გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს

გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ
ა უ ქ ც ი ო ნ ს


აუქციონის დაწყება - დამთავრება 18.01.2019 12:00 - 06.02.2019 15:00


პირობიან ელექტრონულ აუქციონზე საპრივატიზებოდ, დემონტაჟის განხორციელების მიზნით, გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე შენობა-ნაგებობა, ყოფილი კულტურის სახლი (ს.კ. 51.02.58.104, შენობის საერთო ფართი - 2901,3კვმ, განაშენიანების ფართი - 1602,0კვმ, მიმაგრებული მიწა - 7333,0კვმ).

აუქციონის პირობა:

- შენობა-ნაგებობის პრივატიზება ხორციელდება დემონტაჟის მიზნით, მიმაგრებული მიწის გარეშე;

- აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონის დასრულებიდან ექვსი თვის ვადაში უზრუნველყოს შენობის დემონტაჟი, ტერიტორიის გასუფთავება, მოსწორება და სათანადოდ მომზადებულ ნიადაგზე ბალახის მწვანე საფარის მოწყობა;

- დემონტაჟი განხორციელდეს მერიის მიერ გაცემული, დემონტაჟზე მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული პირობების დაცვით. კერძოდ, გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილ იქნეს - დემონტაჟის პროექტი (გეგმები, დემონტაჟის ორგანიზაციის პროექტი გრაფიკით, უსაფრთხოების ნორმების დაცვის პროექტი, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შენობის შემოღობვის პროექტი და სადემონტაჟე პერიმეტრზე არსებული კომუნიკაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტი) და დემონტაჟის მოსაკრებელი განაშენიანების ფართის მიხედვით (1 ლარი -1 კვმ-ზე);

სადემონტაჟე შენობის საწყისი საპრივატიზებო ფასია - 36 188,0 (ოცდა თექვსმეტი ათას ას ოთხმოცდა რვა) ლარი. „ბე“ საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 10 857 (ათი ათას რვაას ორმოცდა ჩვიდმეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 1 810 (ერთი ათას რვაას ათი) ლარი.

ობიექტის აღწერილობა:

შენობა უკიდურესად ამორტიზებულია და არსებობს მისი თვითნებურად ჩამონგრევის საშიშროება.
________________________

ქონების ღირებულების გადახდა შესაძლებელია სს „ლიბერთი ბანკში“, სახაზინო კოდზე _ # 300 503313

ქონების დათვალიერება შესაძლებელია მესაკუთრესთან შეთანხმებით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე - 599 85 23 35, ასევე ცხელ ხაზზე - 2 601 601.


გურჯაანის მუნიციპალიტეტი






,








სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი