"ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში გურჯაანის რაიონში მარწყვის ახალი ბაღი გაშენდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ბენეფიციარმა, მაია ბეროშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში მარწყვის ახალი ბაღი გააშენა.

ბაღის გასაშენებლად სულ 50,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 11,285 ლარი ფერმერმა გრანტის სახით მიიღო, რომელიც სარწყავი სისტემების შესაძენად გამოიყო.

ბაღი გაშენებულია 8000 კვ.მ. და მოსავლის სახით წელს 15 ტონამდე მარწყვის მოსავალს ელოდება.

სოფელ გურჯაანში მარწყვის ბაღი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის მენეჯერმა თორნიკე კაპანაძემ დაათვალიერეს.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი