი მანქანა შეიძინა, რომელიც თანამედროვე დახურული ტიპის კონტეინერების დაცლას და ნარჩენების გატანას უზრუნველყოფს.
თეთრი ფერის Ford cargo 1826 DC, 2014 წლის გამოშვებაა.
ახალი სპეციალური მანქანა ქალაქ გურჯაანის ქუჩებში 4 აპრილიდან გამოჩნდება, მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე, თანამედროვე 110 ნაგავშემკავ კონტეინერს განათავსებენ.
 
აპრილის თვიდან, ქალაქ გურჯაანში, ნარჩენების მართვის ორგანიზება გაცილებით ეფექტური გახდება. მუნიციპალიტეტის გამგეობამ შეისყიდა 110 თანამედროვე დახურული ტიპის კონტეინერი, რომელთა განთავსება ქალაქის ტერიტორიაზე საჭიროებისამებრ მოხდება. თითოეულის ტევადობა 1100 ლიტრია და მას სპეციალური მანქანა მოემსახურება, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგეობამ შეიძინა.
 
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ სოფლის საერთო კრებებზე, მოსახლეობამ პრიორიტეტულად საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და ინვენტარით აღჭურვა დაასახელა.
წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის 1 099 040 ლარია გამოყოფილი. აქედან, დაახლოებით 489 300 ლარი საბავშვო ბაღების შეკეთების, საჭირო ნივთების შეძენის და ფუნქციონირებისათვის შესაფერისი პირობების შექმნისთვის დაიხარჯება.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ემზარ ჯიქურაშვილის, 2014 წლის 19 თებერვლის მიმართვის საფუძველზე, ლევან სამხარაულის სახელობის „სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“, 9 აპრილის №48 -ში მდებარე ავარიული კორპუსი შეისწავლა.
ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე, შენობა-ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის დადგენის შემდეგ, გურჯაანის მუნიციპალიტეტმა მიიღო საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა.