შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე გურჯაანში„პაპას ბაღში“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
მოეწყო დღის ცენტრის „LIFE LINE”-ის ბენეფიციარების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა- გაყიდვა. ასევე, ადგილობრივი ძალებით გაიმართა კონცერტი.
14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. 1995 წელს, ამ დღეს მიიღეს საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“.

 
საჯარო განხილვა წყლის რესურსების და მყარი ნარჩენების მართვვის  კანონპროექტებზედღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოეწყო საჯარო განხილვა წყლის რესურსების და მყარი ნარჩენების მართვის კანონპროექტების შესახებ.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებმა კანონპროექტები გამგეობის თანამშრომლებს და ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებს გააცნეს.
 
პრემიერ-მინისტრმა ჩუმლაყში ხილის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხილის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა.
საწარმო იაფი 3 % -იანი აგროკრედიტის ფარგლებში მიღებული სესხით აშენდა, რომელიც შპს „ქართული ხილის კომპანიას“ ეკუთვნის.
ხილის გადამამუშავებელი საწარმო 2 ჰექტარზეა გაშენებული და ორი ნაწილისგან შედგება.
საწარმო აღჭურვილია იტალიური დამახარისხებელი დანადგარებით, რისი საშუალებითაც მოხდება გლეხებისგან მიღებული ხილის გადარჩევა და გასუფთავება. იქვე ფუნქციონირებს 400 ტონიანი სამაცივრე მეურნეობა, სადაც კომპანია ხილს შეინახავს და შემდგომ ექსპორტზე გაიტანს.
საწარმოში 50- მდე ადამიანი დასაქმდება.
 
ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში  პატარა ნაგვის ურნები დამონტაჟდაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში პატარა ნაგვის ურნები დაიდგა. 170 ნაგვის ურნა ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე საჭიროიბის მიხედვით გადანაწილდა.
ნაგვის ურნების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 000 ლარი გამოიყო. ტენდერში შპს „ელიტ-ჯორჯიამ“გაიმარჯვა, რომელთანაც 26 889 ლარზე გაფორმდა ხელშეკრულება.
 
გურჯაანში   კახეთის ღია პირველობა ქართულ ჭიდაობაში გაიმართა7 ივნისს, გურჯაანში კახეთის ღია პირველობა ქართულ ჭიდაობაში გაიმართა. შეჯიბრი 7 წონით კატეგორიაში ჩატარდა, რომელშიც 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ტურნირში ორმა გურჯაანელმა მოჭიდავემ მოიპოვა გამარჯვება. 60 კგ. წონით კატეგორიაში კალაურელი ბადრი ბასოშვილი გახდა მეორე ადგილის მფლობელი, ხოლო 81 კგ წონით კატეგორიაში, ასევე კალაურელმა თენგიზ პაპოშვილმა მოიპოვა მეორე ადგილი.
 
პროექტი “ჩემი საქართველო აქ არის“  გურჯაანში
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის „ჩემი საქართველო აქ არის“ ფარგლებში გურჯაანს ბაღდათის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ადგილობრივი ანსამბლები ესტუმრნენ.
სტუმრები კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“ დაბინავდნენ.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მათ დაათვალიერეს გურჯაანის ღირსშესანიშნავი ადგილები და კულტურის სახლში კონცერტი გამართეს.
მსგავსი ვიზიტით ბაღდათში უკვე იმყოფებოდა გურჯაანის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი მზია ნებიერიძე, ომარ მირიანაშვილის ცეკვის ანსამბლი „მანდილი“ და ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი ილია დათუაშვილის ხელმძღვანელობით.
 
გამგეობის საჩუქარი ბავშვებს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საბავშვო ბაღის სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელებს სასურსათო პაკეტები გადასცა.
 
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გურჯაანში1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებით „პაპას ბაღში“ კონცერტი გაიმართა.
ადგილობრივმა შემსრულებლებმა გურჯაანელებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.
ღონისძიების დასასრულს პატარებს ნაყინებით გაუმასპინძლდნენ.
 
ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის კრივის სკოლას სპორტული ინვენტარი გადაეცა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ემზარ ჯიქურაშვილმა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნუგზარ კანდელაკმა ვეჯინის წმინდა გიორგი სახელობის კრივის სკოლას სპორტული ინვენტარი გადასცეს.

 
გურჯაანში დეკანოზ გიორგი თევდორაშვილთან შეხვედრა გაიმართა
დღეს გურჯაანის სამუსიკო სკოლაში თბილისის ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის წინამძღვართან, დეკანოზ გიორგი თევდორაშვილთან შეხვედრა გაიმართა.
შემოქმედებით საღამოზე მონაწილეობას სამუსიკო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები იღებდნენ. მონაწილეებმა მამა გიორგის მიერ დაწერილი, ბევრისთვის უცნობი ლექსები წაიკითხეს, ასევე შესრულდა მუსიკოს მაია ჩუგოშვილის მიერ მამა გიორგის ლექსებზე დაწერლი ორი სიმღერის პრემიერა. მრევლმა მამა გიორგის გურჯაანში მოღვაწეობის პერიოდიც გაიხსენა.