გურჯაანელი ძალოსანი ლევან გილიგაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა.გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში მცხოვრებმა ლევან გილიგაშვილმა , 25-30 მარტს ჩეხეთის ქალაქ პილსენში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ძალისმიერ სამჭიდში პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის რეკორდსმენი გახდა. ლევან გილიგაშვილმა 83 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა, ოქროს მედალი მოიპოვა და პარალელურად, რუსი სპორტსმენის, ალექსი კუზმინის ევროპის რეკორდი (182,5 კგ) მოხსნა და 190 კგ ასწია.
ევროპის ჩემპიონატში 27 ქვეყანა მონაწილეობდა, საქართველო კი ორი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.
დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ყვირალშვილი და კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ბეროშვილი გამარჯვებულ სპორტსმენს შეხვდნენ. მათ გამარჯვება მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და გვვერდში დგომას დაჰპირდნენ. ლევან გილიგაშვილი ივნისში, მსოფლიო ჩემოიონატზე გაემგზავრება, რომელიც ფინეთში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ლევან გილიგაშვილი, სპორტის საერთაშორისო კლასისი ოსტატი და ძალისმიერი სამჭიდის საქართველოს ნაკრების წევრია. იგი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის და მსოფლიო თასის მფლობელია. გილიგაშვილი აქტიურ სპორტსმენობასთან ერთად საპატრულო პოლიციის თანამშრომელია.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს მორიგი სხდომის
დღის წესრიგი
2015 წლის 6 აპრილი
14 საათი


1. „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №27 დადგნილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
/ნანა ჭაბუკაძე/
/ბექა მაისურაძე/
2. „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
/ნანა ჭაბუკაძე/
/ ბექა მაისურაძე/
 
ქალაქ გურჯაანში ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.ქალაქ გურჯაანში ფალიაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხი და დაიგება ასფალტო ბეტონის საფარი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ლაგოდეხ ავტო-გზა“ ასრულებს.
გზის რეაბილიტაცია „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც 335 000 ლარი დაიხარჯება.
 
ანსამბლი "ჰანგები" ფესტივალის "მომავლის ვარსკვლავების" ფინალისტია გურჯაანის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „ჰანგები“ კლასიკური მუსიკის ფესტივალის „მომავლის ვარსკვლავების“ ფინალურ ეტაპზე გადავიდა.
კლასიკური მუსიკის მე-8 რესპუბლიკური და მე-4 საერთაშორისო ფესტივალის რეგიონულ შესარჩევ ტურებში გამარჯვებულმა გუნდებმა თბილისში გამართულ რესპუბლიკურ შესარჩევ ტურში მიიღეს მონაწილება, სადაც ფინალისტების გამოვლინდნენ.
ანსამბლი „ჰანგები“, შორენა ბააცაშვილის ხელმძღვანელობით, ფესტივალის ფინალურ კონცერტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც, 9- 10 მაისს ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
 
სოფელ ახაშენში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობსგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დაიწყო. ამჟამად საუბნო გზების მოხრეშვა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოიხრეშება 11 ქუჩა, მოასფალტდება ეკლესიისკენ მიმავავალი გზა და მოწყობა სანიაღვრე არხი.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენედერში გამარჯვებული შპს „გზამშენი 2005 “ ასრულებს. პროექტი „რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან“ ფინანსდება, რისთვისაც 269 900 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები, ხელშეკრულების თანხმად, 10 ივნისამდე დასრულდება.
წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში „რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდად“ 17 მასშტაბური პროექტის განხორციელდება იგეგმება , რისთვისაც დაახლოებით 4 მლნ ლარი დაიხარჯება.
 
ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი "გურჯაანი" კონკურსის გამარჯვებული გახდაგურჯაანის ლევან მუღალაშვილის სახელობის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი "გურჯაანი“ საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების პირველ ეროვნული კონკურსის გამარჯვებული გახდა. ანსამბლი „გურჯაანი“, ილია დათუაშვილის ხელმძღვანელობით, ორ ნომინაციაში - ქართული საგალობლის და ხალხური სიმღერის საუკეთესო შესრულებისთვის, პირველი ადგილის და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
კონკურსი საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ფოლკლორის ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.
კონკურსში მონაწილეობას 260 საგუნდო კოლექტივი იღებდა. რეგიონულ შესარჩევ ტურებში გამარჯვებულმა გუნდებმა 28-29 მარტს თბილისში გამართულ, ფინალურ ტურში მიიღეს მონაწილეობა, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
გამარჯვებულთა დაჯილდიოვება და გალა კონცერტი 30 მარტს, ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართა.
 
პროექტის „ახალგაზრდული თვითმართვლობის ინიციატივა “ პრეზენტაციაგურჯანის მუნიციპალიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი კანონი თავისუფლების“ წევრებმა საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების წარჩინებულ მოსწავლეებთან, შეხვედრა გამართეს. მათ ახალგაზრდებს პროექტი „ახალგაზრდული თვითმართველობის ინიციატივა - 2015 " გააცნეს.
პროექტის მიზანია საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში „ახალგაზდული საკრებულოების“ ჩამოყალიბება, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საჯარო სკოლების XI-XII კლასების წარჩინებული მოსწავლეებით, რომლებიც ტესტირების საფუძველზე შეირჩევიან.
 
სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამინისტრო პროექტს- „საქართველოს მოხალისე“ იწყებსსაქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო პროექტს - „საქართველოს მოხალისე“ იწყებს. მოხალისეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, 18 დან 25 წლამდე ახალგაზრდა მოხალისეების შერჩევის მიზნით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში კონკურსი გამოცხადდა.
პროგრამის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, საქართველოს მასშტაბით მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება, მოხალისოების გზით ახალგაზრდობაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ქვეყნის მასშტაბით მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა, მოხალისეობის გარშემო დამკვიდრებული მცდარი სტერეოტიპების დანგრევა, საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია, მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება და პოპულარიზაცია.
 
 „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის “ფარგლებში 1 095 561ლარი დაიხარჯება.გურჯაანის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საერთო კრებები, რომელიც პროექტების შერჩევის მიზნით ტარდებოდა, დასრულდა. ძირითად პრიორიტეტად საბავშვო ბაღებში სამზარეულოს მოწყობა, წყლის ჭაბურღილების და შიდა ქსელების რეაბილიტაცია დასახელდა. გასულ წელს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საბავშვო ბაღების ნაწილობრივი რეაბილიტაცია განხორცილედა, ამჯერად კი სამზარეულოები შესაბამის სტანდარტებთან შესაბამისად მოეწყობა.
მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების ხარჯთაღრიცხვის სამუშაოები ხვალიდან დაიწყება.
პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები მუნიციპალიტეტის 31 სოფელში ჩატარდა, სადაც პრიორიტეტები მოსახლეობის უმრავლესობამ განსაზღვრა.
წელს, გურჯაანის მუნიციპელიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 095 561 ლარი გამოიყო. თანხები სოფლებზე, მოსახლოების რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა.
 
 სოფლის საერთო კრებები - ქოდალოში, ფხოველსა და ზიარში.დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბოლო შეხვედრები გაიმართა. სოფლის საერთო კრებებზე პრიორიტეტები ქოდალოს, ფხოველის და ზიარის მოასახლოებამ შეარჩია.
სოფელ ქოდალოს მოსახლეობამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 13 683 ლარით, სავარგულებში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, წყლის შიდა საუბნო ქსელის გაკეთება და საბავშვო ბაღში სამზარეულოს მოწყობა გადაწყვიტა.