გურჯაანის მუნიციპალიტეტი შეხვედრა სოფელ გურჯაანის და ჭანდრის მოსახლეობასთან » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 


შეხვედრა სოფელ გურჯაანის და ჭანდრის მოსახლეობასთან

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ემზარ ჯიქურაშვილი სოფელ გურჯაანის და ჭანდრის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. გამგებელმა ადგილობრივებს მომავალი წლის "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" პრიორიტეტების განსაზღვრაში მონაწილეობა სთხოვა. გამოიკვეთა, რომ სოფელ გურჯაანს სანიავღვრეების პრობლემა აწუხებს. ამავე სოფელში, მეწყერსაშიშ უბნებში ასევე დგას ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა. რაც შეეხება ჭანდარს, სოფელს ყველაზე მეტად წყლის სათავე-ნაგებობის შეკეთება სჭირდება. გამგებელმა მოსახლეობას პრობლემების მოგვარებაში დახმარება აღუთქვა.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი