მდგრადი ენერგეტიკის დღე გურჯაანში

გურჯაანში, მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, მდგრადი ენერგეტიკის დღე აღინიშნა. ღონისძიებას, რომლის მიზანიც ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება და განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების პოპულარიზაციაში მათი ჩართვაა, მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი შეუერთდა.

მდგრადი ენერგეტიკის დღე სხვადასხვა აქტივობებით იყო დატვირთული:

ღონისძიება გაიხსნა პრეზენტაციით თემაზე: ენერგოეფექტურობა-საზოგადოების გონებრივი არჩევანი, მოდერატორი ახალგაზრდული საბჭოს თავჯდომარე მარიამ ბაწელაშვილი;
ნაჩვენები იქნა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები თემაზე ,,დაზოგე ელექტროენერგია“;
გაიმართა სპორტული შეჯიბრებები (რბოლა, ბოგირის გაწევა და ა.შ);
პატარა მხატვრებმა მოხატეს ასფალტი;
შესრულდა სპორტული ცეკვები ელექტრონული მუსიკის ფონზე;

სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულებს ა(ა)იპ გურჯაანის სპორტული გაერთიანების ხელმძღვანელმა არჩილ გოგიაშვილმა საცურაო აუზის აბონემენტები გადასცა.

მოსულ სტუმრებს ნაყინით უმასპინძლა გურჯაანის ნაყინმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია შეურთდა მერების შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინიციატივაა. იგი აერთიანებს ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას გაზარდონ ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება მათ დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე. შეთანხმების ხელმომწერნი მიზნად ისახავენ 2020 წლისათვის CO2-ის ემისიები მინიმუმ 20%-ით შეამცირონ.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი