დიზაინის კონკურსი: “გურჯაანი-მეღვინეობის ქალაქი”

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის აღმართვისა და საგზაო წრიულების მოსაწყობად დიზაინის/ესკიზის შერჩევის მიზნით.

კონკურსის პირობები:

1. ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ესკიზი/დიზაინი:
გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის აღმართვისა და საგზაო წრიულების მოსაწყობად შემუშავებული დიზაინის/ესკიზის მთავარი გზავნილი უნდა იყოს:
„გურჯაანი - მეღვინეობის ქალაქი“ - “Gurjaani - Winemaking City”

მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის ესკიზზე გამოსახული უნდა იყოს წარწერა: „გურჯაანი - მეღვინეობის ქალაქი“, ქართულ და ინგლისურ ენაზე, ამასთან ინგლისურ ენაზე შესრულებული წარწერა ზომით არ უნდა აღემატებოდეს ქართულ ენაზე შესრულებულ წარწერას, ხოლო დიზაინს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინფორმაციული, კულტურული, ისტორიული, აგრარული და ტურისტული დატვირთვა;

გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის აღმართვისა და საგზაო წრიულების მოსაწყობად შემუშავებული დიზაინი/ესკიზი უნდა შეესაბამებოდეს მათი განთავსების ადგილებზე არსებულ გარემო ფაქტორებს და ურბანულ ქსოვილს (ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის განთავსების ადგილების ამსახველი ფოტომასალა მოცემულია დანართში).
გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის აღმართვისა და საგზაო წრიულების მოსაწყობად შემუშავებული დიზაინი/ესკიზი უნდა ითვალისწინებდეს მისი დამზადებისთვის საჭირო მასალების ხელმისაწვდომობას და კონსტრუქცია/ნაგებობის, ასევე წრიულების აშენების ფიზიკურ შესაძლებლობას.

2. კონკურსით შესარჩევი ესკიზების რაოდენობა:

კონკურსით შეირჩევა:

მუნიციპალიტეტის 6 შემოსასვლელში მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობისთვის მხოლოდ ერთი დიზაინის ესკიზი;

საგზაო წრიულის 3 განსხვავებული დიზაინის ესკიზი.

5. ანაზღაურების ოდენობა და წესი:
თითოეულ გამარჯვებულ კონკურსანტთან გაფორმდება ხელშეკრულება და შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება თითოეული დიზაინის ესკიზზე განისაზღვრება კონკურსანტის მიერ შემოთავაზებული ფასის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა, ფიზიკური პირის შემთხვევაში საშემოსავლოს ჩათვლით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში, თუ ის დღგ-ს გადამხდელია - დღგ-ს ჩათვლით.
6. კონკურსში მონაწილეობის პირობები
6.1. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
სრულწლოვანი ფიზიკურ პირს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე;
საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს;
6.2.კონკურსანტის მიერ განაცხადის გაკეთების ვადა და წარმოსადგენი ინფორმაცია:
დაინტერესებულმა პირებმა კონკურსიის გამოცხადების დღიდან 3 კვირის ვადაში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის საშუალებით GurjaaniMegvineobisQalaqi@gmail.com , უნდა წარმოადგინონ:
სავალდებულო:
ინფორმაცია კონკურსის მონაწილის შესახებ და ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტი: ფიზიკური პირის შემთხვევაში - პირადობის მოწმობის ასლი, იურიდიული პირის შემთხვევაში - ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
საგზაო წრიულების და/ან ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის დიზაინი ესკიზის/ესკიზების სახით ელექტრონული ფორმით;
განმარტებითი ბარათი, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ესკიზში გამოყენებული ფერების, გამოსახულებების, სიმბოლოებისა და გამოსაყენებელი მასალის მნიშვნელობის, ასევე ესკიზის/დიზაინის მთავარ მესიჯთან „გურჯაანი - მეღვინეობის ქალაქი“ შესაბამისობის შესახებ.
საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონი და ელ. ფოსტის მისამართი.
სასურველი:
ინფორმაცია კონკურსის მონაწილის განათლების შესახებ, განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად;
ინფორმაცია მსგავსი საქმიანობის გამოცდილების შესახებ, გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად;
6.3. კონკურსანტს უფლება აქვს, თავისი სურვილის შესაბამისად წარმოადგინოს, როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის, ასევე საგზაო წრიულების ერთი ან მეტი ესკიზი/დიზანი .
7. კონკურსის მონაწილის შეფასების კრიტერიუმები, შეფასების პროცედურა და კონკურსის ეტაპები:
7.1.კონკურსის მონაწილის შეფასების კრიტერიუმები და შეფასების პროცედურა:
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად.
კონკურსის პირველ ეტაპზე უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებს კონკურსანტისათვის წაყენებულ ძირითად მოთხოვნებს და გამოირჩევა ვიზუალური ეფექტით;
კონკურსის მეორე ეტაპზე უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებს კონკურსანტისათვის წაყენებულ ძირითად მოთხოვნებს, გამოირჩევა ვიზუალური ეფექტით და ესკიზების შესრულებას გვთავაზობს ყველაზე დაბალ ფასად;
მეორე ეტაპზე გადავა კონკურსანტი, რომელიც პირველ ეტაპზე მიიღებს სამუშაო ჯგუფის სრული შემადგენლობის ხმების არანაკლებ ორ მესამედს მაინც, ხოლო მეორე ეტაპზე გამოვლინდება გამარჯვებული სამუშაო ჯგუფის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სამუშაო ჯგუფის სრული შემადგენლობის ხმათა ორი მესამედისა.
სამუშაო ჯგუფს უფლება აქვს ოთხივე დიზაინის ესკიზი შეარჩიოს ერთი და იმავე კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ესკიზებიდან ან სხვადასხვა ესკიზი შეარჩიოს სხვადასხვა კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ესკიზებიდან. შესაბამისად, შესაძლოა კონკურსის შედეგად გამოვლინდეს ერთი, ორი, სამი ან ოთხი გამარჯვებული.
7.2. კონკურსის ეტაპები:
I ეტაპი:
პირველ ეტაპზე მონაწილე კონკურსანტების შეფასება-შერჩევა განხორციელდება განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში. პირველ ეტაპზე შეირჩევა და შესაბამისად მეორე ეტაპზე გადავა უკეთესი შედეგების მქონე კონკურსანტები, რომელთაც მიიღეს სამუშაო ჯგუფის სრული შემადგენლობის ხმების არანაკლებ ორ მესამედი მაინც.
II ეტაპი
მეორე ეტაპზე გადასულმა კონკურსანტებმა სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების მიღებიდან ორი კვირის ვადაში უნდა წარმოადგინოს:
შესაბამისი დიზაინის ესკიზი როგორც ელექტრონული სახით, 3D ფორმატში, ასევე მატერიალური სახით A3 ფორმატით;
შესასრულებელი სამუშაოს - ესკიზის ღირებულება.
მეორე ეტაპზე მონაწილე კონკურსანტების შეფასება-შერჩევა განხორციელდება ესკიზების წარდგენის ვადის ამოწურვიდან ერთი თვის ვადაში. მეორე ეტაპზე გამოვლინდება გამარჯვებული სამუშაო ჯგუფის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სამუშაო ჯგუფის სრული შემადგენლობის ხმათა ორი მესამედისა.
თითოეულ ეტაპზე სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებული ელ. ფოსტის საშუალებით.
მუნიციპალიტეტი იტოვებს უფლებას კონკურსზე შემოსული ესკიზები საჯაროდ განათავსოს მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე ან/და Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, ესკიზის ავტორის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტი მის მიერ წარმოდგენილი ესკიზის საჯაროდ განთავსების წინააღმდეგია, მან აღნიშნულის შესახებ საკონკურსო სამუშაო ჯგუფს უნდა განუცხადოს ესკიზის წარმოდგენისთანავე.
სამუშაო ჯგუფი მუშაობისას და გადაწყვეტილების მიღებისას არის დამოუკიდებელი და ესკიზის საჯაროდ განთავსების შემთხვევაში საზოგადოების მხრიდან ესკიზთან დაკავშირებით გამოხატული შეფასებები არ წარმოადგენს საკონკურსო სამუშაო ჯგუფის მიერ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების განმსაზღვრელ პირობას.

სამუშაო ჯგუფის საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: GurjaaniMegvineobisQalaqi@gmail.com
პროცედურული საკითხები: თამარ ფურცელაძე - 593 10 81 82
დიზაინთან, ესკიზთან დაკავშირებულ საკითხებზე: ლალი ხაჩიშვილი - 577 15 71 99

გისურვებთ წარმატებას!



<
  • კომენტარი: 0
27 ივლისი 2018 02:25

Jasonton

Игровые автоматы PlayFortuna. Получи бонус 50 бесплатных вращений здесь >>>https://casino-avtomati-onlain.com/the-best-casino/play-fortuna-casi
no.html
Казино на доллары, евро. Минимальный депозит 1 доллар. 350 лицензионных игровых автоматов. ТОП казино онлайн Play Fortuna casino. Лучшие игры, лучшие бонусы, быстрые выплаты. Реальные игры, на реальные деньги.


სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი