„საქართველოს მოხალისე“ – 2018 დაიწყო

„საქართველოს მოხალისე“ – 2018 დაიწყოსაქართველოს მოხალისე“ – 2018 დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი მოხალისეობის განვითარების პროგრამას – “საქართველოს მოხალისე” ახორციელებს.

პროექტში მონაწილეობის მიღება 16 დან 25 წლამდე ასაკის ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია.

პროგრამის მიზანია საქართველოში მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება, მოხალისეობის გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, საზოგადოების საკეთილდღეოდ საკუთარი სურვილით უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია და მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მიმდინირე წლის 6 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა მითითებულ ვებგვერდზე http://youth.indygo.ge/ კონკურსის მეორე ეტაპზე სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები გადავლენ, რომლებთანაც გაიმართა გასაუბრება, რომლის საფუძველზეც, მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 2 მოხალისე.

პროგრამის ფარგლებში შერჩეული მოხალისეები 2018 წლის ბოლომდე საკუთარი თავისუფალი დროის, ცოდნისა და უნარების გამოყენებით, თავიანთ წვლილს შეიტანენ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებაში.

მათ საშუალება ექნებათ გაიარონ ტრენინგ-სემინარები, მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს ეგიდით გამართულ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში,
ჩაერთონ საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტებში (European Voluntary Service), ასევე გამოვლინდებიან წლის საუკეთესო მოხალისეები.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ვებგვერდზე: http://www.mes.gov.ge/content.php?id=8444&lang=geo




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი