გურჯაანის ბავშვთა საფეხბურთო გუნდი კახეთის რეგიონული ტურნირის მ2 თასის მფლობელია

გურჯაანის ბავშვთა საფეხბურთო გუნდი კახეთის რეგიონული ტურნირის მ2 თასის მფლობელია.
რეგიონულ ტურნირში გურჯაანის, თელავის, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის, სიღნაღის, საგარეჯოს და დედოფლისწყაროს 11-12 წლიანთა ასაკის ფეხბურთელთა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.
ფინალური შეხვედრა გურჯაანის და თელავის გუნდებს შორის გაიმართა და გურჯაანელების გამარჯვებით დასრულდა. მესამე ადგილზე კი ახმეტის საფეხბურთო გუნდი გავიდა.
გამოვლინდნენ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის მცველის, მეკარის, ნახევარმცველის, თავდამსხმელის, ბომბარდირის და მწვრთნელის წოდების მფლობელები.
ტურნირის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელის წოდება გურჯაანელმა რატი ზლობინმა მოიპოვა, საუკეთოსო მწვრთელად კი გურჯაანის საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი გიორგი ბარნაბიშვილი გახდა.
ტურნირი ქალაქ თელავში გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე გაიმართა.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი