სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტი კვლავ დააზარალა

სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტი კვლავ დააზარალაგურჯაანის მუნიციპალიტეტში გუშინ ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა სოფელ ჭერემთან დამაკავშირებელი გზის ნაწილი ჩამოშალა.
მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი თანამშრომლებთან ერთად ადგილზე გაეცნო ვითარებას და დაიგეგმა სამუშაოები.
სტიქიამ მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებიც დააზარლა. ძლიერმა წვიმამ სოფელ ჭანდარში დააზიანა გზა და ხევის ნაპირი, რომლის გაწმენდითიდა გამაგრებითი სამუშაოები ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს.
სტიქიამ, ქალაქ გურჯაანში „ნავთის ხევში» ქვა-ღორღი ჩამოიტანა.
მოსული უხვი ნალექის შედეგად ასევე ადიდდა ზიარის ხევი და გადმოსულმა წყალმა გზის გადასასვლელი ნაწილი დააზიანა.
სოფელ ჩალაუბანში კი დაზიანებულია წყლის სათავე-ნაგებობა და მოსახლეობის წყალმომარაგება შეფერხებულია.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ შექმნილ ვითარებას, რათა უმოკლეს დროში ჩატარდეს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაობი.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი