12 მლნ ლარის ინვესტიცია „ახტალას“ კურორტის მშენებლობისთვის

120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსი, ღია და დახურული ტიპის აუზებით, რესტორნებით, სარეაბილიტაციო/გამაჯანსაღებელი ცენტრებით, ეზოს გამწვანებით, გარე განათებით, ავტოსადგომით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნითა და არსებული თანამშრომლების შენარჩუნებით - „ ახტალას“ აუქციონზე გამარჯვებული გამოცხადდა.

აუქციონის გამარჯვებულმა 376000 მილიონი ლარი უნდა გადაიხადოს და შემდეგ მინიმუმ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს 48 თვის განმავლობაში.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, ახტალას აუქციონის პირობები და შედეგები ცხადყოფს, რომ ინვესტორის დაინტერესება კურორტით არ მოიცავს მხოლოდ არსებული შენობების რეაბილტაციას ან ახალი სასტუმროს მშენებლობას.

„ინვესტორი დაინტერესებულია გურჯაანში შექმნას კომპლექსური საკურორტო ზონა, რომელიც გახდება საერთაშორისო მიზიდულობის ცენტრი და შიდა ტურისტების გარდა, უმასპინძლებს სტუმრებს სხვადასხვა ქვეყნიდან“, - განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.

აუქციონის პირობების მიხედვით, „ახტალა“-ს ტერიტორიაზე არსებული პარკი არ გადაეცემა ინვესტორს და რჩება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სარგებლობაში, თუმცა მასზე მზრუნველობისა და მოვლა-პატრონობის სრულ ხარჯებს ინვესტორი გაიღებს.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი