მიმდინარე წლის 21 აპრილს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროს სპეციალისტ მანანა ჯანჯიბუხაშვილსა და მოქალაქე ეკატერინე პეტრიაშვილს შორის მომხდარი კონფლიქტის გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის მოკვლევის შედეგად მიღებული დასკვნის საფუძველზე, მანანა ჯანჯიბუხაშვილის მიერ საჯარო მოსამსახურისთვის შეუფერებელი საქციელისა და დისციპლინური გადაცდომის გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
 
წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში 1 129 025 ლარი დაიხარჯება გურჯაანში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ იწყება. დღეს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა დავით წასიძემ პროგრამის განხორციელების არსებული მექანიზმი და შესული ცვლილებები ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებს გააცნო.
წელს პროგრამის ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 129 025 ლარი გამოიყო.
 
გურჯაანში ტრანსპორტის გადაადგილება შეუფერხებლად მიმდინარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალ ცენტრალურ მაგისტრალებზე გადაადგილება, შეუფერხებლად მიმდინარეობს.
გზები გაიწმინდა სპეც. ტექნიკით და პრობლემურ უბნებზე იყრება ტექნიკური მარილი.
მუნიციპალიტეტის სოფლებში გამავალ შიდა გზებზე, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
 
ქალაქ გურჯაანში გზები იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება დღეს დილიდან ინტენსიურად იწმინდება ქალაქ გურჯაანში გამავალი ტროტუარები. იყრება ტექნიკური მარილი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აქტიურად მუშაობს, რომ უხვმა თოვლმა მოსახლეობისთვის ნაკლები პრობლემები შექმნას. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება არ არის შეფეხებული. ქალაქ გურჯაანის ტერიტორიაზე საავადმყოფომდე და საგანმანათლებლო დაწესებულებამდე მისასვლელი გზები აქტიურად იწმინდება.
 
მიმდინარეობს გზების გაწმენდა გურჯაანში მოსულმა თოვლმა გადაადგილების პრობლემა შექმნა. დღეს დილიდან ინტენსიურად მიმდინარეობს თოვლისგან გზების გაწმენდა. მუშაობს სპეც. ტექნიკა.
გაწმენდით სამუშაოებს უშუალოდ აკონტროლებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელები.
 
ახალი წიგნები მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებისთვის გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებამ 773 ახალი წიგნი შეიძინა.
წიგნები როგორც მხატვრული, ისე საბავშვო და ისტორიული ჟანრისაა.
მიღებული ლიტერატურა ქალაქ გურჯაანის ცენტრალური ბიბლიოთეკის გარდა, მუნიციპალიტეტის 9 სოფლის ბიბლიოთეკასაც გადაეცემა.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტმა ახალი გზის გრეიდერი შეიძინა გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ 2015 წელს გამოშვებული SEM 919 მოდელის გზის გრეიდერი შეიძინა, რომლის ღირებულებაც 293000 ლარია.
აღნიშნული ტექნიკა გამოიყენება მუნიციპალიტეტის დასახლებებში საუბნო და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისასვლელი გზების მოსასწორებლად.
ტექნიკის გამოყენება შესაძლებელია უხვი თოვლის დროსაც, გზების გაწმენდის მიზნით.
 
შეხვედრა პრობაციონერებთან გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პრობაციონერებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ორი წარმატებული სპორტსმენი სამჭიდში მსოფლიო რეკორდსმენი გიორგი ბეროშვილი და მკლავჭიდში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი ალექსანდრე ზავრაშვილი დაესწრნენ. ნაჩვენებ იქნა გურჯაანის ადგილობრივი თვითმმართველობის დაკვეთით გადაღებული ფილმი "არის ასეთი ქვეყანა".
შეხვედრა დაასრულა კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა "ხარებამ", რომლის წევრებმაც პრობაციონერებისთვის ხალხური სიმღერები შეასრულეს.
 
გამგებლის მოადგილე ფოკასების ოჯახს ესტუმრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალეკო ყვირალაშვილი სოფელ ველისციხეში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ფოკასების ოჯახს ესტუმრა და ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა.
გამგებლის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაუდასტურა ფოკასების ოჯახს დახმარების მზადყოფნა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მზადყოფნას გამოთქვამს, ოჯახის სურვილით შერჩეული ახალი ბინის ქირის ხარჯი ყოველთვიურად დაფაროს 100-120 ლარის ფარგლებში.
შეგახსენებთ, 28 დეკემბერს ტელეკომპანია "გურჯაანის" საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტის შემდეგ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ერთად ფოკასებს ესტუმრა, ადგილზე გაეცნო მათ საცხოვრებელ პირობებს და დახმარება აღუთქვა.